პარკეტი

  ლაქი და ზეთი

  ციკლოვკა

  599 695964

ამ ფილტრით არაფერი მოიძებნა
მუხის ხის მაგიდა
მუხის ხის მაგიდა
მაგიდები მზადდება ინდივიდუალური შეკვეთით.
2.500,00 GEL *
კაკლის ხის მაგიდა
კაკლის ხის მაგიდა
მზადდება ინდივიდუალური შეკვეთით
2.500,00 GEL *
მუხის ხის მაგიდა 1
მუხის ხის მაგიდა 1
მაგიდები მზადდება ინდივიდუალური შეკვეთით.
2.500,00 GEL *
მუხის ხის მაგიდა 2
მუხის ხის მაგიდა 2
მაგიდები მზადდება ინდივიდუალური შეკვეთით.
2.500,00 GEL *

მაგიდა - ტიპები და ფუნქციური დატვირთვა

მაგიდები არსებობს სხვადასხვა ფორმისა და ზომის, ასევე მრავალი განსხვავებული გამოყენებისთვის. მოკლედ მიმოვიხილოთ ისინი 

კომპიუტერის მაგიდა

ტრანსფორმერი მაგიდა

საწერი მაგიდა

ტელევიზორის მაგიდა

მერხი

მაგიდა ტუმბო

სეკრეტერი

კოსმეტიკური მაგიდა

სასადილო მაგიდა

ბარის მაგიდა

სამზარეულოს მაგიდა

საპიკნიკე მაგიდა

გასაშლელი მაგიდა

დამხმარე მაგიდა

 

კომპიუტერის მაგიდა

 სამუშაო მაგიდას ოფისსა თუ სახლში მოეთხოვება იყოს ფუნქციონალური და პრაქტიკული, ქონდეს საკმარისი ადგილი კომპიუტერისთვის ან ლეპტოპისთვის, ასევე კლავიატურისა და დოკუმენტებისთვის. საჭიროების შემთხვევაში მან უნდა შეძლოს პრინტერის და სხვა საოფისე მოწყობილებების დატევაც.

კომპიუტერის მაგიდას შეიძლება ჰქონდეს უჯრები, სადაც შეგვიძლია შევინახოთ ქაღალდები და სხვადასხვა საკანცელარიო ნივთები.

ზოგიერთ მოდელს გამოყოფილი აქვს სტაციონარული კომპიუტერის სადგამი და კლავიარუტის დაფა, რომელიც მაგიდის სიღრმეში შედის და გამოდის.

კომპიუტერის მაგიდის ცალკე სახეობაა თანამედროვე მინიმალისტური დიზაინის კოვორკინგ მაგიდა, რომელიც შეიძლება შეიძინოთ ჩვენთან. მაგიდას აქვს მობილურის და პლანშეტის სადგამი ღარები და კაუჭი ჩანთის დასაკიდებლად.

magida-coworkingHTjmOiQpumHEQ

მაგიდის გამოყენება შეიძლება  სამუშაო სივრცეებში, კაბინეტებში, ბიბლიოთეკებში, აუდიტორიებში და ა.შ.

მაგიდა დამზადებულია უმაღლესი ხარისხის არყის ხის ფანერისგან და დამუშავებულია პრემიუმ ხაზის გერმანული ზეთით.

მაგიდას აქვს იტალიური წარმოების ორიგინალი Playwood მაერთები.

მასზე შეიძლება დავდგათ ლეპტოპის მაგიდა.

საწერი მაგიდა დირექტორისთვის

დირექტორის მაგიდა ცალკე განზომილებაა.

ეს მაგიდა ხშირად გამოიყენება შეხვედრებისთვის, იქნება ეს თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან თუ ბიზნეს პარტნიორებთან. სწორედ ამ მაგიდის ირგვლივ წყდება ბევრი მნიშვლელოვანი საკითხი, მაგალითად ცვლილებები კომპანიაში, ინვესტიციები, ისახება სამომავლო მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა.

ანუ მაგიდას თავისი წვლილი შეაქვს კომპანიის განვითარებაში.

მაშ რა მოეთხოვება საწერ მაგიდას?

