პარკეტი

  ლაქი და ზეთი

  ციკლოვკა

  599 695964

პარკეტის ხელოსანი

ამ სორტირებით არაფერი მოიძებნა

parketis_xelosani_rkinaპარკეტი და ხის აიტაკი ინტერიერის ძირითადი ელემენტი და ყველაზე დიდი "ავეჯია" ოთახში. ის ქმნის ამინდს, დიზაინერულ და ბუნებრივ კლიმატს.

მნიშვნელოვანია პარკეტის თავიდანვე გამართულად და გემოვნებით მოწყობა. ამაში გვეხმარება პარკეტის ხელოსანი. მისი გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე უფრო დიდია ვიდრე გვგონია, რადგან:

"ლამაზი ხის იატაკი პოზიტიურად აისახება ადამიანის გუნება - განწყობაზე, აძლიერებს ბედნიერების განცდას და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. "  


თუ  ახალი პარკეტის დაგებაზე ან ძველის განახლებაზე ფიქრობთ, მნიშვნელოვანია თავიდანვე თანმიმდევრული და სწორი დაგეგმარება.შეცდომების თავიდან ასაცილებლად უნდა მივმართოთ კვალიფიციურ პარკეტის ხელოსნებს

ყურად-უნდა-ვიღოთ:

 
  • ახალი პარკეტის დაგების შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ქვედა საყრდენი საფარის მდგომარეობა, დაიგეგმოს სამუშაოების თანმიმდევრობა, განისაზღვროს სამუშაო ინტერვალები.
  • სივრცითი მოწყობის მოსაზრებებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია შევარჩიოთ რა გეომეტრიით გვსურს პარკეტის დაგება.
  • პარკეტის განახლებისას უნდა განისაზღვროს აქვს თუ არა პარკეტს საკმარისი სამუშაო სისქე და სტაბილურია თუ არა, რომ გაკეთდეს ციკლოვკა. 
  • დაზიანებული იატაკის რესტავრაციისას მნიშვნელოვანია გავარკვიოთ მიზანშეწონილია თუ არა ნაწილობრივი რესტავრაცია და ხომ არ აჯობებს პარკეტი მთლიანად აიყაროს და თავიდან დაიგოს.
  • ბიუჯეტის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს ოპტიმალური მასალები იატაკის დასაცავად

 

ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ჩვენი პარტნიორი ხელოსნების გამოცდილებას და პროფესიონალიზმს. პარკეტის ხელოსანი ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე თქვენთან შეთანხმებით დაგეგმავს ვიზიტს,  მოვა ადგილზე თქვენი იატაკის გასაცნობად, შეაფასებს შესასრულებულ სამუშოებს, დაგითვლით ხარჯებს და გაგიწევთ ყველა სახის კონსულტაციას. ამის შემდეგ თქვენ თავად განსაზღვრავთ ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივას და თქვენი იატაკის მომავალს.

საინტერესოა რითი განსხვავდება კარგი პარკეტის და ციკლოვკის ხელოსანი ცუდისგან?

  1. კარგმა ხელოსანმა კარგად იცის და უყვარს თავისი ხელობა
  2. თავაზიანია
  3. პუნქტუალურია, მოდის დათქმულ დროს და დათქმულ დროში ასრულებს სამუშაოს
  4. არ გპარავთ ნივთებს სახლიდან 
  5. არ გპარავთ ლაქს
  6. აქვს რკინის მუხლები

ჩვენს ხელოსნებთან ერთად თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მოაწყოთ თქვენი იატაკი ტრადიციულად და ტრენდულად ან გამოიყენოთ მათი კომბინაცია განსხვავებული იატაკების მოწყობით ყველა ოთახში.

თქვენ გაქვთ არჩევანი იატაკს წაუსვათ ლაქი, ზეთი ან ზეთი მყარი ცვილით. მათ შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

laqi-tu-zeti6იატაკის ტრადიციულად მოწყობის სურვილის შემთხვევაში  დაიტანება გლიმტრექსის 1 კომპონენტიანი ან 2 კომპონენტიანი ლაქი.

glimtrex-1k

ალტერნატიულად პარკეტი შეიძლება დამუშავდეს უფერული ან ფერადი ზეთით მყარი ცვილით. ზეთის და ცვილის კომბინაციას იატაკი სხვა ესთეთიკურ განზომილებაში გადაჰყავს.

samshriani

გლიმტრექსის საბაზისო ზეთით და ფერების პიგმენტებით შესაძლებელია 200-მდე ფერის და ტონალობის მიღება. ფერების რეალური ნიმუშებით შეიძლება გაკეთდეს სანიმუშო დაფერვა.

farbsystem

თუ მუხის პარკეტი გაქვთ, არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი: მუხა ვინტაჟი. ეს არის სითხე, რომლითაც პარკეტი უნდა დასველდეს. შრობის შემდეგ მუხა ვიზუალურად სრულად გარდაისახება.

თანაბრად დატანით ერთგვაროვენი მოლურჯო მოყავისფრო ფერი მიიღება, ცისფერყანწელური. არათანაბარი დატანით ვიღებთ ფერთა ციალს, ფეთქებადს მზის სხივებთან შეხებისას. მუხის პარკეტი იწყებს ლექსის წერას...

1_1

ხის იატაკზე სამუშაოების საწარმოებლად სასურველია მივმართოთ პროფესიონალ პარკეტის ხელოსნებს, რადგან დამოუკიდებელი მოქმედებებით ვერ მოხდება პარკეტის სრული პოტენციალის გამოვლენა.

არის გამონაკლისი შემთხვევაც:

თუ თქვენი იატაკი დაზეთილია, მის გასაახლებლად შეიძლება არ დაგჭირდეთ ციკლოვკის ხელოსანი, რადგან გლიმტრექსის უფერული ზეთის დატანა მარტივად, ლილვაკით არის შესაძლებელი და განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს არ მოითხოვს. ციკლოვკაც არ არის საჭირო, საკმარისია ზედაპირული გადაშქურკვა. 

ფერადი დაზეთვისას ხელოსანი დაგჭირდებათ, რადგან ციკლოვკა აუცილებელია და დატანისას აკურატულობა და საქმის უზადო ცოდნა მოითხოვება. ასევე შესაბამისი გამოცდილება სჭირდება წყლიანი ლაქების დატანას.

თუ იატაკის განახლებაზე ფიქრობთ და პარკეტის და ციკლოვკის ხელოსანი გჭირდებათ, ჩვენთან სწორად მოხვდით. მოგვწერეთ ფეისბუქზე (ჩვენს გვერდზე მარჯვენა დაბალ მხარეს არის მესინჯერი) ან დაგვირეკეთ ნომერზე  599 695964 

მადლობა ნდობისთვის.

ციკლოვკის სახეობების და ფასების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ბოლოს ნანახი