პარკეტი

  ლაქი და ზეთი

  ციკლოვკა

  599 695964

ხის საღებავი, ხის ლაზური და ტერასის ზეთი

გერმანული წარმოების ტერასის ზეთი, ხის ლაზური და საღებავი

გერმანული წარმოების ტერასის ზეთი, ხის ლაზური და საღებავი სრულად »
დახურვა
ხის საღებავი, ხის ლაზური და ტერასის ზეთი

გერმანული წარმოების ტერასის ზეთი, ხის ლაზური და საღებავი

ამ ფილტრით არაფერი მოიძებნა
ხის ლაზური სინუსი 5ლ.
ხის ლაზური სინუსი 5ლ.
ბიუჯეტური ხის ლაზური. ეკოლოგიური კლასი - ლურჯი ანგელოზი. 5ლ. აკეთებს 30 კვადრატს 2 ფენად წყალგაუმტარი ანტისეპტიკური საშუალება გარე და შიდა გამოყენებისთვის. ინარჩუნებს მასალის ფაქტურას, იცავს ხეს გარემო პირობების ზემოქმედებისგან. მყარად...
50,00 GEL *
ხის ფასადის საღებავი გელი 5ლ.
ხის ფასადის საღებავი გელი 5ლ.
ბიუჯეტური ხის ფასადის საღებავი. 5ლ. აკეთებს 30 კვადრატს 2 ფენად წყალგაუმტარი ანტისეპტიკური საშუალება გარე და შიდა გამოყენებისთვის. ინარჩუნებს მასალის ფაქტურას, იცავს ხეს გარემო პირობების ზემოქმედებისგან. მყარად ეჭიდება ხეს. დროთა...
55,00 GEL *
ტერასის ზეთი 2,5ლ.
ტერასის ზეთი 2,5ლ.
გარე გამოყენების ზეთი კეთილშობილი ბუნებრივი ზეთოვანი კომპონენტების და პიგმენტების წყალობით უზრუნველყოფს ხის გრძელვადიან დაცვას ექსტრემალური კლიმატური პირობებშიც კი, როგორიცაა ძლიერი წვიმა, მაღალი ტენიანობა, ყინვა და მცხუნვარე მზის...
230,00 GEL *
ხის დამცავი ლაზური 2,5ლ.
ხის დამცავი ლაზური 2,5ლ.
წყალგაუმტარი ანტისეპტიკური საშუალება გარე და შიდა გამოყენებისთვის. ინარჩუნებს მასალის ფაქტურას, იცავს ხეს გარემო პირობების ზემოქმედებისგან. ხელს უშლის სოკოს, ხავსის და მავნე მწერების გაჩენას მყარად ეჭიდება ხეს. დროთა განმავლობაში არ...
200,00 GEL *
ხის გარე საღებავი სრული დაფარვით 2,5ლ.
ხის გარე საღებავი სრული დაფარვით 2,5ლ.
წყალგაუმტარი ანტისეპტიკური საშუალება გარე და შიდა გამოყენებისთვის. სრულად ფარავს მასალას., იცავს ხეს გარემო პირობების ზემოქმედებისგან. ხელს უშლის სოკოს, ხავსის და მავნე მწერების გაჩენას მყარად ეჭიდება ხეს. დროთა განმავლობაში არ იბზარება...
200,00 GEL *

ხის საღებავი, ხის ლაზური, ხის ზეთი და ლაქი

 

ღია ცის ქვეშ მოთავსებული ხის მასალა - ტერასა, ხის გარე ავეჯი თუ ფასადი განიცდის გარემო პირობებისგან აგრესიულ ზემოქმედებას.

ტემპერატურული რყევების, ტენიანობის, წვიმისა თუ თოვლის, ქარისა თუ მზის მცხუნვარე სხივების ზემოქმედებით ხე იფიტება და ნადგურდება.

gafuchebuli-xe
 დროის კვალი ხეზე ღია ცის ქვეშ

 

არც ჭიები და ხოჭოები არიან ხის მასალის მიმართ ლმობიერები. ათასი რჯულის პარაზიტი ხრავს ხის ზედაპირს. არიან ისეთებიც, ვისაც სახალხო რესპუბლიკის მუშებივით სიღრმეებში გაყავთ რიკოთის გვირაბები.

xis-mavnebeli
 Made by  ხის ჭია

 

საფრთხეები დიდია. შესაბამისად ხეს სჭირდება ადექვატური დაცვა. მაგრამ როგორ?

კარგი იქნებოდა არსებობდეს უნივერსალური პროდუქტი, რომელიც ხის მასალას ღია ცის ქვეშ საუკუნეები დაიცავდა.

წაუსვი და იბატონეს პრინციპით. ხეც შენარჩუნდება და შენც მოგაკლდება შრომა-სადარდებელი და შენს შთამომავლობასაც.

სამწუხაროდ არ გვაქვს ბუნებაში მსგავსი რამ.

აი რაც გვაქვს, კლასიფიცირდება შემდეგ კატეგორიებში:

 

ხის საღებავი სრული დაფარვით

ხის ლაზური 

ტერასის ზეთი  

ხის ლაქი

 

აქედან რომელი პროდუქტი ერგება კონკრეტულად ჩვენს საჭიროებებს? ამაზე ქვევით..

