მასიური პარკეტი (ცალობითი)
შედგება ცალკეული მცირე ზომის თამასებისგან, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება ქიმით და ღარით. ამ პარკეტის დაგება ხდება წებოს საშუალებით. დაგების შემდეგ მასიური პარკეტი უნდა მოიხვეწოს და დაილაქოს ან დაიზეთოს. დაგება მოითხოვს შესაბამის უნარ ჩვევებს და მხოლოდ პროფესიონალების მიერ უნდა მოხდეს. დიდი პლიუსია, რომ იატაკი ათწლეულებს უძლებს და შთამომავლობას გადაეცემა. მუშა სისქის გამო მისი ციკლოვკა მრავალჯერადად არის შესაძლებელი