ციკლოვკა - ciklovka - 599 695964
რა ღირს იატაკის მოხვეწა?
სამუშაოების ჯამური ღირებულება განისაზღვრება შემდეგი კომპონენტებით:
ციკლოვკა ლაქის წასმით | |
ხელობა | მოხვეწა + დაზეთვა ან დალაქვა + ღარების შევსება |
სახარჯი მასალები | ზუმფარები, ლილვაკები |
იატაკის საცხები | შპაკლი, ზეთი ან ლაქი |
ციკლოვკის ფასი
გერმანული ციკლოვკა ხელობა 20 ლარი ღირს კვადრატული მეტრი. სახარჯ მასალებში 4 ლარის ლარის გადახდა მოგიწევს, ხოლო იატაკის საცხები ხარისხის მიხედვით უნდა შეარჩიო.
თუ ხარისხიან გერმანულ მასალებს შეიძენ, მაშინ სრული სამუშაო 40-45 ლარი დაგიჯდება ერთ კვადრატულ მეტრზე. სხვაობას ფასში გვაძლევს ძირითადად ლაქი, იმის მიხედვით 1 კომპონენტიან ლაქზე შეჯერდები თუ 2 კომპონენტიან ლაქს გადაწყვეტ.
რუსული ციკლოვკის შემთხვევაში სრული სამუშაო ციკლის ფასია 30-35 ლარი . ფასში აქაც შედის ყველა მასალა.
ციკლოვკა და გლიმტრექსის 1კ ლაქი წიფლის პარკეტზე |
ხანდახან პარკეტის ზედა მუშა ფენა ხშირი ციკლოვკით იმდენად არის დათხელებული, რომ მეტს ვეღარ უძლებს. ის არ ექვემდებარება განახლებას. ასეთ შემთხვევაში სხვა საფარზე უნდა იფიქროთ. ამ ლამინატი დაგოთ, ან სამშრიანი პარკეტი.
თუ პარკეტი ამოვარდნილია ან მოძრაობს, უნდა მოხდეს მისი ჩანაცვლება და გამაგრება. სამუშაოების დაწყებამდე უნდა მოხდეს იატაკის დათვალიერება, რასაც შენი სურვილის შემთხვევაში სიამოვნებით გავაკეთებთ.
ციკლოვკის დანადგარები
მსოფლიო მასშტაბის ყველაზე ცნობილი ბრენდია გერმანული კომპანია ლეგლერი. ახალი დანადგარის ფასი ქარხანაში 4500 ევრომდეა. თანამედროვე გერმანიაში ციკლოვკის ხელოსანი ძირითადად ამ დანადგარებით მუშაობს.
- ჰუმელი მძიმე მასიური მანქანაა და გამოიყენება პირველადი შავი სამუშაოსთვის სიმაღლეში განსხვავებების გასასწორებლად.
- ტრიოს სახელი უკავშირდება სწრაფი სიჩქარით წრიულად მბრუნავ 3 დისკოს და გამოიყენება ბოლო პირზე იდეალურად სწორი ზედაპირის შესაქმნელად.
- ელანი და ფლიპი მცირე ზომის მობილური დანადგარებია იმ ადგილებისთვის, რომლებიც დიდი მანქანებისთვის მიუვალია.
გერმანული ხარისხის და დახვეწილი ტექნოლოგიების მიუხედავად მათ სწორ მართვას მაღალი პროფესიონალიზმი და გამოცდილება სჭირდება. არასწორმა მოხმარებამ, განსაკუთრებით ჰუმელის შემთხვევაში შეიძლება პარკეტი სრულიად უვარგისი გახადოს. მაგალითად თუ დანადგარს მოჭიდების მდგომარეობაში ერთ ადგილას გავაჩერებთ პარკეტზე ორმო ამოითხრება და შიგ ჩავვარდებით.
მნიშვნელობა აქვს აგრეთვე როგორი ზუმფარებით ხდება იატაკის დამუშავება, რადგან სხვადასხვა სიმაგრის ხის მასალას განსხვავებული მიდგომა სჭირდება.
რუსული თუ გერმანული ციკლოვკა?
საქართველოში პარკეტის ხელოსნი თითქმის ყოველთვის დაგისვამთ შეკითხვას: გერმანული დანადგარით გსურთ გაკეთდეს ციკლოვკა თუ რუსულით?
რუსული დანადგარი, ისევე როგორც ჰუმელი შავ სამუშაოს ასრულებს. იმ განსხვავებით, რომ სამუშაო პროცესს მეტი მტვერი ახლავს თან და იატაკზე ტალღოვანი ზედაპირები მეტად რჩება.
რუსული ციკლოვკის აპარატი |
შემდგომში ხარვეზების გასასწორებლად და იდეალური ზედაპირის მისაღებად იყენებენ ტრიოს.
ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ხელოსანი მხოლოდ გერმანული დანადგარებით მუშაობს და ეგრეთ წოდებულ „რუსულ ციკლოვკასაც“ გერმანული ჰუმელით იგივე ტარიფებით აკეთებს
გერმანული აპარატი ჰუმელი აკეთებს შავ სამუშაოს |
ჰუმელი საქართველოში ბევრ ხელოსანს არ აქვს და მასთან მუშაობაც არ იციან.
ჰუმელის ლენტური ზუმფარები რუსული დანადგარის ზუმფარებთან შედარებით ძვირი ღირს, მაგრამ არა კატასტროფულად. ზუმფარის ხარჯი 1 კვადრატულზე დაახლოებით 1 ლარით მეტია.
ციკლოვკა ფერწერაში
ეს ტილო თავის დროზე ფრანგმა იმპრეიონისტებმა შექმნეს. მასზე ვხედავ 2 ხელოსანს, რომლებიც იატაკის განახლებით არიან დაკავებული. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რამდენად შრომატევადი პროცესი უნდა ყოფილიყო ძველ დროს იატაკის მოხვეწა - ციკლოვკა.
დღეს ამ მეთოდით უკვე აღარავინ მუშაობს. ტექნოლოგიების განვითარებამ ციკლოვკის დანადგარების შექმნასაც მისცა ბიძგი.