ფიქრობთ რომ ხე და წყალი ბუნებრივად მტრები არიან?
მართებულად ფიქრობთ, მაგრამ რამდენად?
ჩვენ ვაკავშირებთ ამ ორ მშვენიერ მასალას სამზარეულოში. მაგალითისთვის ჩვენი საჭრელი დაფები ხისგან არის დამზადებული და გამოყენების შემდეგ მათი წყლით გარეცხვას არ ვერიდებით.
ძვირადღირებული ტაფის ყიდვისას კონსულტანტი გვირჩევს არ დავაზიანოთ ზედაპირი მეტალის კოვზებით. ჩვენც მივყვებით რეკომენდაციას და ცხელსა თუ ცივ კერძებს ხის კოვზებით ვურევთ. ამ კოვზებს შემდეგ წყალში ვრეცხავთ.
ხარშვა დუღილის თანმდევად სამზარეულოში ორთქლი წარმოიშვება, მაგრამ იქვე მდგარი მაგიდა ან სხვა ხის ავეჯი ამით არ ფუჭდება.
ბოლო დროს ტრენდული ხის სამზარეულო დაფების, ე.წ სტალიჩნიცების ზედაპირიც სველი ტილოთი იწმინდება.
როგორც ირკვევა ხის გამოყენებას სამზარეულოში და მის წყალთან კონტაქტს პრაქტიკაში ხშირად მივმართავთ და ჩვენი მოქმედების სისწორეს სულაც არ ვაყენებთ ეჭვის ქვეშ.
მაგრამ როგორ ვიქცევით ბაზანის შემთხვევაში? ორმაგ სტანდარტებთან ხომ არ გვაქვს საქმე? როცა საქმე ეხება იატაკის მოწყობას აბაზანისთვის დიდი ფიქრისა და განსჯის გარეშე, თვალის ერთ დახამხამებაში კაფელ-მეტლახს ვანიჭებთ უპირატესობას. „ხეს არაფერი ესაქმება ისეთ ნესტიან ადგილას, როგორც აბაზანაა“ - ეს არის ფართოდ გავრცელებული აზრი.
თუმცა...
ბოლო დროს იზრდება არაშაბლონურად მოაზროვნე ინდივიდებში სურვილი, საყოველთაო აზრის მიუხედავად, საკუთარ აბაზანაში არა კაფელ მეტლახის, არამედ ხის იატაკის და ხის კედლის პანელების გამოყენებით შექმნან ის ოაზისი, რომელიც ემოციური განტვირთვისა და ფიზიკური რეგენერაციის წყაროდ იქცევა
ირკვევა, რომ პარკეტი ან ხის ფიცრული იატაკი აბაზანაში არც ისე უტოპიური იდეეა, როგორც ბევრს წარმოუდგენია. ცვლილება იწყება აზროვნებაში.
იმისთვის რომ შეიტანოთ ბუნება თქვენს აბაზანაში, ბოლომდე ისიმოვნოთ ამ ნაბიჯით და არასოდეს ინანოთ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
- სწორად შეარჩიეთ ხის მასალა. ყველა ჯიშის ხის მასალისგან აბაზანაში იატაკად არ გამოგვადგება. შერჩეულმა ხის მასალამ ტენი ჭარბი რაოდენობით არ უნდა შეისრუტოს და არ დაიჟღინთოს. იდეალური ხის ჯიშები აბაზანისთვის არის მუხა და კაკალი, ასევე კარგი თვისებები აქვს ბამბუკს.
- იატაკი პროფესიონალმა უნდა დააგოს. ძალიან მნიშვნელოვანია ღარებში წყალი არ იღვრებოდეს. ამისთვის ღარები ელასტიური, წყალგაუმტარი შპალკებით უნდა შეივსოს..
- ასევე მნიშვნელოვანია პარკეტი ან ხის იატაკის დაწებება და არა მშრალი დაგება. იდეალური ვარიანტია, როცა თავიდანვე, იატაკი ისე დაგეგმარდეს, რომ მაქსიმალურად ნაკლები წყალი ხვდებოდეს იატაკზე და თუ მოხვდა გუბეებად არ ჩერდებოდეს .
- დაგების შემდეგ იატაკი უნდა დამუშავდეს სპეციალური ზეთებით.
- უნდა გავითვალისწინოთ რომ საშხაპე კაბინაში, ხე მაინც პერსონა ნონ გრატად რჩება.
ხუთი მიზეზი იმისთვის, რატომ უნდა დავაგოთ აბაზანაში ხის იატაკი
- აბაზანაში ხის იატაკს გამორჩეული ხიბლი აქვს. ხე თბილ და ბუნებრივ ატმოსფეროს ქმნის, რაც კაფელ-მეტლახს დაგვეთანხმეთ არ შეუძლია.
- ხეს თავის სტრუქტურის და ფერის ზემოქმედებით აქვს რელაქსაციის ეფექტი და გვაახლოვებს ბუნებასთან. ადამიანი თავს ხეების გარემოცვაში გრძნობს ჯანსაღად და ბედნიერების კოეფიციენტი უფრო მაღალია.
- შიშველი ფეხისგულებით სიარული ხის იატაკზე ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე ცივ მეთლახზე.
- ხეს აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება. ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აქტიურად ებრძვიან ბაქტერიებს
- ხე აბაზანაში ხაზს უსვამთ თქვენს გამორჩეულობას და ინდივიდუალიზმს.
იმისათვის, რომ აბაზანაში პარკეტმა და ხის იატაკმა შეინარჩუნოს ფორმა და დიდხანს გემსახუროთ
- მოერიდეთ წყლის გუბეებად დაყენებას იატაკზე. სისველე, რომელიც რჩება სველი ფეხით გავლისას მალე უნდა მოწმინდოთ.
- გამოიყენეთ სპეციალური ზეთები იატაკზე შესაზელად და გარკვეული დროის ინტერვალებით განაახლეთ ზეთი. ზეთი არა მხოლოდ ლამაზ, ბუნებრივ ეფექტს აძლევს იატაკს, არამედ არ ატარებს წყალს .
- იატაკი უნდა დააგოს საქმის მცოდნე ხელოსანმა.
- შხაპის მიღების შემდეგ გამოაღეთ კარები, რათა სწრაფად მოხდეს ტენიანობის შემცირება და აბაზანის კლიმატის სხვა ოთახების კლიმატურ პირობებთან გათანაბრება.
როგორც ვხედავთ აბაზანაში ხის იატაკი სულაც აღარ არის უტოპია. სწორი დაგეგმარებით და მცირე ყურადღების გამოჩენით, ჩვენი ოცნება ხის აბაზანაზე ახდენადია.
მადლობა რომ ჩვენთან ხართ.