ხის მასალის გამოყენება იატაკის საფარად არა მხოლოდ სითბოს და სიმშვიდეს განასახიერებს, არამედ გამძლეა და ცვეთის მიმართ მდგრადობით გამოირჩევა.
იატაკად მრავალი ხის ჯიში გამოიყენება, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა მუხის პარკეტი. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში არა მუხა, არამედ წიფელია პირველ ადგილზე მისი დაბალი ფასის და ჩვენში წიფლის პოპულაციის ფართო გავრცელების გამო. გემოვნებაზე არ დავობენო ცნობილია, მაგრამ გერმანელ პარკეტის ხელოსნებში მოარულია ფრთიანი ფრაზა წიფელზე:
“წიფელი ძალიან კარგი მასალაა, მხოლოდ არა იატაკზე, არამედ ბუხარშიაო“.
მუხა დასავლეთ ევროპაში ბოლო ათწლეულებია წარმატებით ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს.
ასეთი პოპულარობის მიზეზი არის ფართო გავრცელება და უცვლელი ელეგანტურობა. ის თანაბრად უხდება როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე დიზაინის საცხოვრებლებს. მაღალი ცვეთამედეგობის გამო დაგება ხდება ასევე კომერციული დატვირთვის ობიექტებშიც.
მუხის სიმაგრე განაპირობებს ხანგრძლივ ექსპლოატაციას
ადამიანები დიდი ხანია იცნობენ და აფასებენ მუხის ვიზუალს და მის მდგრადობას. ეს ხის ჯიში განსაკუთრებით ნელა იზრდება და სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს მის სიმაგრეს. შესაძლებელია მრავალჯერადად მოხვეწა რის შემდეგაც მუხა ახლებური ბრწყინვალებით წარდგება მნახველის წინაშე.
თუ თქვენს მუხის პარკეტზე ოდნავ მაინც იზრუნებთ და მოუვლით, მრავალი ათეული წლის განმავლობაში ერთგულად მოგემსახურებათ და გადაეცემა შთამომავლობას.
მუხის პარკეტი - კლასიკურიდან მოდერნამდე
ხელმისაწვდომია მრავალ ტონალობაში, ფორმატსა და დიზაინში. ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის მუხის პარკეტის სორტიმენტში თავის ფავორიტს.
დამატებითი სივრცითი და ტონალობითი ეფექტები მიიღწევა ზედაპირის მექანიკური და ფერობრივი დამუშავებით.
დამუშავებაში იგულისხმება გახეხვა (ბრაშირება), შებოლვა, შეთეთრება, და ფერადი დამუშავება. მექანიკური დამუშავების შესახებ შეიგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს ბლოგში „პარკეტის ზედაპირის მექანიკური სტრუქტურა“. შებოლილი მუხა უფრო მკვეთრ ფერს იღებს და იდალური ვარიანტია თბილი ტონალობების მოყვარულებისთვის. ამის საპირისპოროდ მუხის შეთეთრებით მიიღწევა ნათელი ტონალობები.
ინდივიდუალური ხასიათი განსაკუთრებით ძლიერდება ბრაშირებით, ანუ რკინის ჯაგრისით მოხეხვით. ამ პროცედურებით ხაზები და რგოლები მაღლა ამოიკვეთება, რითიც სახასიათო, ავთენტური იერსახე იქმნება.
ბაზარზე წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმატით და სორტირებით. კლასიკური მცირე ზომის პარკეტიდან სამშრიან პარკეტამდე. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ეფექტურია და ვიზუალურად მასიური ფიცრებისგან არ განსხვავდება, განსაკუთრებით თუ ოთხივე მხარეს აქვს ჩანათალები, ე.წ. ფასკები. სორტირება რუსტიკი ცოცხალ სურათს იძლევა, სადაც ჩანს ბუნებრივი სტრუქტურა კოჟრებით.
ყველა ცხოვრების სტილისთვის
მუხის პარკეტის არჩევით, ირჩევთ გამძლე და მდიდრულ იატაკის საფარს, რომელც იგივეა მარად და მარად, არ სდევს ჟმთა ცვლას. მისი ყავისფერი, თბილი ტონალობა ჰარმონიულად ერწყმის კლასიკურ თუ თანამედროვე ავეჯს.
მასიური პარკეტი აუცილებელია პროფესიონალმა ხელოსანმა დააგოს, სამშრიანის შემთხვევაში პარკეტი შედარებით მარტივი დასაგებია და სამუშაო შესაძლებელია შეასრულოს მცირე უნარ-ჩვევების მქონე არაპროფესიონალმაც.
შეიქმენით ბუნებრივი გარემო სახლსა თუ ოფისში.