ციკლოვკა - იატაკის მოხვეწა - ciklovka - 599 695964
რა ღირს იატაკის მოხვეწა?
სამუშაოების ჩატარების ჯამური ღირებულება განისაზღვრება შემდეგი კომპონენტებით:
- ხელობა ciklovka - იატაკის მოხვეწა + დაზეთვა ან დალაქვა + ღარების შევსება
- სახარჯი მასალები - ზუმფარები, ფუნჯი, ლილვაკი
- იატაკის საცხები - შპაკლი, ზეთი, ზეთი მყარი ცვილით ან ლაქი
გერმანული ციკლოვკა (ფასი) 15 ₾ ღირს ლაქის წასმით კვადრატული მეტრი. დაშპაკვლა ხელობა - 3 ₾ ზუმფარებში 4 ₾ გადახდა მოგიწევთ კვადრატულზე, ჯამში გერმანული ციკლოვკა + დაშპაკვლა + ზუმფარები - 22 ₾. რუსული ციკლოვკა დაშპაკვლით და ზუმფარების ჩათვლით - 15 ₾. |
ტარიფები ვრცელდება ფართებზე 25 კვადრატულ მეტრზე მაღლა.
თუ თქვენ უფრო მცირე ფართის ხის იატაკი ან პარკეტი გაქვთ მის მოსახვეწად როგორც წესი 25 კვადრატის შესაბამისი ღირებულების გადახდა მოგიწევთ.
იატაკის ლაქი და პარკეტის ზეთი ხარისხის მიხედვით უნდა შეარჩიოთ.
![]() | ![]() |
ტრიოს ზუმფარა | ჰუმელის ზუმფარა |
თუ პარკეტი ძალიან არის დაცვეთილი ის არ ექვემდებარება განახლებას. ამ დროს იატაკის მოხვეწა ფუჭი ხარჯია. თუ პარკეტი ამოვარდნილია ან მოძრაობს, უნდა მოხდეს მისი ჩანაცვლება და გამაგრება. სამუშაოების დაწყებამდე საჭიროა იატაკის დათვალიერება, რასაც თქვენი სურვილის შემთხვევაში ჩვენი პარტნიორი ხელოსნები სიამოვნებით გააკეთებენ.
![]() |
გერმანული ციკლოვკა წიფლის პარკეტზე. სხვაობას ლაქსა და ზეთს შორის გაეცანით აქ
|
გერმანული ციკლოვკა თუ რუსული?
საქართველოში პარკეტის ხელოსნი თითქმის ყოველთვის დაგისვამთ შეკითხვას: გერმანული აპარატით გსურთ გაკეთდეს ციკლოვკა თუ რუსულით?
რუსული ციკლოვკა პარკეტის ერთი დანადგარით დამუშავებას ნიშნავს. ეს დანადგარი შეიძლება იყოს რუსული აპარატი, ან გერმანული აპარატი ჰუმელი.
რუსული აპარატი და გერმანული აპარატი ჰუმელი ერთი და იგივე საქმეს აკეთებენ. ასრულებენ პირველად, შავ სამუშაოს. ჰუმელის შემთხვევაში სამუშაო პროცესს ნაკლები მტვერი ახლავს და იატაკზე ზუმფარის ხაზები და ტალღები ნაკლებად რჩება. ზუმფარების კვალის გასასწორებლად და იდეალური ზედაპირის მისაღებად დამატებით იყენებენ გერმანულ ციკლოვკის აპარატს - ტრიო.
ანუ
რუსული ან გერმანული ჰუმელი + გერმანული ტრიო = გერმანული ციკლოვკა
ჩვენი პარტნიორი ციკლოვკის ხელოსნების ნაწილი მხოლოდ გერმანული დანადგარებით მუშაობენ და ე.წ, რუსულ ციკლოვკასაც გერმანული ჰუმელით იგივე ტარიფებით აკეთებენ
![]() |
გერმანული ციკლოვკის აპარატი ჰუმელი |
ციკლოვკის აპარატები
მსოფლიო მასშტაბის ყველაზე ცნობილი ბრენდია გერმანული კომპანია ლეგლერი. ახალი დანადგარის ქარხნული ფასი 5 500 ევრომდეა. თანამედროვე გერმანიაში ციკლოვკის ხელოსანი ძირითადად ამ დანადგარებით მუშაობს. მათი სახელებია:
• გერმანული აპარატი ჰუმელი
მძიმე მასიური აპარატი - გამოიყენება პირველადი შავი სამუშაოსთვის სიმაღლეში განსხვავებების გასასწორებლად.
• გერმანული აპარატი ტრიო
სახელი უკავშირდება სწრაფი სიჩქარით წრიულად მბრუნავ 3 დისკოს და გამოიყენება ბოლო პირზე იდეალურად სწორი ზედაპირის შესაქმნელად.
• ელანი და ფლიპი
მცირე ზომის მობილური აპარატებია იმ ადგილებისთვის, რომლებიც დიდი მანქანებისთვის მიუვალია.
გერმანული ხარისხის და ტექნოლოგიების მიუხედავად მათ სწორ მართვას მაღალი პროფესიონალიზმი და გამოცდილება სჭირდება. არასწორმა მოხმარებამ, განსაკუთრებით ჰუმელის შემთხვევაში შეიძლება პარკეტი სრულიად უვარგისი გახადოს.
მნიშვნელობა აქვს აგრეთვე როგორი ზუმფარებით ხდება იატაკის მოხვეწა იგივე ciklovka, რადგან სხვადასხვა სიმაგრის ხის მასალას განსხვავებული მიდგომა სჭირდება.
ციკლოვკა ხელოვნებაში
ფრანგმა იმპრესიონისტმა გუსტავ კაიებოტმა ეს ტილო 1876 წელს შექმნა და ფუნჯით გადმოსცა ხის იატაკის მოხვეწის პროცესი.
მხატვარი ერთ ერთი პირველია, ვინც მხატვრობაში აჩვენებს ურბანულ მუშათა კლასს და აქცენტს ისტორიული და ანტიკური გმირების ნაცვლად ყოველდღიურობის გმირებზე აკეთებს.
ტილო ხელოვნების ისტორიისთვის საინტერესოა ასევე მნახველის ფეხზე დამდგარი, ირიბი პერსპექტივით.
ამ ტილოს მიხედვით, რომელიც ერთ-ერთია ციკლიდან შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რამდენად შრომატევადი საქმე უნდა ყოფილიყო ძველ დროს ეს საქმიანობა.
დღეს ამ მეთოდით უკვე აღარავინ მუშაობს. ტექნოლოგიების განვითარებამ ციკლოვკის აპარატების შექმნასაც მისცა ბიძგი. ciklovka დღეს სულ სხვანაირად კეთდება
გაეცანი სტატიას
როგორი უნდა იყოს პარკეტის ხელოსანი?