პარკეტი

  ლაქი და ზეთი

  ციკლოვკა

  599 695964

ფანერა - Fanera - ხარისხი და დაბალი ფასები

ხარისხი  I/II  3მმ.   4 მმ.   6 მმ.    8 მმ.   10 მმ.   12 მმ.   18 მმ. ხარისხი II/III 3მმ.   4 მმ.   6 მმ.  ... სრულად »
დახურვა
ფანერა - Fanera - ხარისხი და დაბალი ფასები
ხარისხი I/II 3მმ. 4 მმ. 6 მმ.  8 მმ. 10 მმ. 12 მმ. 18 მმ.
ხარისხი II/III 3მმ. 4 მმ. 6 მმ.  8 მმ. 10 მმ. 12 მმ. 15 მმ. 18 მმ.

ხარისხი III/IV 3მმ. 4 მმ6 მმ 8 მმ10 მმ12 მმ15 მმ18 მმ.

1 von 2
ამ ფილტრით არაფერი მოიძებნა
ფანერა 4მმ.
ფანერა 3 მმ არყის ხე III/IV 1525 x 1525 მმ
ფანერა III/IV 1525 x 1525 x 3 მმ
: 2.325 მ² (8,17 GEL * / 1 მ²)
19,00 GEL *
ფანერა 4მმ.
ფანერა 4 მმ არყის ხე III/IV 1525 x 1525 მმ
ფანერა III/IV 1525 x 1525 x 4 მმ
: 2.325 მ² (8,60 GEL * / 1 მ²)
20,00 GEL *
ფანერა 3მმ.
ფანერა 3 მმ არყის ხე II/III 1525 x 1525 მმ
ფანერა II/III 1525 x 1525 x 3 მმ
: 2.325 მ² (9,89 GEL * / 1 მ²)
23,00 GEL *
fanera 4 mm
ფანერა 4 მმ არყის ხე II/III 1525 x 1525 მმ
ფანერა II/III 1525 x 1525 x 4 მმ
: 2.325 მ² (10,32 GEL * / 1 მ²)
24,00 GEL *
ფანერა 6მმ.
ფანერა 6 მმ არყის ხე III/IV 1525 x 1525 მმ
ფანერა III/IV 1525 x 1525 x 6 მმ
: 2.325 მ² (11,61 GEL * / 1 მ²)
27,00 GEL *
ფანერა 3 მმ არყის ხე I/II 1525 x 1525 მმ
ფანერა 3 მმ არყის ხე I/II 1525 x 1525 მმ
ფანერა I/II 1525 x 1525 x 3 მმ
: 2.325 მ² (12,90 GEL * / 1 მ²)
30,00 GEL *
fanera 4 mm
ფანერა 4 მმ არყის ხე I/II 1525 x 1525 მმ
ფანერა I/II 1525 x 1525 x 4 მმ
: 2.325 მ² (13,76 GEL * / 1 მ²)
32,00 GEL *
ფანერა 6 მმ არყის ხე II/III 1525 x 1525 მმ
ფანერა 6 მმ არყის ხე II/III 1525 x 1525 მმ
ფანერა II/III 1525 x 1525 x 6 მმ
: 2.325 მ² (14,19 GEL * / 1 მ²)
33,00 GEL *
ფანერა 8 მმ.
ფანერა 8 მმ არყის ხე III/IV 1525 x 1525 მმ
ფანერა III/IV 1525 x 1525 x 8 მმ
: 2.325 მ² (15,48 GEL * / 1 მ²)
36,00 GEL *
ფანერა 10 მმ არყის ხე III/IV 1525 x 1525 მმ
ფანერა 10 მმ არყის ხე III/IV 1525 x 1525 მმ
ფანერა III/IV 1525 x 1525 x 10 მმ
: 2.325 მ² (18,06 GEL * / 1 მ²)
42,00 GEL *
fanera 6 mm
ფანერა 6 მმ არყის ხე I/II 1525 x 1525 მმ
ფანერა I/II 1525 x 1525 x 6 მმ
: 2.325 მ² (18,06 GEL * / 1 მ²)
42,00 GEL *
ფანერა 6მმ.
ფანერა 8 მმ არყის ხე II/III 1525 x 1525 მმ
ფანერა II/III 1525 x 1525 x 8 მმ
: 2.325 მ² (18,49 GEL * / 1 მ²)
43,00 GEL *
1 von 2

რა არის ფანერა?

ფანერის ხარისხი

ფანერა ფასები

გამოყენება

წარმოების პროცესი

ისტორია

სად შევიძინო ფანერა?

რა არის ფანერა? Fanera

ფანერა Fanera არის ხისგან დამზადებული დაფისებური ფორმის საკონსტრუქციო მასალა. ის მინიუმიმ 3 ხის ანათალი, ერთმანეთთან შეწებებული ფენისგან უნდა შედგებოდეს.

fanera
ფანერა- fanera მინიმუმ 3 ფენისგან შედგება

ფანერის მთავარი პლიუსია შედარებით ხელმისაწვდომი ფასი, სტაბილური გეომეტრია და მარტივად დამუშავების შესაძლებლობა.

