პარკეტი

  ლაქი და ზეთი

  ციკლოვკა

  599 695964

სამშრიანი პარკეტი

1 von 2
ამ ფილტრით არაფერი მოიძებნა
ზულცი
რუსტიკი ულტრა
14/3 x 190 x 1900 მმ
ბრაშირება
ზეთი
ფაბია
რუსტიკი
14/3 x 190 x 1900 მმ
ბრაშირება
რელიეფური
გირჩევთ
იოლკა
ნატური
610 x 122 x 15/4 მმ
ბრაშირება
ზეთი
იოლკა
ნატური
610 x 122 x 15/4 მმ
ბრაშირება
ზეთი
უნიფორმი
აქცენტი
14/3 x 190 x 1900 მმ
ბრაშირება
მქრქალი ლაქი
იანკი
რუსტიკი
14/3 x 190 x 1900 მმ
ბრაშირება
ზეთი
მოზელი
სელექტი
15/4 x 190 x 1700 მმ
გლუვი
ზეთი
დონაუ
აქცენტი
15/4 x 220 x 2200 მმ
ბრაშირება
ზეთი
ციურიხი
რუსტიკი
14/3 x 190 x 1900 მმ
გლუვი
თეთრი ზეთი
ლიმა
რუსტიკი
14/3 x 180 x 1860 მმ
ლაქი
კაკალი
რუსტიკი
14,2 x 190 x 1820 მმ
გლუვი
ზეთი
ვადუზი
რუსტიკი
15/4 x 260 x 2200 მმ
ბრაშირება
ზეთი
1 von 2

რა არის სამშრიანი პარკეტი?

სამშრიანი პარკეტი, როგორც სახელი გვეუბნება წარმოადგენს ერთმანეთზე დაწებებული ფენებისგან შემდგარ პარკეტის სახეობას. ზედა, მუშა შრე/ფენა ძირითადად 3-4 მმ სისქის არის და ძვირადღირებული ხის მასალაა. ქვედა ფენები ნაკლებად ძვირფასი ხის მასალისგან მზადდება.

რა უპირატესობები აქვს სამშრიან პარკეტს სხვა სახის პარკეტთან შედარებით?

სამშრიან პარკეტს მასიურ პარკეტთან შედარებით რამოდენიმე უპირატესობა გააჩნია. ესენია:

 

  1. ზომა . ერთზოლიანი სამშრიანი პარკეტი ზედა ფენა როგორც წესი დიდი ზომის ძვირფასი ხეა. დაგების შემდეგ  ერთზოლიანი სამშრიანი პარკეტი ოპტიკურად მასიური ფიცრისგან არ განსხვავდება 
  2. ხელმისაწვდომი ფასი. იგივე ზომის მასიურ ფიცარი ბევრად უფრო ძვირი ღირს.
  3. დეფორმაციის და ღარების გაჩენის რისკის მინიმუმამდე შემცირება. ტემპერატურის და ტენიანობის ცვლილებებასთან ერთად მასიურ პარკეტს და ფიცარს ახასიათებს გაფართოება და შეკუმშვა, რის გამოც შეერთების ადგილებში ღარები რჩება. სამშრიან პარკეტთან ეს რისკი მინიმუმამდე არის დასული.   
  4. დაგების სიმარტივე და სისწრაფე. ეს პარკეტი მშრალად შეიძლება დაიგოს როგორც ლამინატი. ანუ მისი დაწებებება აუცილებელი არ არის, ფიცრები სპეციალური ჩამჭერი სისტემით მაგრდებიან ერთმანეთში.
  5. დააგე და იცხოვრეს პრინციპი. სამშრიანი პარკეტის ზედაპირი ქარხნულად არის გალაქული ან დაზეთილი, შესაბამისად დაგების შემდეგ იატაკი სრულად დატვირთვადია. მას არ სჭირდება ციკლოვკა და დალაქვა ან დაზეთვა, რაც არც თუ ისე მცირე თანხების დაზოგვის საშუალებას იძლევა.

 რამდენი სახეობის სამშრიანი პარკეტი არსებობს?

ზედაპირული შრე/ფენის კონსტრუქციის მიხედვით განასხვავებენ ერთიანი ფორმის და შეწებებული ზედაპირის მქონე სამშრიან პარკეტს.

  • ერთიანი ფორმის სამშრიანი პარკეტის ზედაპირი ვიზუალურად 2 მეტრის დიაპაზონის მქონე ერთიანი ფიცარია. მასში კარგად იკვეთება ხის ხაზოვანება, ჩანს ხის ხასიათი და იკითხება მისი ისტორია. ასეთი პარკეტის დასამზადებლად დიდი ზომის ფიცრები გამოიყენება, რის გამოც ის მეტად ფასეულია.
Oak-Uniform-Showroom-scaled
 ერთზოლიანი სამშრიანი პარკეტი (ფიცრული)

 

  • უფრო ბიუჯეტური, მაგრამ ნაკლებად სახასიათო ვარიანტია მრავალზოლიანი, შეწებებული მუშა შრის მქონე სამშრიანი პარკეტი. ზედაპირული ფენა  მცირე ზომის ნარჩენი ნაჭრებისგან მზადდება შეწებებით 2 ან 3 ზოლად. წყობა ძირითადად გემბანურია. სამშრიანი პარკეტის ეს სახეობა შედარებით იაფი ღირს.
shiffboden
სამზოლიანი სამშრიანი პარკეტი

 

უკეთდება თუ არა სამშრიან პარკეტს ციკლოვკა?

სამშრიანი პარკეტის მუშა შრე/ფენა ძირითადად 3-4 მმ სისქის არის. მასზე 2-3 ციკლოვკის გაკეთება შეიძლება. თუმცა უკეთესი იქნება, თუ სამშრიან პარკეტს ციკლოვკას არ გავუკეთებთ და საჭიროების შემთხვევაში ისე განვაახლებთ. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პარკეტი ზეთით არის დამუშავებული. ბუნებრივ და მიმზიდველ ვიზუალთან ერთად სწორედ ეს არის მიზეზი, რომ სამშრიანი პარკეტის მწარმოებლებლები თავიანთ პროდუქციას ძირითადად ზეთით ამუშავებენ. განახლებისას პარკეტი ზედაპირულად იშქურკება და ახალი ფენა ზეთი ესმევა. უნდა აღინიშნოს, რომ ხის ზეთით დამუშავება ზოგადად ევროპაში ძალიან პოპულარულია.

რა ეფექტები შეიძლება ქონდეს პარკეტის ზედაპირს?

ზედაპირული მექანიკური დამუშავების მიხედვით სამშრიან პარკეტს შეიძლება ჰქონდეს ბევრი სხვადასხვა ეფექტი. თემას ცალკე განვიხილავთ ჩვენს  ბლოგში პარკეტის ზედაპირის მექანიკური სტრუქტურა

.

oberfl-chen5e45c94ca4743

მადლობა რომ გვსტუმრობთ. გაეცანით მუხის სამშრიანი პარკეტის სახეობებს ჩვენს ონლაინ მაღაზიაში

თქვენ დაათვალიერეთ