ის ყოველდღიური სამუშაოს შესასრულებლად მაქსიმალურად პრაქტიკული და კომფორტული უნდა იყოს. მან უნდა შექმნას ერთი მხრივ სასიამოვნო და მშვიდი ატმოსფერო და მეორეს მხრივ გადასცეს სივრცეს სერიოზულობის ნოტა. სხვანაირად აბა როგორ, ეს ხომ შეფის მაგიდაა?!!

თანამედროვე შეფებს, ვინც ვერტიკალურ მართვის სტილზე უარს ამბობებ ვთავაზობთ ჩვენს ქოვორქინგ მაგიდას.

მერხი

ბავშვებისთვის სასურველია შეიძინოთ ერგონომიული დიზაინის საბავშვო მერხები. სასურველია მერხს ჰქონდეს სიმაღლის რეგულირება, რათა ბავშვის ზრდასთან ერთად მოხდეს მაგიდის სიმაღლის რეგულირება.

merxi

მერხებთან ერთად მნიშვნელოვანია ბავშვებს შევურჩიოთ შესაფერისი სკამი.

მერხები ჩვეულებრივ მართკუთხა ფორმისაა. არსებობს ხის ან ლითონისგან დამზადებული მოდელები ან მათი კომბინაციები.

სეკრეტერი

სეკრეტერი არის მაგიდის სპეციალური ფორმა, რომელიც კარადის და მაგიდის ერთგვარ სიმბიოზს წარმოადგენს.

კლასიკური ფორმით, მაგიდის ზედაპირი მაღლა იკეცება და ავსებს კარადის წინა მხარეს. არაკლასიკური ფორმის სეკრეტერებს მაგიდის აკეცვის ფუნქცია არ აქვს.

sekreter

აკეცვით იზოგება ადგილი და ყველაფერი გაცილებით მოწესრიგებული ჩანს, რადგან ქაღალდი, კალმები და სხვა საოფისე მასალები ერთი მარტივი მოძრაობით ქრება თვალთახედვიდან.

სასადილო მაგიდა

სასადილო მაგიდა ოჯახის მიზიდულობის ცენტრია: მის ირგვლის იკრიბებიან ოჯახის წევრები, თავს იყრის სადაქალ-ძმაკაც-ნათესაო გემრიელი ან უგემური საუზმის, სადილის, ვახშმისა და სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებისთვის.  შენ დაუკარ.

sasadilo-magida-kvavilebit

რაც მეტია ადამიანების რაოდენობა, მით უფრო დიდი უნდა იყოს მაგიდა, რათა არავინ დარჩეს გულნატკენი ადგილის არყოფნის გამო. მრავალრიცხოვანი სტუმრიანობისთვის განსაკუთრებით პრაქტიკულია გასაშლელი სასადილო მაგიდები

კიდევ რა მოეთხოვება სასადილო მაგიდას?

სტილი. ლამაზ მაგიდაზე დაგემოვნებული საკვები უფრო გერმრიელია.

ბევრი სასადილო მაგიდა მართკუთხაა, მაგრამ ასევე შეგიძლიათ შეხვდეთ მრგვალ ან კვადრატულ ფორმას. განსაკუთრებით პოპულარულია მასიური ხისგან დამზადებული მაგიდები, თუმცა სასადილო მაგიდები ხელმისაწვდომია სხვა მასალებშიც.

სამზარეულოს მაგიდა და სკამები

ბევრ შემთხვევაში სასადილო მაგიდა და სამზარეულოს მაგიდა განსხვავებულია. დიდ სახლებში სასადილო მაგიდა ძირითადად ზალაში დგას, სამზარეულოს მაგიდის ადგილი კი ყოველთვის სამზარეულოშია.

samzareulos-magida

მასზე შეიძლება მოიზილოს ცომი, გაბრტყელდეს და დაიყველოს ხაჭაპური, მოიხვიოს ხინკალი. სამზარეულოს მაგიდა დიასახლისის კარგი მეგობარია.

გასაშლელი მაგიდა

ერთი მნიშვნელოვანი ფუქცია, რაც მაგიდისთვის პლიუსია არის გაშლის ფუნქცია. გასაშლელი სასადილო მაგიდები არსებობს სხვადასხვა მექანიზმით.