ფანერის ხარისხი

ფანერის ხარისხის კლასიფიკაციისთვის სხვადასხვა მწარმოებელი განსხვავებულ სიმბოლოებს იყენებს. ძირითადად მიღებულია 

 

  • ან ლათინური ასოები, სადაც A უმაღლეს ხარისხს ნიშნავს და ანბანის მიხედვით ხარისხი მცირდება, B,C D 
  • ან რომაული ციფრები I დან IV მდე.

 

სორტირება ხდება წინა და უკანა მხარის მიხედვით. ანუ კლასიფიკაცია შეიძლება შემდეგნაირად გამოიყურებოდეს:

  • A/B
  • I/II
  • B/C
  • II/III

კატეგორიაში A ან I დაუშვებელია მსხვილი კორძების არსებობა და ფერში განსხვავებები. ეს იდეალური ხარისხია.

კორძების ზომის, ჯანმრთელობის და რაოდენობის მიხედვით ხდება შემდგომი კლასიფიკაცია. კორძის ჯანმრთელობაში იგულისხმება ხომ არ არის კორძი გაშავებული, ამომტვრეული, ან ხომ არ არსებობს ამოვარდნის საფრთხე. ასევე ხარისხის კრიტერიუმია ბზარების არსებობა.

fanera-xarisxi
ფანერა ხარისხის მიხედვით Fanera I, II, III, IV

 

ფანერა ფასები

ფანერა საქართველოში ძირითადად შემოდის ჩინეთიდან, ბელორუსიიდან და რუსეთიდან, თუმცა ასევე გვხვდება ევროკავშირში წარმოებული ფანერაც. ფასები განსხვავებულია.

ფანერის ფასი განსაზღვრება მისი სისქით და ხარისხით, ასევე მწარმოებლის და იმპორტიორის მადით.

რაც უფრო სქელია და ნაკლებკორძიანია ფანერა, მით მაღალია ფასი. აქტუალური ფასები ჩვენს ფანერაზე შემდეგია:

ზომა

ფასი

1525 x 1525 მმ

 III/IV

II/III

I/II 

ფანერა 3 მმ

19

23

 30

ფანერა 4 მმ

20₾

24

 32

ფანერა 6 მმ 

27₾

33

 42

ფანერა 8 მმ  

36₾

43

 55

ფანერა 10 მმ

42₾

50

 65

ფანერა 12 მმ 

52 ₾

61

 75

ფანერა 15 მმ 

63 ₾

75

 X

ფანერა 18 მმ 

76 ₾

90

 115

ფანერის ფასები ჩვენთან დაბალია...

შეფუთვა

ფანერის შეძენა შესაძლებელია ცალობით და ასევე ქარხნული შეფუთვით. რაოდენობა შეფუთვაში სისქის შესაბამისად განსხვავებულია. შეფუთვაზე დატანილია ფანერის სისქე და ხარისხი.

fanera-shefutva
ფანერა შეფუთვა

გამოყენება

კარგი ფორმასტაბილუბის გამო ფანერა ფართოდ გავრცელებული და უნივერსალური მასალაა.

fanera-aveji
ფანერა ავეჯის წარმოებაში

♦ ის ყველაზე მეტად გამოიყენება ხით კონსტრუქციული მშენებლობის დროს. განსაკუთრებით მაშინ, როცა თხელი, მაგრამ ამავდროულად სტაბილური მასალა გვჭირდება.

♦ ფანერით შესაძლებელია მოვაპირკეთოთ ჭერი და კედლები,

♦ შევკრათ სახურავის კონსტრუქცია.

♦ შეიძლება დამზადდეს კარები.

♦ ფართოდ გამოიყენება ფანერა ასევე ავეჯის წარმოებაში.

fanera-savarceli2
 სარწეველა სავარძელი კომპანიისგან Woodluck • ვუდლაქი

♦ დეკორატიული ფანერისგან მზადდება სხვადასხვა სუვენირები.

♦ პრაქტიკაში ვხვდებით ფანერის ყრუიატაკად, ე.წ ჩორნაპოლად დაგებას. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა „სტიაშკა“ არამყარი და არასწორია და პარკეტის ან ლამინატის დასაგებად მისი გასწორება და გამყარებაა საჭირო.

♦ არის შემთხვევები, როცა ფიცრის ვიზუალზე ჭრიან ფანერას და პარკეტის და ხის იატაკის შემცვლელად აგებენ.

fanera-glimtrexrGPlgfYJ6fEBD
ფანერის იატაკი დაფერილია გლიმტრექსის ზეთით

♦ უმაღლესი ხარისხის ფანერები, რომლებმაც სპეციალური სერთიფიცირება უნდა გაიარონ გამოიყებენა გემთმშენებლობაში.

♦ მცირე წონის და სტაბილურიბის გამო მათი გამოყენება ხდება ასევე თვითმფრინავთმშენებლობაში.

