პარკეტი

  ლაქი და ზეთი

  ციკლოვკა

  599 695964

პარკეტი მუხის, წიფლის, აკაციის - პარკეტის ყიდვა online. პარკეტის სახლი გლიმტერქსი

შეიძინე ჩვენთან და დაზოგე (10) ათასობით ლარი.

ხის იატაკი და პარკეტი - უცვლელი კლასიკაა. ხის მასალის იატაკის საფარად გამოყენება უხსოვარი დროიდან იწყება. განასხვავებენ პარკეტის რამოდენიმე სახეობას, მაგალითად მასიური, ორშრიანი, სამშრიანი, მოზაიკური პარკეტი.  ყველა სახეობას აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. საბოლოო ჯამში რომელს შევარჩევთ გემოვნებაზე და ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ასევე იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც პარკეტს ვუყენებთ. ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ კონსულტაცია და შეიძინოთ სხვადასხვა ხის ჯიშის, სორტირების და დიზაინის პარკეტი.  

შეიძინე ჩვენთან და დაზოგე (10) ათასობით ლარი. ხის იატაკი და პარკეტი - უცვლელი კლასიკაა. ხის მასალის იატაკის საფარად გამოყენება უხსოვარი დროიდან იწყება. განასხვავებენ პარკეტის... სრულად »
დახურვა
პარკეტი მუხის, წიფლის, აკაციის - პარკეტის ყიდვა online. პარკეტის სახლი გლიმტერქსი

შეიძინე ჩვენთან და დაზოგე (10) ათასობით ლარი.

ხის იატაკი და პარკეტი - უცვლელი კლასიკაა. ხის მასალის იატაკის საფარად გამოყენება უხსოვარი დროიდან იწყება. განასხვავებენ პარკეტის რამოდენიმე სახეობას, მაგალითად მასიური, ორშრიანი, სამშრიანი, მოზაიკური პარკეტი.  ყველა სახეობას აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. საბოლოო ჯამში რომელს შევარჩევთ გემოვნებაზე და ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ასევე იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც პარკეტს ვუყენებთ. ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ კონსულტაცია და შეიძინოთ სხვადასხვა ხის ჯიშის, სორტირების და დიზაინის პარკეტი.  