ერთ ვარიანტში დამატებითი დაფები ჩამალულია მაგიდის შუა ნაწილში, ზემოთ ამოდის და გრძელდება მაგიდის შუატანი. სხვა მოდელებში დაგრძელება ხდება გვერდებიდან.

ჟურნალის ან ყავის მაგიდა

ჟურნალების მაგიდა განთავსებულია დივნის, ან დასაჯდომი კომპლექსის წინ. ის როგორც წესი უფრო დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივი მაგიდა. მასზე შეგვიძლია მოვათავსოთ თეფში თუ ყავის ფინჯანი, ტელევიზორის პულტი თუ ჟურნალი ან წიგნი. ზოგიერთ მოდელს აქვს დამატებითი თარო მაგიდის ქვეშ.

jurnalis-magida

ყავის მაგიდების უმეტესობა მართკუთხა ან კვადრატულია. მცირე გაბარიტების გამო ადვილად შეიძლება ორგანულად შეერწყას ინტერიერს. ასევე არსებობს მრგვალი ან ოვალური ვერსიები. 

ტრანსფორმერი მაგიდა

მაგიდა ტრანფორმერი ჟურნალების მაგიდის და სასადილო მაგიდის კომბინაციაა. კონსტრუქცია ისეა ჩაფიქრებული, რომ მაგიდამ ფორმა და სიმაღლე შეიცვალოს. ამ ფუნციით დაბალი და ჩია ჟურნალის მაგიდა ამაყ და მხარგაშლილ მაგიდად ტრანსფორმირდება. აქედან გამომდინარეობს სახელი:  მაგიდა ტრანსფორმერი

ამ მაგიდის გამოყენება განსაკუთრებით მიზანშეწონილია პატარა ბინებში, რათა მაქსიმალირად დაიზოგოს ადგილი.

ტელევიზორის მაგიდა

ტელევიზორის კედელზე დაკიდება ბოლო დროს ტრენდული მიმართულება გახდა, თუმცა კარგად შერჩეულ ტელევიზორის მაგიდას აქვს ბევრი უპირატესობა.

·        არ გვჭირდება მყარი კედლები მძიმე ტელევიზორის დასაკიდებლად.

·        კედლები არ საჭიროებს დაზიანება/დახვრეტას

·        არ გვჭირდება სამაგრი კონსტრუქცია, რომელიც ხშირშემთხვებაში ძვირია.

·        მაგიდას ხშირად აქვს სათავსოები.

·        კაბელები შეგვიძლია დავმალოთ მარტივად.

·        შესაძლებელია ხედვის კუთხის რეგულაცია ტელევიზორის გადაადგილებით

რა სიმაღლის უნდა იყოს ტელევიზორის მაგიდა?

ტელევიზორის მაგიდა საკმარისად მაღალი უნდა იყოს, რომ კომფორტულად უყუროთ ტელევიზორს დივანზე წოლისას ან ჯდომისას. ანუ ტელევიზორის მაგიდის სიმაღლე დამოკიდებულია დივნის სიმაღლეზე.

სტილის შეჩევისას უნდა ვენდოთ პირად გემოვნებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ტელევიზორის მაგიდა უნდა შეესაბამებოდეს ოთახის დიზაინერულ ხაზს. ტელევიზორის მაგიდა შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა მასალისგან. განსაკუთრებით პოპულარულია მასიური ხისგან დამზადებული ტელევიზორის მაგიდა.

მაგიდა-ტუმბო

ტუმბოები განთავსებულია საწოლის გვერდით, დიდი საწოლების შემთხვევაში ორივე მხარეს. მათზე შეგვიძლია დავდგათ მაღვიძარა, ჩამოვდოთ მობილური, ღამის მაგიდის სანათი და წიგნი. როგორც წესი ტუმბოს აქვს უჯრები, რომლებშიც შეგვიძლია შევინახოთ სხვადასხვა მცირე მოცულობის ნივთი ან მედიკამენტები.  ტუმბოები მაქსიმუმ 50 სანტიმეტრის სიმაღლეა, რათა ადვილად მივწვდეთ მწოლიარე მდგომარეობიდან.

