ლამინატი ფართოდ გავრცელებული უნივერსალური იატაკის საფარია. მას შევხვდებით ფეშენებელურ აგარაკებზეც და ღარიბულ საცხოვრებლებშიც. რა განაპირობებს მის ასეთ პოპულარობას და რა უნდა გავითვალისწინოთ ლამინატის შერჩევისას?
ლამინატის პოულარულობას ნამდვილად აქვს საფუძველი. ეს პროდუქტი ბევრ დადებით მხარეს აერთიანებს.
ლამინატის ფასი
ლამინატი სხვა იატაკის საფარებთან შედარებით მნიშვნელოვნად იაფია. ამიტომ მასზე მოსახლეობის ფართო წრეს მიუწვდება ჯიბე. არც დაგება მოითხოვს განსაკუთრებულ ხარჯებს, რადგან ლამინატის დაგება მშრალად ხდება.
ლამინატის ფასები ბაზარზე 20 ლარიდან იწყება და 80 ლარამდეც შეიძლება ღირდეს. მაღალი ფასი ხშირ შემთხვევაში ნიშნავს უკეთეს ხარისხს, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც.
როცა თქვენსა და ლამინატის შემომტანს შორის გაბმულ კომერციულ ჯაჭვში 200 სუბიექტის ბიზნეს ინტერესია ჩართული, შესაძლებელია იაფიანი ლამინატი ძალიან გაგიძვირდეთ.
დაგების სიმარტივე
ლამინატის დაგება დიდ ტექნიკურ კომპეტენციას არ მოითხოვს. საშუალო დონის ხელგარჯილობა მის დასაგებად საკმარისია. თუ ლამინატის დაგებას ხელოსანს მივანდობთ, როგორც წესი დიდი თანხების გადახდა არ გვიწევს.
სისწრაფე
ლამინატი სწრაფად იგება და დაგების მომენტიდანვე მისი ექსპლოატაცია შესაძლებელია. რამოდენიმე დღე არ ველოდებით სანამ შევძლებთ ახალ საფარზე გავლას. ამას განსაკუთრებით პოზიტიური ეფექტი კინკილა ბინის რემონტის დროს აქვს , რადგან ბინაში ვაგრძელებთ ცხოვრებას და ნათესავებთან ან მეგობრებთან არ გვიწევს გადაბარგება.
დიზაინის ფართო არჩევანი
არაფერს დავაშავებთ, თუ ხმამაღლა განვაცხადებთ, რომ თანამედროვე ლამინატი ორგანულად შეიძლება შეერწყას ნებისმიერ ინტერიერს. დიზაინში არჩევანი ნამდვილად დიდია.
არსებობს განსხვავებული ზედაპირული სტრუქტურის და ფაქტურის ლამინატები. ყველაზე გავრცელებული ფაქტურებია:
-
ხის ფაქტურები
-
ბეტონის ფაქტურები
-
ქვის ფაქტურები
-
გრანიტის ფაქტურები
ზედაპირის სტრუქტურა შეიძლება იყოს გლუვი ან რელიეფული, მქრქალი ან პრიალა.
კლასიფიკაცია laminati
ლამინატის კლასიფიცირდება საერთაშორისო ნორმით DIN EN 13329, სადაც გაწერილია რა დანიშნულებით და რა შემთხვევაში არის რეკომენდირებული ამა თუ იმ სახეობის ლამინატის გამოყენება.
ლამინატის მწარმოებელი ვალლდებულია ეტიკეტზე დაიტანოს ორნიშნა ციფრი, სადაც პირველი ციფრი უჩვენებს დანიშნულებას, მეორე ციფრი კი დატვირთვის ინტენსივობას.
პირველი ციფრი | მეორე ციფრი |
2 = საოჯახო 3 = კომერციული 4 = ინდუსტრიული | 1 = მცირე ინტენსივობა 2 = საშუალო ინტენსივობა 3 = ძლიერი ინტენსივობა |
ცხრილის მიხედვით ლამინატი კლასიფიკაციით 21-დან 23-მდე გამოიყენება საოჯახო დატვირთვებისთვის, 31- დან 33- მდე კომერციული დატვირთვებისთვის.
შესაძლებელია კომერციული დატვირთვების ლამინატი 31, 32 და 33 სახლშიც დავაგოთ. ამით არაფერ გავაფუჭდება.
ლამინატის მოვლა
ლამინატს როგორც წესი ბევრი მოვლა არ სჭირდება. საკმარისია კარგად გაწურული ტილოთი
მოწმენდა. მნიშვნელოვანია რომ ლამინატზე არ მოხვდეს ბევრი წყალი, რადგან წყლის ზემოქმედებით ის დაიბურცება და ამოიბერება. თუ წყალი დაგვექცა, სასწრაფო წესით უნდა ავამშრალოთ.
ასევე არსებობს სპეციალური საწმენდი საშუალებები ლამინატისთვის, რომლის შეძენაც ჩვენთან არის შესაძლებელი
ლამინატის ალტერნატივები
ლამინირებული იატაკის უშუალო ალტერნატივად აღიარებულია ვინილის იატაკი. ეს ტექნოლოგია ევროპაში ნელა ანაცვლებს ლამინატს.
მეორე ალტერნატივა - პარკეტი, 100 % ით ბუნებრივი პროდუქტია. პარკეტის შეძენა და დაგება ბევრად მეტ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. დაათვალეთ რას გთავაზობთ ჩვენ.
![]() |