პარკეტი

  ლაქი და ზეთი

  ციკლოვკა

  599 695964

ზუმფარა - შკურკა - შტარკე, გერმანული აბრაზიული მასალები

csm_Starcke_Logo_cb05c6f5d4ov6hxyTeBLrrrრა უნდა გავითვალისწინოთ აბრაზიული მასალის შერჩევისას? გაეცანი სტატიას დაბლა 

რა უნდა გავითვალისწინოთ აბრაზიული მასალის შერჩევისას? გაეცანი სტატიას დაბლა  სრულად »
დახურვა
ზუმფარა - შკურკა - შტარკე, გერმანული აბრაზიული მასალები

csm_Starcke_Logo_cb05c6f5d4ov6hxyTeBLrrrრა უნდა გავითვალისწინოთ აბრაზიული მასალის შერჩევისას? გაეცანი სტატიას დაბლა 

ფილტრის დახურვა X
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
1 von 3
1 von 3

csm_Starcke_Logo_cb05c6f5d4

ხის იატაკის და პარკეტის იდეალურად დამუშავება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. უმთავრესი კარგი დანადგარები და ხელოსნის პროფესიონალიზმია. თუმცა არის სხვა ფაქტორიც, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს არის აბრაზიული მასალა - ზუმფარა, სახალხო ენაზე შკურკა.

ზუმფარა, როგორი უნდა იყოს ის?

  • კარგ ზუმფარას უნდა ქონდეს მაღალი წარმადობის კოეფიციენტი. მაგალითისთვის ერთი ტრიოს კომპლექტი უნდა აკეთებდეს დიდ ფართობს, რათა ხელოსანს არ მოუწიოს ზუმფარების ხშირი ცვლა. იგივე ითქმის ჰუმელის შქურკებზე.
  • კვადრატულობაზე დაანგარიშებული ფინანსური ხარჯი უნდა იყოს დაბალი.
  • ხე არ უნდა იხაზებოდეს, ზუმფარა მუშაობის პროცესში არ უნდა ტოვებდეს ღრმა კვალს, რომლის ამოყვანა შემდეგ ძნელია.

რა კლასის აბრაზიულ მასალებს სთავაზობს მომხმარებებს შტარკე?

ზუმფარების მწარმოებელი ჩვენი პარტნიორი გერმანული კომპანია Starcke შტარკე 1829 წლიდან აწარმოებს აბრაზიულ მასალებს და ერთ ერთი წამყვანი მოთამაშეა ევროპულ ბაზარზე. https://www.starcke.de/

შტარკე აწარმოებს ზუმფარას ქაღალდის, ღრუბლის, ქსოვილის და სხვა ბაზაზე სხვადასხვა ტექნოლოგიით და ფასით. ტექნოლოგიის მიხედვით მათი გამოყენება შეიძლება, ხეზე, მეტალზე, ლაქზე და სხვა მასალებზე. 

ზუმფარები ციკლოვკის აპარატებისთვის

ლენტური ზუმფარა ჰუმელისთვის

გვაქვს სილიციუმის კარბიდის შავი 12-იანი (შეღებილი იატაკისთვის), ცირკონის ლურჯი (36, 40,60,80,100) და კერამიკის იასამნისფერი (36, 40,60,80,100) ფრაქციის ზუმფარა. კერამიკის (ფაიფურის) ტექნოლოგია ყველაზე მყარი ტექნოლოგიაა.  

zumfara-humeli-3

შკურკა ტრიოსთვის

ყავისფერი შქურკა კორუნდი (36, 40,60,80,100, 120) ქაღალდზე იდეალურია რბილი ხის მასალაზე, როგორიცაა ფიჭვი, ნაძვი ციკლოვკის გასაკეთებლად.

ზუმფარა ტრიოსთვის ყავისფერი

ცირკონის ლურჯი ზუმფარა ქსოვილზე (40,60,80,100) გამოიყენება ნებისმიერ ხის მასალაზე. ის კარგად უმკლავდება მუხას, წიფელს და სხვა მყარ მასალას და ასევე კარგად მუშაობს ლაქის მოცილებაზე. 

zumfara-starckeojzJr4yFKeJd9

 შკურკა კოლუმბუსისთვის

ყვითელი 120 იანი ბადისებური ზუმფარა დაზეთილი იატაკის ციკლოვკის გარეშე გასაახლებლად და ასევე სეტკები.

ზუმფარა კოლუმბუსისთვის

 

ზუმფარები კუთხის სახეხი მანქანებისთვის „ბალგარკა“

ბალგარკაზე ზუმფარა რომ დავამაგროთ პირველ რიგში მასზე უნდა დავამონტაჟორ ზუმფარის დამჭერი სპეციალური დისკი ფქრიწით. სტანდარტულ ბალგარკაზე ძირითადად 125 მმ. დიამეტრის დისკი მაგრდება, ასევე შეიძლება 150 მმ. დისკის დამონტაჟება. დიდი ზომის ბალგარკებზე 178 მმ. დიამეტრის დისკი ყენდება. შემდეგ ამ დისკზე ეკვრება ფხრიწიანი ზუმფარა.metabo

 

რომელი ტექნოლოგიის ზუმფარა დავაყენოთ იმაზეა დამოკიდებული რას ვხეხავთ. ხეს, ქვას, მეტალს თუ საღებავს.

