პარკეტი

  ლაქი და ზეთი

  ციკლოვკა

  599 695964

პარკეტის წებო

ამ სორტირებით არაფერი მოიძებნა
პარკეტის წებო 2 კომპონენტიანი 10 კგ.
პარკეტის წებო 2 კომპონენტიანი 10 კგ.
გამოიყებენა პარკეტის დასაწებებლად ნებისმიერი სახის ზედაპირზე, მათ შორის მარმარილოზე და კერამიკაზე. უსუნოა და აქვს ექსტრემალურად მყარი მოჭიდება ზედაპირებთან. ზომიერად ელასტიურია.
200,00 GEL *
პარკეტის წებო ელასტიური 15 კგ.
პარკეტის წებო ელასტიური 15 კგ.
გამოიყენება როგორც მასიურ, ასევე სამშრიან და ორშრიან პარკეტზე. აქვს ძლიერი მოჭიდება და ელასტიურია. დაყვება პარკეტს სუნთქვის დროს. არ შეიცავს წყალს. უსუნოა სწრაფად არ მაგრდება და იძლევა პარკეტის კომფორტულად დაგების საშუალებას შეფუთვაშია...
320,00 GEL *

პარკეტის დაგება მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამის ერთ ერთი მიზეზი (პარკეტის და ხელოსნის მომსახურების მაღალ ფასთან ერთად) პარკეტის წებოა. მისი წილი საერთო ღირებულებაში საკმაოდ მაღალია.

იმისათვის, რომ პარკეტი არ მოირყეს და ამოიყაროს საჭიროა ხარისხიანი პარკეტის წებოს გამოყენება.

 

დარგის მოწინავე კომპანიები ევროპაში რამოდენიმე სახეობის წებოს აწარმოებენ. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია 2 სახეობის პარკეტის წებო

  1. 2K PU, სადაც 2K - 2 კომპონენტს და PU პოლიურეთანს ნიშნავს
  2. MS პოლიმერული, სილანით მოდიფიცირებული წებო. სხვა გავრცელებული სახელია ელასტიური ან რეზინის წებო

განვიხილოთ თითოეული მათგანი

 

2K PU პარკეტის წებო

ორი კომპონენტისგან შედგება. უშუალო გამოყენებამდე ორივე კომპონენტის შერევაა საჭირო. ამ წებოს მოჭიდება სხვა წებოებთან შედარებით  მაღალია.

პოლიურეთანის ორკომპონენტიანი წებოს ერთი მინუსი აქვს. ის მოკლე დროში მაგრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ პარკეტის დაგება სწრაფად უნდა მოხდეს და მასალის ის რაოდენობა უნდა შეზავდეს, რომლის დაგებაც მოსწრებადია. თუ დაგება დაგვიანდა წებო მაგრდება და გამოუსადეგარი ხდება. შესაბამისად ამ წებოსთან მუშაობა პროფესიონალიზმს მოითხოვს მხოლოდ გამოცდილ ხელოსნებს შეუძლიათ.

 

MS პოლიმერული წებო ელასტიური წებოა

რას ნიშნავს წებოს ელასტიურობა და რა საჭიროა წებო იყოს ელასტიური?

პარკეტი გარემო პირობების, ძირითადად ჰაერში ტენიანობის ცვლილების ზემოქმედებით ზომებს იცვლის, ფართოვდება და იკუმშება. ელასტიური წებო პარკეტს ამ მოძრაობაში დაჰყვება და თავადაც იწელება და იკუმშება, თუმცა ისე, რომ მოჭიდებას არ კარგავს და პარკეტი არ ვარდება. ამ წებოს გამოყენების დრო მეტია ვიდრე 2K წებოს და ხელოსანს უფრო კომფორტული მუშაობის საშუალებას იძლევა.

თქვენ დაათვალიერეთ