პარკეტი

  ლაქი და ზეთი

  ციკლოვკა

  599 695964

პარკეტისთვის ხომ არ მიგვეხედა?

ჯერ ტყეში დგას, ხარბად ითვისებს სუფთა ჰაერიდან ჟანგბადს, ისმენს ჩიტების ჟღურტულსა და ციყვების კამათს. ხან - აწვიმს, ხანაც - ათოვს, თუმცა მაინც ძალიან ბედნიერია, ტყე ხომ მყუდრო სახლი და შინაური გარემოა მისთვის; „შინ“ კი - ყოველთვის მშვიდად და დაცულად გრძნობ თავს.


თუმცა, ახლა უკვე მოგონებებად იქცა ეს ყველაფერი, ახლა სხვის მყუდრო ბინას ამშვენებს - თავისას უკვე დიდი ხანია მოსწყვიტეს, ხის ნაცვლად პარკეტი ჰქვია, აღარც აწვიმს და აღარც ათოვს. უკვე შეეგუა, მზის სხივის მაგივრად ნათურიდან წამოსული სვეტი რომ დაჰნათის, დალაგებისას ცოცხის გვერდებში ღიტინსაც ითმენს ხმისამოუღებლად. თანდათან ახალი ოჯახის წევრებსაც მიეჩვია.


მათ გაუთავებელ ნაბიჯებს, ავეჯის გადაადგილებას, ფარდაგის მტვერს. ბედმა ერთოთახიან ბინაში ცხოვრება არგუნა. თითქოს ამაში განსაკუთრებული არაფერია, თუმცა სინამდვილეში ასეთი ბინის პარკეტი უფრო დატვირთულია ცხოვრებისეული მოვლენების შეგრძნებებით - ყველაფერი ამ ერთ ოთახში ხდება: წვეულება, კამათი, ღამით ოჯახის ახალი წევრის ატირება, ჩვილის ხოხვა თუ პირველი ნაბიჯები და წაქცევა. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ეგრეთ წოდებული პარკეტი თანდათან გაცვდა და უკვე ალაგ-ალაგ თუ ეტყობა წლების წინ თხელ ფენად გადასმული ლაქი, უწინდებურად აღარ ლაპლაპებს და აღარც ბზინავს გამოპრანჭული პატარძალივით. სევდა შემოეპარა, სურს, რომ ისევ კარგად გამოიყურებოდეს, თვალს უხარებდეს ახალი ოჯახის წევრებს, რომელთა ყოველდღიური ცხოვრების დინებაც უკვე გაითავისა და საკუთრად მიაჩნია, მათი ყველა საიდუმლო იცის, ყველა ხმამაღლა წარმოთქმული აზრი თუ ოცნება. თუმცა თავად ვერაფერს ამბობს და მოუთმენლად ელოდება, როდის მიხვდებიან მის წუხილს და როდის გაიგონებს ნანატრ ფრაზას:

„პარკეტისთვის ხომ არ მიგვეხედა?“

გთხოვთ შეიყვანოთ სიმბოლოების კომბინაცია ველში

* მონიშნული ველების შევსება აუცილებელია. მადლობა რომ გვსტუმრობთ

დაკავშირებული პროდუქტი
ფაბია
რუსტიკი
14/3 x 190 x 1900 მმ
ბრაშირება
რელიეფური
გირჩევთ