თუ ხისგან სწრაფად და მარტივად სქელი ფენის მოხსნა გვინდა იდეალურია იასამნისფერი კერამიკის Starcke 062 XPK ზუმფარის გამოყენება. ეს მოდელი მზადდება კერამიკის გრანულებით მყარი ქსოვილის ბაზაზე და ზემაღალი წარმადობა აქვს. ლენტური ვარიანტი გამოიყენება პარკეტის და უსწორმასწორო იატაკის ერთ სიმაღლეზე გასასწორებლად. მრგვალი, ფხრიწიანი ფორმით კერამიკის მოდელები იწარმოება 150 და 178 მმ. დიამეტრზე 36, 40, 50, 60, 80 ფრაქციებით. ლენტურზე არის დამატებით 100 იანი ფრაქცია. ფასი შედარებით მაღალია. გამოიყენება ხეზე და რკინაზე.

zumfara-starcke-062XPK-D150

მეორე ასევე ხარისხიანი და ნაკლებადბიუჯეტური ტექნოლოგიაა ცირკონი ლურჯი ფერი Starcke  341 XK. ფუძე აქაც ქსოვილია. ფრაქციები 40, 60, 80, 100, 120. დიამეტრები 125, 150, 200 მმ. გამოიყენება ხეზე და რკინაზე.

zumfara-starcke-341XK-D150

რბილი ხის ჯიშებისთვის, როგორიცაა წიწვოვანი ჯიშები სტანდარტული ვარიანტია ყავისფერი ზუმფარა კორუნდი  Starcke 732 EK. ფრაქცია 40, 60, 80, 100, 150. დიამეტრები 150, 200 მმ. სხვა უფრო აგრესიული ტექნოლოგიებისგან განსხვავებით ეს ზუმფარა იმ გამძლეობით არ გამოირჩევა, როგორც წინა ორი, თუმცა ბევრი ხის მოყვარულის არჩევანია, რადგან შედეგი იდეალური გამოდის.

Starcke-732-EK-D-150

მრგვალი ზუმფარები ექსცენტრული სახეხი მანქანებისთვის

ამ დანადგარებზე საჭირო ზუმფარის შესარჩევად მნიშვნელოვანია ზუმფარის დიამეტრი პლიუს ნახვრეტების რაოდენობა.

აქამდე განხილული ზუმფარების ტექნოლოგიის მაქსიმუმი იყო ფრაქცია 150. სორტიმენტში გვაქვს უფრო წვრილი ფრაქციები, 600 მდე, რომლებიც ძირითადად გრუნტის და ლაქის შუალედურად დასაშქურკად გამოიყენება და ექსცენტრული მანქანებისთვის არის განკუთვნილი. სორტიმენტში გვაქვს ყვითელი და წითელი ფერის ზუმფარები. ნახვრეტებით და ნახვრეტების გარეშეzumfara-naxvretebitfcRNz3kI68qE2

რა საჭიროა ნახვრეტები ზუმფარაზე?

ექსცენტრიულ სახეხ მანქანებს როგორც წესი აქვს ნახვრეტები და მტვრის სასრუტი მექანიზმი. აბზორბირებული მტვერი სპეციალურ რეზერვუარში იყრის თავს. ამას აქვს შემდეგი დადებით მხარეები

  1. მტვერი არ ხვდება ჰაერში. ანუ თუ დახურულ სივრცეში ვმუშაობთ არ იმტვერება იატაკი, ავეჯი  და რაც მთავარია ჩვენი ფილტვები.
  2. ზუმფარა არ იღებს დამატებით დატვირთვებს მტვერთან კონტაქტით და მისი წარმადობის კოეფიციენტი იზრდება.

ამიტომ თუ თქვენს ექსცენტრიულ სახეხ მანქანას აქვს მტვერსასტუტის ფუნქცია და ნახვრეტები, ეცადეთ ზუმფარაც შესაფერისი  გამოიყენოთ.

125 მმ დიამეტრზე გვაქვს 8 ნახვრეტიანი ზუმფარები, 150 დიამეტრზე 7 ნახვრეტიანი ზუმფარები. როგორც წესი ნახვრეტების რაოდენობა და განლაგება თავსებადია ძირითადი ბრენდების (მეტაბო, მაკიტა, ბოში, დევალტი და ა.შ) მანქანებთან.

514_F612_125 514_F612_150 
 125 მმ. 8 ნახვრეტით  150 მმ. 7 ნახვრეტით

 

თუ ბალგარკით მუშაობთ, არ აქვს მნიშვნელობა ნახვრეტებიან ზუმფარას გამოიყენებთ, თუ ნახვრეტების გარეშე, რადგან მტვერი მაინც ჰაერში გაიფრქვევა.

რა ღირს შტარკეს ზუმფარები?

ჩვენი ზუმფარები გერმანიაში იწარმოება ყველა ხარისხის სტანდარტის დაცვით. ამიტომ ფასი მცირედით მაღალი შეიძლება იყოს ბაზარზე არსებულ სხვა პროდუქტებთან შედარებით ერთეულ პროდუქტზე. თუმცა სამუშაოს შესასრულებლად შესაძლებელია ნაკლები რაოდენობა დაგჭირდეთ. 

როგორ შევიძინო?

ონლაინ ან დაგვირეკე 599695964. გახდი ჩვენი პარნიორი და მიიღე სპეციალური ფასი.

შტარკეს ზუმფარები დაბალი დანახარჯების, მაღალი წარმადობის და იდეალური ხარისხის გარანტია.

 

ციკლოვკის ზუმფარები

მრგვალი ზუმფარები

ლენტური ზუმფარები

ზუმფარები რულონზე

ზუმფარა ღრუბელზე

სველი ზუმფარა

ზუმფარის ფურცლები

ბოლოს ნანახი