ტუმბო შესაძლებელია დამზადებული იყოს მრავალი მასალისგან და უნდა შეესაბამებოდეს საძინებლის დანარჩენ დეკორაციას.

ბარის მაგიდა „ბისტრო“

ეს სტანდარტულზე მაღალი მაგიდაა. შეიძლება დავდგათ ტერასაზე წვეულების დროს, ასევე ოთახებში შეზღუდული სივრცით.

ბარის მაგიდის მთავარი განმასხვავებელი არის მისი სიმაღლე, რომელიც იმაზე გათვლილი, რომ კომფორტულად მივირთვათ კერძები მდგომიარედ ან ჩამოდავდოთ სასმელი. ზოგიერთი ვარიანტის შეიძლება დაემატოს სკამი, რომელსაც სათანადო სიმაღლე უნდა ჰქონდეს.

ბარის მაგიდები ხშირად მრგვალია, მაგრამ ასევე ხელმისაწვდომია კვადრატული ვერსიები. მასალებზე შეზღუდვები არ არის, თუმცა თუ გვაქვს ხის ბარის მაგიდა და გვსურს მისი გარეთ გამოყენება, ის დამუშავებული უნდა იყოს სათანადო ხის იმპრეგნირების საშუალებით. ხის ლაზურით ან ზეთით.

კოსმეტიკური მაგიდა

იგივე მაკიაჟის მაგიდა იდგმება როგორც წესი საძინებელში ან დიდ აბაზანაში და მასთან ლამაზი სქესის წარმომადგენლები ატარებენ დიდ დროს. ეს მაგიდა ჩვეულებრივ უფრო ვიწროა, ვიდრე სტანდარტული მაგიდები, მაგრამ უჯრების წყალობით საკმარის ადგილს სთავაზობენ ყველა იმ აქსესუარს, რომელიც მანდილოსნებს სჭირდებათ ყოველდღიური კოსმეტიკური რუტინისთვის. ბევრ მოდელს გააჩნია ინტეგრირებული სარკე და შესაბამისი სკამი.

კოსმეტიკური მაგიდები ჩვეულებრივ მართკუთხა ან კვადრატული ფორმისაა. ისინი შეიძლება დამზადდეს ხისგან, ლამინატისგან, მდფ-ისგან ან ლითონისგან.

საპიკნიკე მაგიდა

მცირე ზომის მაგიდები, რომლებიც ადვილად ტრანსპორტირებადია და ჩემოდნის ფორმა აქვს. ჩემოდანის გარე კარკასის ადვილად იშლება და მაგიდის დანიშნულებით გამოიყენება, ხოლო მასში მოთავსებულია 4 ცალი სკამი მარტივად იშლება და მშვენივრად ასრულებს თავის ფუნქციას.

chemodani1-remove

ჩემოდანი ადვილად თავსდება ავტომობილის სალონში ან საბარგულში სამწვადის და შამფურების გვერდით. ის არ იკავებს დიდ ადგილს და აქვს სახელური გადასატანად.

დამხმარე მაგიდა

დამხმარე მაგიდა არის პატარა მაგიდა, რომელიც შეგიძლიათ მოათავსოთ სახლის ნებისმიერ ადგილას. განსაკუთრებით ხშირია შემოსასვლელში ან დერეფანში, სადაც ითავსებს ტელეფონის, გასაღებების ან სათვალეების თაროს ფუნქციას. მას შეიძლება შევხვდეთ ასევე მისაღებ ოთახში დივანების გვერდით. მასზე მაგიდის სანათები ან მცენარეები შეიძლება განთავსდეს.

damatebiti-magidauxu5eHpEjrIZ5

დამხმარე მაგიდები შეიძლება იყოს მრგვალი ან კვადრატული და დამზადდეს სხვადასხვა მასალისგან.

როგორ დავამზადოთ მაგიდა საკუთარი ხელით?

მაგიდის მთავარი კომპონენტი არის მაგიდის ზედაპირი, რომლის შეძენაც შეიძლება ცალკე. ასევე შესაძლებელია ცალკე შევიძინოთ ან დავამზადოთ სხვადასხვა ფორმისა და ზომის მაგიდის სადგამი კონსტრუქციები.

თქვენ დაათვალიერეთ