პარკეტი

  ლაქი და ზეთი

  ციკლოვკა

  599 695964

პარკეტის ზედაპირის მექანიკური სტრუქტურა

ხე უნიკალური ბუნებრივი მასალაა. მისი უნიკალურობის ხაზგასმა დამატებით შესაძლებელია პარკეტის ან იატაკის ფიცრის ზედაპირის მექანიკური დამუშავებით. გაგაცნობთ დამუშავების სახეებს:

oberfl-chen5e45c94ca4743

  1. გლუვი პარკეტი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, ის მიიღება პარკეტის ან ხის იატაკის მანქანური წესით მოხვეწის დროს მბრუნავი ზუმფარების საშუალებით. პარკეტის ზედაპირი ერთდონიანი და გლუვია. ეს ეფექტი მიიღწევა კლასიკური გერმანული ციკლოვკის შემთხვევაში
  2. ნაკეპი პარკეტი : ხის ზედაპირი ისე გამოიყურება, თითქოს ხორცსაკეპ მანქანაში იყოს გატარებული. ჰაპტიკა რელიეფურია
  3. ხელნახვეწი პარკეტი მიიღება შალაშინის საშუალებით. სანამ პარკეტს წაესმევა ლაქი ან ზეთი ხელით ხდება ფიცრების გაშალაშინება. მიზანი არის ის, რომ ხის ზედაპირი არ იყოს თანაბრად გლუვი და ქონდეს ბუნებრივი რელიეფური ფორმები. ჩვენი სამშრიანი პარკეტი მუხა ფაბია სწორედ ამ ტექნოლოგიით არის დამზადებული. 
  4. ბრაშირებული პარკეტი მიიღება პარკეტზე და ხის იატაკზე რკინის ჯაგრისების გადატარებით. ამ პროცესში შედარებით რბილი ფენები იფხიკება ზედაპირიდან და რჩება მყარი ფენები. იქმნება ეფექტი რომ ხის ზედაპირზე წვრილი ძაფები არის მაღლა ამოწეული. განსაკუთრებით ლამაზია ეს ეფექტი როცა ხის ზედაპირს აქვს მდიდარი ხაზოვანება.fabia
  5. ნახერხი პარკეტი  პარკეტის ზედაპირს აშკარად ეტყობა ხერხის კვალი. ზედაპირი დახერხვის შემდეგ განგებ არ მუშავდება დამატებით მექანიკურად და ხდება პირდაპირ დალაქვა ან დაზეთვა. 
  6. ნაჭიარი პარკეტი ხდება იატაკის განგებ დასვრეტა, თითქოს ხეში ჭია ბუდობდა. რაოდენ გასაკვირადაც უნდა მოგვეჩვენოს არის ადამიანთა კატეგორია, რომელსაც სწორედ ეს ეფექტი ხიბლავს.  
გთხოვთ შეიყვანოთ სიმბოლოების კომბინაცია ველში

* მონიშნული ველების შევსება აუცილებელია. მადლობა რომ გვსტუმრობთ

დაკავშირებული პროდუქტი
ფაბია
რუსტიკი
14/3 x 190 x 1900 მმ
ბრაშირება
რელიეფური
გირჩევთ