რუსტიკი. ზომები 14/3 x 190 x 1900 მმ. მომწოდებელი - ავსტრიავუდი.
სამშრიანი მუხის პარკეტი ფაბია - ყველაზე გაყიდვადი სამშრიანი პარკეტია გერმანიაში. მუშა ზედაპირი წარმოდგენილია 3 მილიმეტრიანი ერთიანი ფიცრული ფორმის მუხით. შუა ფენა ვერხვია, ქვედა ფენა - ფანერა.
პარკეტს ოთხივე მხარეს აქვს ფასკები. ზედაპირი არის შებოლილი + ხელით მოხვეწილი და ბრაშირებული, რის გამოც ხაზოვანება განსაკუთრებით გამოკვეთილია. დამუშავებულია მდგრადი, ეკოლოგიურად სუფთა ზეთით.
მასიური პარკეტისგან განსხვავებით შესაძლებელია ფაბიას ლამინატის მსგავსად მშრალად დაგება. არ სჭირდება ციკლოვკა და დალაქვა, ამიტომ დაგებისთანავე გამოყენებადია.
მშრალი დაგების შესაძლებლობა სამშრიან პარკეტს განსაკუთრებულად ეკონომიურს ხდის. შედარებისთვის, კლასიკური პარკეტით იატაკის ხარისხიანად მოწყობის ხარჯი 140 ლარამდეა და ამ ფასში არ შედის პარკეტის ღირებულება.
ხის ჯიში: | მუხა |
კონსტრუქცია: | სამშრიანი პარკეტი |
დიზაინი: | 1 ზოლიანი |
სელექცია: | რუსტიკი |
ფასკა: | 4 - მხრივი |
ზომები პარკეტი: | 14/3 x 190 x 1900 მმ. |
ზედაპირის სტრუქტურა: | ბრაშირებული, შებოლილი, ხელით ნათალი |
ზედაპირის დაფარვა: | ზეთი |
მშრალი დაგება: | დიახ |
იატაკის გათბობა: | დიახ |
კვადრატი შეფუთვაში: | 2,888 |