ფანერის წარმოება

ფანერის ფირფიტების მისაღებად ხის მორები ორთქლით მუშავება და ითლება. გეომეტრიული სტაბილურობის შესანარჩუნებლად ფირფიტების შეწებება მაღალ ტემპერატურაზე და წნევით მიმდინარეობს.

ფირფიტების რაოდენობა კენტი უნდა იყოს და ერთმანეთს 90 გრადუსიანი კუთხით უნდა შეეწებოს.

ეს საჭიროა იმისთვის, რომ ტენიანობის და ტემპერატული ცვლილებების შედეგად ხეზე მოქმედი ძალები დაბალანსდეს და პროდუქტმა დროთა განმავლობაში ზომები და ფორმა არ იცვალოს.

ქვემოთ ვიდეოში იხილეთ წარმოების პროცესი და ეტაპები.

 

ფანერა არ უნდა აგვერიოს ფილების სხვა სახეობებში, მაგალითად მერქან ბურბუშელოვან ფილაში ე.წ ოსბ (OSB), რომელსაც ფანერასთან შედარებით ძალიან დაბალი ფორმასტაბილურობა გააჩნია ან დსპ ან დვპ-ში.

რომელი ხის ჯიშის ფანერები არსებობს?

ფანერის წარმოებაში ყველაზე გავრცელებული ხის ჯიშებია: არყის ხე, ვერხვი და წიფელი, ასევე მრავლადაა წიწვოვანი ჯიშების ფანერები.

  • არყის ხის 

დრეკადი და ელასტიურია, მაგრამ ამავდრულიად ძნელად მტვრევადი და ფორმასტაბილური.

კარგად ექვემდებარება დამუშავებას. შეიძლება გაუკეთდეს დაგრეხვა, ჭრა, დაფერვა, პოლირება.

  • ვერხვის

დამახასიათებელია კორძები და ხაზოვანება, კარგად იკვეთება ხის ფაქტურა.

ვერხვის თხელი ფანერები გამოიყენება სუვენირების დასამზადებლად.

  • წიფლის

მყარია და სტაბილური, შესაძლებელია პოლირება, რის შემდეგაც ვიზუალი უფრო დახვეწილი ხდება.

  • წიწვოვანი ჯიშების

წიწვოვანი ჯიშებისგან დამზადებული ფანერა კარგი კომპრომისია სიმსუბუქის ერთი მხრივ, და მეორე მხრივ გამძლეობას შორის. 

რომელი მასალის ფანერა შევიძინოთ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დრეკადობის, გამძლეობის და ფორმასტაბილურობის პროდუქტს ვეძებთ და სად გვინდა მისი გამოყენება.

ფანერის სისქე

ფანერის მახასიეთებელი ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მისი სისქეა.

სისქე 3 მმ დან იწყება და 3 სანტიმეტრამდე აღწევს. რაც უფრო სქელია ფანერა მით უფრო სტაბილურია და მასალის დანახარჯებიდან გამომდინარე მით უფრო ძვირია.

რა არის მნიშვნელოვანი ფანერის შეძენისას?

  1. პირველ რიგში გასათვალისწინებელი პარამეტრია სისქე.
  2. მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ხის ჯიში, რომლისგანაც ის არის დამზადებული.
  3. მესამე ფაქტორი არის ფანერის სორტირება/ხარისხი
  4. დამუშავებულია თუ არა ფანერის ზედაპირი. ჩვენი ფანერები 2 მხრივად არის დამუშავებული.

ფანერა II მსოფლიო ომში

ომში სამხედრო უპურატესობის მიღწევა ცაში დომინირებას მოითხოვდა, ავიაინდუსტრიის განვითარება კი მასალას, რომელიც ერთი მხრივ მყარი იყო და ამავე დროს მსუბუქი. ამ წინაპირობებს ფანარა კარგად პასუხობდა და მასიურად დაიწყეს მისი გამოყენება მსუბუქი კონსტრუქციის თვითმფრინავების ასაგებად.

 

სად ვიყიდო ფანერა იაფად?

პასუხი კითხვაზე ხელის გულზე დევს.

 


მონათესავე პროდუქტები

კლასიკური ფანერის გარდა, რომელიც ხის ანათალი ფირფიტებით კეთდება, არსებობს სხვა, ასევე ხის მასალისგან დამზადებული ფილები. შემადგენლობა და დამზადების მეთოდი განსხვავებულია. მათ შორის ყველაზე გავრცელებული პროდუქტებია:

ოსბ - OSB - ორიენტირებული ბურბუშელოვანი ფილა

დსპ - DSP - - მერქანბურბუშელოვანი ფილა

დვპ - DVP - მერქანბოჭკოვანი ფილა

მდფ - MDF - საშუალო სიმკვრივის ბოჭკოვანი დაფა

სამშენებლო ფანერა - სპეციალური ლამინირებული ფანერა ბეტონისთვის ყალიბების დასამზადებლად

 

თქვენ დაათვალიერეთ