პარკეტი

  ლაქი და ზეთი

  ციკლოვკა

  599 695964

რკინის კარები - შესასვლელი კარები - rkinis karebi

ჩვენთან შეგიძლიათ შეარჩიოთ უსაფრთხო და მიმზიდველი დიზაინის ევროპული რკინის კარები.

ჩვენთან შეგიძლიათ შეარჩიოთ უსაფრთხო და მიმზიდველი დიზაინის ევროპული რკინის კარები. სრულად »
დახურვა
რკინის კარები - შესასვლელი კარები - rkinis karebi

ჩვენთან შეგიძლიათ შეარჩიოთ უსაფრთხო და მიმზიდველი დიზაინის ევროპული რკინის კარები.

 

რატომ რკინის კარები?

 

რკინის კარი მონტაჟდება მთავარ შესასვლელ კარად ბინასა თუ კერძო სახლში, ოფისსა თუ საჯარო დაწესებულებაში.

08-Pqn53AJrJfXJdC
რკინის კარი ლუნა. მუხისფერი

სახლის რკინის კარს შეხება აქვს ატმოსფერულ ჰაერთან, ტენიანობასა და მზის სხივებთან. წვიმისაგან სველდება და სიცივისგან ითოშება. გარე მხარეს შეიძლება ზამთრის სუსხი იდგეს, ხოლო შიდა მხარეს ზაფხულივით ცხელოდეს.. 

 რა მოეთხოვება სახლის შემოსასვლელ კარებს?

ზამთარში ექსტრემალური ტემპერატურული დისბალანსის გამო სახლის კარი, რომელიც გარეთ გადის, უნდა აკმაყოფილებდეს დამატებით კრიტერიუმებს, ვიდრე კარი რომელიც სადარბაზოებში მონტაჟდება.(ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ქართული სადარბაზოების დიდ ნაწილში ისევე ყინავს, როგორც გარეთ)

06-P
 ევროპული შემოსასვლელი რკინის კარი არტემიდა

სახლის კარებს აუცილებლად უნდა ქონდეს სპეციალური დათბუნება, რომ შევინარჩუნოთ სითბო. ამ დათბუნებამ შიდა მხარეს არ უნდა წარმოქმნას კონდენსატი, რაც დროთა განმავლობაში კარებს აზიანებს.

08
 რკინის კარის დათბუნება

კონდესატის თავიდან ასაცილებლად კარებზე უნდა იყოს დამონტაჟებული დახურული, არაგამჭოლი საკეტი სისტემები. ანუ ჰაერი შიგნიდან გარეთ და პირიქით არ უნდა ცირკულირებდეს.

იგივე მოსაზრებით სახლის რკინის კარებზე არ ყენდება ე.წ. გლაზოკი. რადგან გლაზოკის არსებობა კარის ჰერმეტულობას არღვევს. 

tkinis-kari-luna
 ევროპული რკინის კარი ლუნა გლაზოკის გარეშე და ჰერმეტული საკეტებით

ასევე მნიშვნელობანია კარი ისე იყოს დამუშავებული, რომ არ დაიჟანგოს. ჩვენს კარების ფრთები და ჩარჩოები დაცულია. ყველა მოდელს აქვს უჟანგავი მეტალის ზღურბლი (პაროგი). ძვირადღირებულ მოდელში ჩარჩო და ზღურბლი ალუმისგან მზადდება.

06Ov06DK8fmYy0e
უჟანგავი ფოლადის ზღურბლი (პაროგი)

შემოსასვლელი კარის აუცილებელი კრიტერიუმია უსაფრთხოება. დამწყებ მძარცველს არ უნდა შეეძლოს კარის მოკლე დროში და მარტივად გახსნა.

damckebi-mcarcveli02h0ki7ZLLOHTUi
 დამწყები მძარცველი და საკეტი სისტემები  

ყველა რკინის კარს უნდა ჰქონდეს მიმზიდველი ვიზუალი. ჩვენი მოდელები შუშის ჩანართებით განსაკუთრებით ელეგანტურია

rkinis-kari-tetri
 ევროპული რკინის კარი თემიდა

მეტალის კარმა უნდა შეგვიქმნას მყუდროება შიგნით მყოფებს და ჭორიკანა მეზობლები პირში ჩალაგამოვლებულები დატოვოს.  

ხმაური გარედან ვერ უნდა გვირღვევდეს სიმშვიდეს და პირიქით. კარმა უნდა შეინახოს ჩვენი ამბები და არ გადასცეს ინფორმაცია ყურებ(დ)აცქვეტილ და ენა(წ)ალესილ მეზობელებს, ვისაც ერთი სული აქვთ გაგვჭორონ.

mezobeli-kartan
 ყურებ(დ)აცქვეტილი და ენა(წ)ალესილი მეზობელი კარგმა რკინის კარმა პირში ჩალაგამოვლებული უნდა დატოვოს

ჩვენ გთვაზობთ ყველა თქვენს საჭიროებაზე მორგებულ, უმაღლესი ხარისხის ევროპული წარმოების რკინის კარებს, რომელთა გამოყენება შეიძლება როგორც სახლისა თუ აგარაკის შესასვლელ კარებად, ასევე ბინასა თუ ოფისში.

ჩვენი კარები ევროპაში გამოცდილია.

რკინის კარების ფასები

რკინის კარების ფასები ბაზარზე განსხვავებულია. იაფად ნაყიდი რკინის კარები შეიძლება არ გამოგადგეთ. ფასი დამოკიდებულია მწარმოებელზე და კარის მახასიათებლებზე. ჩვენი რკინის კარები პოლონეთში იწარმოება. ფასები 900 ლარიდან იწყება და 2600 ლარის ფარგლებში მერყეობს.

საით უნდა იღებოდეს შემოსასვლელი კარები?

ეს შეკითხვა ხშირად ისმის.

თუ საქმე გვაქვს საჯარო დაწესებულებესთან შემოსასვლელი კარები უნდა იღებოდეს გარეთ. ამას მოითხოვს სახანძრო უსაფრთხოების წესებიც. ხანძრის შემთხვევაში შიგნით მყოფებისთვის ადვილი უნდა იყოს გარეთ გასვლა კარებზე მიწოლით. ხანძრის შემთხვევაში შესაძლოა პანიკა ატყდეს და ხალხი კარებს ისე მიაწვეს, რომ შიგნით გაღება შეუძლებელი გახდება.

კერძო სახლის კარები შესაძლებელია შიგნით გაიღოს. 

რა გამოარჩევს ჩვენს რკინის კარებს სხვებისგან?

მიმზიდველი ვიზუალი

გამძლეობა

უსაფრთხოება

თბოიზოლაცია ფრთის და ჩარჩოს დათბუნებით

ხმის იზოლაცია

ევროპული საკეტი სისტემები

უჟანგავი ფოლადის ზღურბლი

პრემუმ მოდელში ალუმინის ჩარჩო და ზღურბლი

შუშის ჩანართები

P55_TYTAN_DAB_INOX

კარების ნახვა და შეძენა მალე შესაძლებელი იქნება ჩვენთან.

დაგვირეკეთ 599695964

თქვენ დაათვალიერეთ