1 von 4
ამ ფილტრით არაფერი მოიძებნა
ზულცი
რუსტიკი ულტრა
14/3 x 190 x 1900 მმ
ბრაშირება
ზეთი
სამშრიანი მუხის პარკეტი ზულცი რუსტიკ ულტრა
სამშრიანი მუხის პარკეტი ზულცი რუსტიკ ულტრა
რუსტიკი ულტრა. ზომები 14/3 x 190 x 1900 მმ. მუშა ზედაპირი წარმოდგენილია 3 მილიმეტრიანი ერთიანი ფიცრული ფორმის მუხით. პარკეტს ოთხივე მხარეს აქვს ფასკები. ზედაპირი ბრაშირებული. დამუშავებულია მდგრადი, ეკოლოგიურად სუფთა ზეთით.
169,00 GEL *
ფაბია
რუსტიკი
14/3 x 190 x 1900 მმ
ბრაშირება
რელიეფური
გირჩევთ
სამშრიანი პარკეტი ფაბია
სამშრიანი მუხის პარკეტი ფაბია
რუსტიკი. ზომები 14/3 x 190 x 1900 მმ. მომწოდებელი - ავსტრიავუდი. სამშრიანი მუხის პარკეტი ფაბია - ყველაზე გაყიდვადი სამშრიანი პარკეტია გერმანიაში. მუშა ზედაპირი წარმოდგენილია 3 მილიმეტრიანი ერთიანი ფიცრული ფორმის მუხით. შუა ფენა ვერხვია,...
219,00 GEL *
იანკი
რუსტიკი
14/3 x 190 x 1900 მმ
ბრაშირება
ზეთი
სამშრიანი მუხის პარკეტი იანკი
სამშრიანი მუხის პარკეტი იანკი
რუსტიკი. ზომები 14/3 x 190 x 1900 მმ. მომწოდებელი - ავსტრიავუდი
199,00 GEL *
უნიფორმი
აქცენტი
14/3 x 190 x 1900 მმ
ბრაშირება
მქრქალი ლაქი
სამშრიანი მუხის პარკეტი უნიფორმი
სამშრიანი მუხის პარკეტი უნიფორმი
აქცენტი. ზომები 14/3 x 190 x 1900 მმ. მომწოდებელი - ავსტრიავუდი. სელექცია აქცენტი მაღალი ხარისხის სელექციაა. მასში რუსტიკთან შედარებით ბევრად ნაკლები რაოდენობით არის კორძები და ბზარები. მუშა ზედაპირი წარმოდგენილია 3 მილიმეტრიანი ერთიანი...
249,00 GEL *
მოზელი
სელექტი
15/4 x 190 x 1700 მმ
გლუვი
ზეთი
სამშრიანი მუხის პარკეტი მოზელი (ფიცრული-სელექტი)
სამშრიანი მუხის პარკეტი მოზელი (ფიცრული-სელექტი)
სელექტი. ზომები 15/4 x 190 x 1700 მმ . მომწოდებელი - ავსტრიავუდი.
289,00 GEL *
ვადუზი
რუსტიკი
15/4 x 260 x 2200 მმ
ბრაშირება
ზეთი
სამშრიანი მუხის პარკეტი ვადუზი
სამშრიანი მუხის პარკეტი ვადუზი
რუსტიკი. ზომები 15/4 x 260 x 2200 მმ . მომწოდებელი - ავსტრიავუდი
269,00 GEL *
დონაუ
აქცენტი
15/4 x 220 x 2200 მმ
ბრაშირება
ზეთი
სამშრიანი მუხის პარკეტი დონაუ 2,2მ
სამშრიანი მუხის პარკეტი დონაუ 2,2მ
აქცენტი. ზომები 15/4 x 220 x 2200 მმ. მომწოდებელი - ავსტრიავუდი.
249,00 GEL *
კაკალი
რუსტიკი
14,2 x 190 x 1820 მმ
გლუვი
ზეთი
სამშრიანი პარკეტი ამერიკული კაკალი
სამშრიანი პარკეტი ამერიკული კაკალი
რუსტიკი. ზომები 14,2 x 190 x 1820 მმ . მომწოდებელი - ავსტრიავუდი.
319,00 GEL *
ოთხშრიანი პარკეტი ლინდურა კაკალი ნატური HERRINGBONE
ოთხშრიანი პარკეტი ლინდურა კაკალი ნატური...
"იოლკა" HERRINGBONE ნატური. ზომები 11 x 140 x 700 მმ. წარმოებულია გერმანიაში
249,00 GEL *
ოთხშრიანი პარკეტი ლინდურა მუხა ნატური HERRINGBONE
ოთხშრიანი პარკეტი ლინდურა მუხა ნატური HERRINGBONE
"იოლკა" HERRINGBONE ნატური. ზომები 11 x 140 x 700 მმ. წარმოებულია გერმანიაში
235,00 GEL *
ოთშრიანი პარკეტი
ოთხშრიანი პარკეტი ლინდურა მუხა სელექტი
სელექტი. ზომები 11 x 270 x 2200 მმ. წარმოებულია გერმანიაში
219,00 GEL *
ოთხშრიანი პარკეტი ლინდურა მუხა ნატური
ოთხშრიანი პარკეტი ლინდურა მუხა ნატური
ნატური. ზომები 11 x 270 x 2200 მმ. წარმოებულია გერმანიაში
209,00 GEL *
1 von 4

პარკეტი - სახეობები და ტენდენციები

წამყვანი ევროპელი მწარმოებლები ბოლო პერიოდი ფოკუსირებულნი არიან, ექსკლუზიური, ინდივიდუალური ხასიათის მქონე პარკეტის წარმოებაზე. ისინი ცდილობენ მაქსიმალურად ხაზი გაუსვან ხის მასალის უნიკალურობას და ბუნებრივ ხაზწერას. ამ მიზნის მისაღწევად ხის მასალა სხვადასხვა ფორმებით იჭრება და ზედაპირი სხვადასხვა მეთოდით მუშავდება, ჩნდება კლასიკური წყობების ახალი ინტერპრეტაციები და ასევე სრულიად ახალი, ბუნებრივი გეომეტრიები. განსაკუთრებით პოპულარულია მუხის პარკეტი

gagunuli-muxa1

მოკლედ მიმოვიხილოთ პარკეტის ყველაზე პოპულარული სახეობები:

მასიური ფიცარი

მასიური ფიცრული იატაკი ტრადიციული და ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. ფიცრები იატაკზე გამორჩეულად ლამაზია და ბუნებრივი. მათთან ერთად ადამიანი საკუთარ თავსაც ბუნების ნაწილად აღიქვამს.

როგორც წესი ფიცრები ქარხნულად მხოლოდ უხეშად არის დამუშავებული და დაგების შემდეგ საჭიროა ზედაპირის მოხვეწა და ლაქით ან ზეთით დაფარვა.

იატაკის ფიცრის ფასი მასალისა და ზომის მიხედვით განსხვავებულია.

