პარკეტი

  ლაქი და ზეთი

  ციკლოვკა

  599 695964

ჰუმელის ზუმფარა

გთავაზობთ პროფესიონალური ციკლოვკის აპარატის LÄGLER HUMMEL ზუმფარებს. 

გთავაზობთ პროფესიონალური ციკლოვკის აპარატის LÄGLER HUMMEL ზუმფარებს.  სრულად »
დახურვა
ჰუმელის ზუმფარა

გთავაზობთ პროფესიონალური ციკლოვკის აპარატის LÄGLER HUMMEL ზუმფარებს. 

ფილტრის დახურვა X
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

ჰუმელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ციკლოვკის აპარატია

მას გერმანულ ტანკსაც ეძახიან. მისი დანიშნულებაა პირველადი, შავი სამუშაოს შესრულება ხის იატაკზე და პარკეტზე. ამ სამუშაოს ჰუმელი, როგორც სანიმუშო გერმანელი ჩვეული შრომისმოყვარეობით და ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს.

 hummel

თუმცა საქმის შესასრულებლად ჰუმელს სჭირდება დამხმარეები

ა. გამოცდილი პარკეტის ხელოსანი

ბ. მასზე მორგებული ზუმფარები. 

გ. ელექტროენერგია

 

ზუმფარების ხარისხზე არანაკლებ არის დამოკიდებული შესრულებული სამუშაოს ხარისხი. გერმანული კომპანია Starcke შტარკე აწარმოებს ჰუმელის მაღალი ხარისხის ზუმფარებს, რომლებიც ექსკლუზიურად ჩვენთან იყიდება.

 

გაყიდვაშია 3 განსხვავებული ტექნოლოგიის ჰუმელის ზუმფარა. რა განსხვავებებია მათ შორის და რომელი დაგვჭირდება ჩვენ, ამაზე ქვევით. 

 

ჰუმელის ზუმფარა შავი (ფრაქცია 12)

ტექნოლოგია: სილიციუმის კარბიტი ნაჭერზე

დანიშნულება:  შეღებილი, ე.წ კრასკიანი იატაკის ციკლოვკა.

12_57
 ჰუმელი და შავი ზუმფარა გერმანიაში

 

ტექნოლოგიის წყალობით ზუმფარა კარგად უმკლავდება საღებავის სქელ ფენებს. გრანულების სიმაღლე და განფანტვის დაბალი სიმჭიდროვე აფხეკილ საღებავს არ აძლევს საშუალებას მიეკრას ზუმფარას. ამის გამო ზუმფარა არ იგლისება, შესაბამისად მისი წარმადობა მაღალია. ანუ შავი ზუმფარა იდეალური ვარიანტია შეღებილი იატაკის ციკლოვკისთვის და ისევე იმ დროს, როცა ღრმა ციკლოვკაა საჭირო.

 

ჰუმელის ზუმფარა ლურჯი (ფრაქცია 36, 40, 60, 80, 100, 120)

ტექნოლოგია: ცირკონი ნაჭერზე

დანიშნულება: რბილი, საშუალო და მაღალი სიმკვრივის პარკეტის და ხის იატაკის ციკლოვკა

_0_55
 ჰუმელის ლურჯი ზუმფარა ცირკონი

 

ცირკონი ფასის და ხარისხის კარგი ურთიერთშეფარდების გამო ყველაზე გავრცელებული ტექნოლოგიაა, რომელიც ციკლოვკის დროს გამოიყენება. ცირკონის გრანულები არ ტოვებენ ღრმა ნაკაწრებს, რომელთა გამოსწორებაც შემდეგ რთულია ხოლმე, ამიტომ ჰუმელის ზუმფარა ცირკონზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ხელოსნებში.

 

ჰუმელის ზუმფარა იასამნისფერი (ფრაქცია 36, 40, 60, 80, 100)

ტექნოლოგია: კერამიკა გაძლიერებულ ნაჭერზე

დანიშნულება: დიდი ფართობის და საშუალო, მაღალი და ზემაღალი სიმკვრივის პარკეტის და ხის იატაკის ციკლოვკა

_0
 ჰუმელის იასამნისფერი ზუმფარა კერამიკა

 

კერამიკა ყველაზე მყარი ტექნოლოგიაა, რომელიც ჰუმელის ლენტურ ზუმფარებზე გამოიყენება. გამოირჩევა ზემაღალი წარმადობით, ანუ ერთ ზუმფარას შეუძლია მეტ ფართობზე შასრულოს სამუშაო. ფასი მაღალი აქვს, ვიდრე ცირკონს, მაგრამ როცა საქმე დიდ ფართობებზე მიდგება საეთო ჯამში უფრო ეკონომიურია.

 

შეჯამების სახით

  • საღებავიანი იატაკისთვის და ღრმა ციკლვოკისთვის ფრონტის ხაზზე პირველი გადის შავი ზუმფარა

 

  • სტანდარტული სიმკვრივის ხის და სტანდარტული ფართების ციკლოვკისთვის ვიყენებთ ლურჯ ჰუმელის ზუმფარას

 

  • დიდ ფართებზე და მაღალი სიმკვრივის ხეზე ვიყენებთ იასამნისფერ ზუმფარას კერამიკის ბაზაზე.

 

შეიძლება თუ არა მხოლოდ ჰუმელით გავაკეთოთ ციკლოვკა და არ გამოვიყენოთ ტრიო?

 

ტექნოლოგიურად ჰუმელი ვერ დებს იდეალურ ზედაპირს, იგულისხმება იდეალური სისწორე და ხაზების არარსებობა. იდეალაური ზედაპირის მისაღებად ჰუმელის შემდეგ იყენებენ ტრიოს.

 

თუმცა არის შემთხვევები, როცა მხოლოდ ჰუმელის გამოყენება რეკომენდირებულია თანხის და დროის დაზოგვის მიზნით.

მაგალითად ძველ იატაკებზე ან გემბანურად დაგებულ პარკეტზე, სადაც არ გვაქვს პრეტენზია იდეალურობაზე. ფასში სხვაობა კვადრატზე დაახლოებით 5-6 ლარია (ზუმფარებზე და ხელობაზე ფასნამატი რომ ვიანგარიშოთ)

ნაძვის წყობაზე გირჩევთ მაინც ტრიოთი გააკეთებინოთ ხელოსანს, რადგან დახრილი გეომეტრის გამო ჰუმელის კვალი უფრო შესამჩნევია, ვიდრე გემბანურის შემთხვევაში.

 

ტრიოს ზუმფარები შეგიძლიათ ნახოთ აქ ტრიოს ზუმფარები 

პარკეტის ზეთები აქ ზეთები

პარკეტის ლაქი აქ პარკეტის ლაქი

 

ციკლოვკის ზუმფარები

მრგვალი ზუმფარები

ლენტური ზუმფარები

ზუმფარები რულონზე

ზუმფარა ღრუბელზე

სველი ზუმფარა

ზუმფარის ფურცლები

ბოლოს ნანახი