პირველ რიგში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ გარეთ არსებული ხის მასალის დასაცავად გვჭირდება გარე გამოყენების  პროდუქტი. მართალია შიდა დანიშნულების პროდუქტებიც რაღაც დოზით იცავენ ხის მასალას, თუმცა არ არიან გათვლილი იმაზე, რომ გაუმკლავდნენ ბუნების დამანგრეველ ძალას.

გარე გამოყენების პროდუქტი ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება შიგნითაც მოვიხმაროთ, მაგრამ არა პირიქით.

მივადგეთ თითოეულ კატეგორიას:

ხის საღებავი

არის შედარებით ბლანტი კონსისტენციის მასალა.

მთავარი მახასიათებელი არის, რომ საღებავით ხე სრულად იფარება. ის ხის წიაღში შეღწევის გარეშე, ზედაპირულად ეჭიდება ზედაპირს და ახდენს მის ვიზუალურ და ჰერმეტულ იზოლაციას გარემოსგან.

sagebavi1MyDmtO5xExEB
ხის საღებავის ფერთა პალიტრა მდიდარია

მინუსები

  • ხე კარგავს ბუნებრივ ვიზუალს. ის უკვე აღარ ჰგავს საკუთარ თავს.
  • საღებავის დაზიანების შემთხვევაში წვიმის წყალს გზა ეხსნება ხისკენ და აზიანებს მას.
  • მზისა და წვიმის ზემოქმედებით იფცქვნება და ტყდება.
sagebaviZhv2Cnn1s9h83
 დამსკდარი ხის საღებავი

პლიუსები:

  • თუ საღებავი დაუზიანებელია წვიმა ვერ აღწევს ხეში, ხე არ სველდება და კარგად ინახება.
  • მზის ულტრაიისფერი სხივები ვერ ახერხებენ ხესთან კონტაქტს და მის გახუნებას.
  • ხანგრძლივად იცავს ხეს
  • აქვს ფერების მრავალფეროვანი არჩევანი. პრინციპში შესაძლებელია ნებისმიერი ფერი.

ხის ლაზური

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხის დაცვის საშუალებაა. საღებავისგან განსხვავებით ლაზური შეიძლებ იყოს უფერული ანუ სრულად გამჭვირვალე და - ნახევრად გამჭვირვალე -პიგმენტირებული. გამჭვირვალობის გამო ხის ბუნებრივი ხაზოვანება და ვიზუალი ნარჩუნდება.

lazuri
 ბიუჯეტური გერმანული ხის ლაზური - ბურტექსი

 

საღებავთან შედარებით ლაზური უფრო თხელია და დატანისას ნაწილობრივ შედის ხეში. ამის გამო იცავს ხეს არა მხოლოდ ზედაპირიდან არამედ შინგინდანაც.

 

ლაზურის გამძლეობა ისეთი კარგი არ არის, როგორც კარგი ხის საღებავის შემთხვევაში. თუ კარგი საღებავის განახლების დრო საშუალოდ 5-10 წელია, ლაზური 2-3 წელიწადში უნდა განახლდეს.

ფერების არჩევანი ძირითადად შემოიფარგლება ხის ბუნებრივი ფერებით, სახელებიც ხის ჯიშების მიხედვით აქვს როგორც წესი მინიჭებული.

კაკალი, მუხა, წიფელი, ფიჭვი, ლარიქსი, ებონის ხე და ა.შ.

 

პლიუსები

 

  • ხე ინარჩუნებს ბუნებრივ ხაზოვანებას და ვიზუალურად ერთი შეხედვით ჩანს რომ ხეს ვუყურებთ  და არა სხვა რამე მასალას.
  • იცავს ხის მასალას შიგნიდანაც
  • არ ტყდება და არ იქერცლება.

 

მინუსები:

  • საღებავთან შედარებით უფრო მალე სჭირდება განახლება

 

ხის ზეთი

ხის ზეთი ლაზურზე უფრო თხელი კონსისტენციის მასალაა. ეს ნიშნავს რომ ზეთი კიდევ უფრო ღრმად შედის ხეში და ჟღინთავს მას. ამის გამო აქვს დიდი ხარჯი.

ხის ზეთის გამოყენება ხდება ძირითადად ხის ტერასების დასამუშავებლად.

aussen-l

არის ფერადი და უფერული ვარიანტი. უფერული ტერასის ზეთი ვერ იცავს ხელს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.

ეს იმას ნიშნავს, რომ უფერული ზეთით დამუშავების შემთხვევაში ხე  დაცულია ლპობისგან მაგრამ მზის სხივების ზემოქმედებით ხუნდება.

terasis-zeti-uferuli

გახუნების კვალი  ლარიქსის ტერასის ფიცარზე. 

რეკომენდირებულიაფერადი ტერასის ზეთის წასმა

 

თუ გახუნებული ხის ვიზუალი არ მოგვწონს ტერასა პიგმენტირებული, ფერადი ტერასის ზეთით უნდა დავამუშავოთ.

ლაქი

ლაქის გამოყენება გარე პირობებში არ არის გამართლებული. ის მალე ტყდება და იქერცლება.

laqi-gareT
აქერცლილი ლაქი კახეთში
თქვენ დაათვალიერეთ