ქართულ ბაზარზე ძირითადად გავრცელებულია ქართული და რუსეთიდან შემოტანილი ფიჭვის და ნაძვის საიატაკე ფიცრები, ასევე არის რუსული წარმოების ლირიქსი „ლისტვინიცა“. ერთ ერთი წარმატებული კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე დიდი ხანია ოპერირებს არის ევროვაგონკა www.evrovagonka.ge

მასიური მუხა და სხვა ეგზოტიკური ჯიშები ფიცრული სახით სიძვირის გამო ძირითადად შეკვეთით შემოდის. ჩვენი პარტნიორი ავსტრიული კომპანია ავსტრიავუდი, ამზადებს გაბარიტულ, 15 მეტრამდე სიგრძის მასიურ მუხის ფიცრებს. უზრუნველყოფს მუხის ფიცრების შემოტანას და საკუთარი მეთვალყურეობის ქვეშ დამონტაჟებას. ასე რომ, თუ რამე განსაკუთრებული პროექტი გაქვთ ჩაფიქრებული, სადაც დიდი ზომის მასიური ფიცრი უნდა იქნეს გამოყენებული, შეგიძლიათ ჩვენ მოგვმართოთ ან კომპანიას ავსტრიავუდი http://austriawood.com/

 ავსტრიავუდი დაგიმზადებთ 15 მეტრამდე სიგრძის მასიურ მუხის ფიცრებს

 

ficruli-parketiavst

ფიცრების დაგება ხდება პროფესიონალის მიერ ლურსმით, შურუპებით ან წებოზე.

სამშრიანი - ინჟინერული - ე.წ. სამშრიანი ლამინატი ან ლამინირებული პარკეტი

ძვირფასი ხის ჯიშები ფიცრული სახით ძვირი სიამოვნებაა და მხოლოდ მაღალი ფინანსური შესაძლებლობების ადამიანებს და ფირმებს მიუწვდებათ მათზე ხელი. თუმცა უბრალო მოკვდავებსაც აქვთ შანსი შეიტანონ ბუნება და ფიცრული იატაკის ხიბლი საკუთარ სახლებსა თუ ოფისებში. ამისთვის ერთზოლიანი სამშრიანი პარკეტის შეძენა და დაგება დაგჭირდებათ. ეს პარკეტი ფიცრული პარკეტის ღირსეულ ალტერნატივას წარმოადგენს

fabia4

როგორც სახელი გვამცნობს სამშრიანი პარკეტი ერთმანეთთან შეწებებული ფენებით იქმნება. ზედა ფენა ძვირადღირებული ჯიშის ხისგან მზადდება, მისი სისქე ძირითადად 3 დან 4 მილიმეტრამდეა, ხოლო შუა და ქვედა ფენა ნაკლებად ძვირფასი ხის მასალაა.

სამშრიან პარკეტს რამოდენიმე სათვალავში მისაღები უპირატესობაც აქვთ. განვიხილოთ ისინი:

  • ნაკლებად იკუმშება და ფართოვდება, ვიდრე მასიური ფიცარი და თითქმის არ იკეთებს ღარებს. (შრეები საპირისპირო მიმართულებით არის შეწებებული და შეკუმშვა-გაფართოებისას მათში არსებული ძალები ერთმანეთს აბალანსებს.)

 

  • სამშრიან პარკეტს გააჩნია სპეციალური ჩამკეტი სისტემა, რის საშუალებითაც შესაძლებელია მისი წებოს გარეშე დაგება. ეს ხარჯებს ამცირებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მეთოდით დაგებული სამშრიანი პარკეტი უფრო ხმაურიანია სიარულის დროს, ვიდრე დაწებებული.

 

  • სამშრიანის დაგება შეიძლება იატაკის გათბობაზე. ამ შემთხვევაში სამშრიან პარკეტს მშრალად ვერ დავაგებთ. თბოგატარობის ასამაღლებლად პარკეტი უნდა დაწებდეს სპეციალური წებოთი.

 

  • ქარხნულად არის დაზეთილი ან დალაქული და დაგების შემდეგ უკვე ექსპლოატირებადია. ანუ მას არ სჭირდება დამატებით ციკლოვკა და დალაქვა ან დაზეთვა. ამით დიდი დრო და ფინანსური რესურსი იზოგება.

 

  • ერთზოლიანს აქვს ფიცრის ვიზუალი

 

დაათვალიერე ან გადმოწერე ავსტრიავუდის ბიუჯეტური ხაზის Patina Plank სამშრიანი პარკეტის კატალოგი. ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით ევროში.

რამდენი სახეობის სამშრიანი პარკეტი არსებობს?

