პარკეტი

  ლაქი და ზეთი

  ციკლოვკა

  599 695964

დაბრუნების პოლიტიკა

1. პროდუქტის დაბრუნების პირობები:

1.1. კომპანია კავკასიის სავაჭრო საზოგადოება გაძლევთ შესაძლებლობას 3 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი ქვემოთ მითითებული წესის დაცვით:

2. პროდუქტის დაბრუნების წესი და გამონაკლისები:

2.1. პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ და გვაცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ;

2.2. საჭიროა გვაცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა ჩვენი ელ. ფოსტის მისამართზე: info@glimtrex.ge)

2.3. პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში.

2.4. თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია კავკასიის სავაჭრო საზოგადოება უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების პროცედურა.

2.5. პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) უზრუნველყოფს მომხმარებელი

2.6. პროდუქტის დაბრუნების დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.).

2.7. პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:

2.7.1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;

2.7.2. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;

2.7.3. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;

2.8. პროდუქტის დაბრუნება ზემოთ ჩამოთვლილი პირობებისგან დამოუკიდებლად შესაძლებელია თუ:

2.8.1. პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია ან;

2.8.2. თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი;

2.8.3. თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაზიანებულია ან/და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, თუმცა, შეინიშნება ვიზუალური ხარვეზ/ებ/ი, რომელიც არ არის გამოწვეული მომხმარებლის ბრალით.

3. ანაზღაურების წესი:

3.1. კომპანია კავკასიის სავაჭრო საზოგადოება, მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხის:

3.1.1. 100%, იმ შემთხვევაში თუ: პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.);

3.2. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

3.3. კავკასიის სავაჭრო საზოგადოება მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის ღირებულებას, წინამდებარე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით, აუნაზღაურებს 5 სამუშაო დღის ვადაში

4. ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:

4.1. კომპანია კავკასიის სავაჭრო საზოგადოება მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას ანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას, იმ შემთხვევაში, თუ: o პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს; o პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი; o პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;

4.2. ყველა სხვა შემთხვევაში, ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებს მომხმარებელი, რომელიც 30კგ-მდე პროდუქტების შემთხვევაში შეადგენს 7₾, ხოლო 30კგ და მეტის შემთხვევაში 20₾.

5. პროდუქციის დაბრუნება პროცედურა:

5.1. იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნების ინიცირება მიტანისთანავე მყისიერად მოხდება მომხმარებლის მხრიდან, შემთხვევა ფიქსირდება საინფორმაციო ცენტრში და კურიერს ეძლევა დასტური პროდუქტის წამოღებაზე;

5.2. პროდუქციის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს მოთხოვნა პროდუქციის დაბრუნებაზე;

5.3. პროდუქციის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნების სურვილის დაფიქსირების შემთხვევაში, მომხმარებელმა აღნიშნული სურვილის დაფიქსირებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს კომპანიისთვის პროდუქტის დაბრუნება. ამ პერიოდში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს ამ პროდუქტის უსაფრთხოება. მომხმარებელმა არ უნდა გამოიყენოს ან/და დაარღვიოს პროდუქტის სასაქონლო იერსახე, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ დაიბრუნოს შესაბამისი პროდუქტი.

5.4. თუ პროდუქციის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული პროდუქტის დაბრუნების სურვილი გამოწვეულია მიღებული ნივთის ხარვეზიანობის გამო (აქვს ვიზუალური/ქარხნული წუნი ან არ შეესაბამება შეკვეთას ან/და www.shop.glimtrex.ge-ზე განთავსებულ პროდუქტის მახასიათებლებს) კომპანია კავკასიის სავაჭრო საზოგადოება უზრუნველყოფს სურვილის დაფიქსირებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში პროდუქტის დაბრუნებას წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით,

5.5. პროდუქტის მიღებიდან 3 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი საგარანტიო პირობებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

თქვენ დაათვალიერეთ