ციკლოვკის აპარატები
მსოფლიო მასშტაბის ყველაზე ცნობილი ბრენდია გერმანული კომპანია კომპანია ლეგლერი. ახალი დანადგარის ქარხნული ფასი 4300 ევრომდეა. თანამედროვე გერმანიაში ციკლოვკის ხელოსანი ძირითადად ამ დანადგარებით მუშაობს. მათი სახელებია:
• გერმანული აპარატი ჰუმელი
მძიმე მასიური აპარატი - გამოიყენება პირველადი შავი სამუშაოსთვის სიმაღლეში განსხვავებების გასასწორებლად.
• გერმანული აპარატი ტრიო
სახელი უკავშირდება სწრაფი სიჩქარით წრიულად მბრუნავ 3 დისკოს და გამოიყენება ბოლო პირზე იდეალურად სწორი ზედაპირის შესაქმნელად.
• ელანი და ფლიპი
მცირე ზომის მობილური აპარატებია იმ ადგილებისთვის, რომლებიც დიდი მანქანებისთვის მიუვალია.
გერმანული ხარისხის და ტექნოლოგიების მიუხედავად მათ სწორ მართვას მაღალი პროფესიონალიზმი და გამოცდილება სჭირდება. არასწორმა მოხმარებამ, განსაკუთრებით ჰუმელის შემთხვევაში შეიძლება პარკეტი სრულიად უვარგისი გახადოს.
მნიშვნელობა აქვს აგრეთვე როგორი ზუმფარებით ხდება იატაკის ciklovka, რადგან სხვადასხვა სიმაგრის ხის მასალას განსხვავებული მიდგომა სჭირდება.
გერმანული ციკლოვკა თუ რუსული?
საქართველოში პარკეტის ხელოსნი თითქმის ყოველთვის დაგისვამთ შეკითხვას: გერმანული აპარატით გსურთ გაკეთდეს ციკლოვკა თუ რუსულით?
რუსული აპარატი, ისევე როგორც ჰუმელი შავ სამუშაოს ასრულებს. იმ განსხვავებით, რომ სამუშაო პროცესს მეტი მტვერი ახლავს თან და იატაკზე ტალღოვანი ზედაპირები მეტად რჩება. შემდგომ მის გასასწორებლად და იდეალური ზედაპირის მისაღებად იყენებენ ტრიოს.
ჩვენი ციკლოვკის ხელოსნები მხოლოდ გერმანული დანადგარებით მუშაობენ და ეგრეთ წოდებულ „რუსულ ციკლოვკასაც“ გერმანული ჰუმელით იგივე ტარიფებით აკათებენ.
რა ღირს იატაკის მოხვეწა იგივე ციკლოვკა?
სამუშაოების ჩატარების ჯამური ღირებულება განისაზღვრება შემდეგი კომპონენტებით:
ხელობა - მოხვეწა + დაზეთვა ან დალაქვა + ღარების შევსება
|
გერმანული ციკლოვკა (ფასი) 10-12 ლარი ღირს ლაქის წასმით კვადრატული მეტრი. ჰუმელი და ტრიოს ზუმფარებში დაახლოებით 3 ლარის გადახდა მოგიწეევთ, ხოლო იატაკის ლაქი და ზეთი ხარისხის მიხედვით უნდა შეარჩიოთ.
რუსული ციკლოვკა (ფასი) ჰუმელით 7 ლარი ღირს. ზუმფარებისთვის 1,5 ლარი უნდა გაითვალისწინოთ.
თუ პარკეტი ძალიან არის დაცვეთილი ის არ ექვემდებარება განახლებას. თუ პარკეტი ამოვარდნილია ან მოძრაობს, უნდა მოხდეს მისი ჩანაცვლება და გამაგრება. სამუშაოების დაწყებამდე უნდა მოხდეს იატაკის დათვალიერება, რასაც თქვენი სურვილის შემთხვევაში სიამოვნებით გავაკეთებთ.
გაეცანი სტატიას