არსებობს ერთზოლიანი და მრავალზოლიანი (გემბანური) სამშრიანი პარკეტი.

  • ერთზოლიანი სამშრიანი პარკეტი განსაკუთრებით ეფექტურია და დაგების შემდეგ ვიზუალურად არაფრით განსხვავდება მასიური ფიცრული იატაკისგან. სიგრძე 2 მეტრის დიაპაზონში მერყეობს. ყოველი ფიცარი ცალკე ხასიათია. ეფექტი მძაფრდება, თუ პარკეტს დამატებითი ზედაპირული დამუშავება აქვს გაკეთებული. იგულისხმება ბრაშირება, 3 D მოხვეწა და ფასკები. ჩვენი მუხა ფაბია სწორედ ასეთია.

მუხის სამშრიანი პარკეტი  (ერთზოლიანი) ფაბია ავსტრიავუდისგან 

fabiabtf79KBixpsAm

  • მრავალზოლიანი სამშრიანი პარკეტი იმ დოზით სახისათო არ არის, როგორც ერთზოლიანი სამშრიანი პარკეტი, თუმცა მნიშვნელოვნად დაბალი ფასი აქვს. ის მცირე ზომის ნაჭრების შეწებებით მზადდება და ვიზუალურად გემბანური (პალუბნი) წყობით დაგებულ კლასიკურ პარკეტს ჰგავს.

ორშრიანი

მრავალშრიანი პარკეტის მეორე ნაირსახეობაა. ის არა სამი, არამედ ორი ერთმანეთში შეწებებული შრისგან შედგება. სამშრიანისგან განსხვავებით მისი მშრალად დაგება არ შეიძლება და აუცილებლად წებოზე უნდა დაისვას.

მოზაიკური

დასავლეთ ევროპაში ყველაზე გავრცელებული პარკეტის სახეობაა, რასაც პირველ რიგში მისი დაბალი ფასი და მრავალჯერადი განახლების შესაძლებლობა განაპირობებს. ის მცირე ზომის ჯოხებისგან იკვრება. ამ ჯოხების სისქე 8 მილიმეტრია, სიგრძე 12დან 16 სანტიმეტრამდე. ჯოხები ქარხნულად სხვადასხვა წყობების მიხედვით, დაფების სახით იკვრება და ბადეზე ეწებება.

მოზაიკური პარკეტის გავრცელებული წყობებია: ჭადრაკული, პარალელური, გემბანური, იოლკა, ძველგერმანული.

mopa-320-x-640mm-je-nach-Muster

მცირე სისქის მიუხედავად ამ პარკეტს აქვს დიდი რესურსი, რადგან არ აქვს ქიმები და ღარები. მთელი სისქე მუშა სისქეა. შედარებისთვის კლასიკური პარკეტის მუშა სისქე (ფენის სისქე, რომელსაც შეიძლება გაუკეთდეს ციკლოვკა) 5-6 მილიმეტრია. ამ პარკეტის დაგება განსაკუთრებით ეფექტურია პატარა ფართის ოთახებში, რადგან ვიზუალური სივცითი გადიდების ეფექტი იქმნება.

კლასიკური

ამ სახეობას დიდი წარდგენა არ სჭირდება. მისი პლიუსი მდგრადობასთან ერთად ის არის, რომ მისგან სხვადასხვა სტილის და გემოვნების იატაკი შეიძლება აიწყოს, გემბანურით (პალუბნით) დაწყებული, ფრანგული ან უნგრული თევზის ძვლით (იოლკით) გაგრძელებული და ჭადრაკულით დამთავრებული.

საბჭოთა პერიოდში ქვეყანა იაფი ხის მასალის ნაკლებობას არ განიცდიდა და კლასიკური პარკეტი ძალიან ხშირად გვხვდება საბჭოთა დროს აშენებულ კორპუსებში. მათ შორის მრავლად იყო მუხის და წიფლის პარკეტი.

 parkett-klassisch

თუ უკვე გაქვთ პარკეტი ან ხის იატაკი გაუფრთხილდით მას. სანამ ლამინატს შეიძენთ, დაფიქრდით, ხომ არ აჯობებს პარკეტი დააგოთ, მით უმეტეს, რომ ბაზარზე პარკეტის შედარებით ბიუჯეტური სახეობებიც მოიპოვება. მაგალითად მუხის სამშრიანი პარკეტი აიხე ფაბია.

 

პარკეტის სახლი ონლაინ - გლიმტრექს საქართველო

 

ხის საღებავს ეძებ? ნახე რას გთავაზობთ ჩვენ. ხის საღებავი. ჩვენთან ასევე შესაძლებელია შეიძინოთ რკინის კარები.

თქვენ დაათვალიერეთ