პარკეტი

  ლაქი და ზეთი

  ციკლოვკა

  599 695964

ამ ფილტრით არაფერი მოიძებნა

ციკლოვკა - ciklovka - 599 695964 

რა ღირს იატაკის მოხვეწა?


სამუშაოების ჯამური ღირებულება განისაზღვრება შემდეგი კომპონენტებით:

ციკლოვკა ლაქის წასმით

ხელობა

მოხვეწა + დაზეთვა ან დალაქვა + ღარების ამოშპაკლვა

სახარჯი მასალები

ზუმფარები, ლილვაკები

საცხები

შპაკლი, ზეთი, ზეთი ცვილით ან ლაქი

ციკლოვკის ფასი

გერმანული ციკლოვკა ხელობა 20 ლარი ღირს კვადრატული მეტრი.

სახარჯ მასალებში (ზუმფარები, ლილვაკები) დაახლოებით + 5 ლარის გადახდა მოგიწევთ, ხოლო იატაკის საცხები (შპაკლი, ლაქი, ზეთი, ან ზეთი ცვილით) ხარისხის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. 

laqi-tu-zeti-cvilit
გერმანული ლაქი 1კ და ზეთი მყარი ცვილით გლიმტრექსი

ხარისხიანი გერმანული ლაკით ან ზეთით სრული სამუშაო 40-45 ლარი დაგიჯდება ერთ კვადრატულ მეტრზე გერმანული ციკლოვკის შემთხვევაში.

სხვაობას ფასში გვაძლევს ძირითადად ლაქი, იმის მიხედვით 1 კომპონენტიან ლაქზე შეჯერდებით თუ 2 კომპონენტიან ლაქს გადაწყვეტთ.

1 კომპონენტიანი ლაქი გამოიყენება მცირე და საშუალო დატვირთვებისთვის, 2 კომპონენტიანი ლაქი - საშუალო და მაღალი დატვირთვებისთვის.

SIGNUM_2K-LackHaerter_ml
2 კომპონენტიანი ლაქი

ლაქის ალტერნატივაა ზეთი მყარი ცვილით. გაეცანი სხვაობას - ლაქი თუ ზეთი

1
 გლიმტრექსის ზეთი ცვილით პოლუმატი მუხაზე

რუსული ციკლოვკის შემთხვევაში სრული სამუშაო ციკლის ფასია 30-35 ლარი . ფასში აქაც შედის ყველა მასალა.

ciklovka-1k-cifelze
 ციკლოვკა და გლიმტრექსის 1კ ლაქი პოლუმატი წიფელზე

როდის ვერ უკეთდება პარკეტს ციკლოვკა?

ზოგჯერ პარკეტის ზედა მუშა ფენა ხშირი ციკლოვკით იმდენად არის დათხელებული, რომ კიდევ უფრო დათხელება პარკეტს ქიმამდე დაიყვანს და უვარგისს გახდის.

ასეთ შემთხვევაში ამბობენ რომ პარკეტი მეტ ციკლოვკას ვერ აიტანს, ანუ ის არ ექვემდებარება განახლებას.

გამოსავალია ან ძველის აყრა და ახალი პარკეტის დაგება, ან ზემოდან ლამინატის ან სამშრიანი პარკეტის გადაგება. 

თუ პარკეტი ამოვარდნილია ან მოძრაობს, უნდა მოხდეს მისი გამაგრება. სამუშაოების დაწყებამდე უნდა მოხდეს იატაკის დათვალიერება, რასაც სურვილის შემთხვევაში ჩვენი ხელოსნები გააკეთებენ..

დაგვირეკეთ 599 695964 

 

რუსული თუ გერმანული ციკლოვკა? რაშია სხვაობა?


პარკეტის ხელოსნი თითქმის ყოველთვის დაგისვამთ შეკითხვას: გერმანული დანადგარით გსურთ გაკეთდეს ციკლოვკა თუ რუსულით? ან რუსული ციკლოვკა გნებავთ თუ გერმანული?

რუსული ციკლოვკა

გულისხმობს ბარაბნული სისტემის დანადგარით იატაკის მოხვეწას. ეს შესაძლოა იყოს რუსული, ბარაბნული სისტემის დანადგარი 

rusuli-ciklovka
რუსული ციკლოვკის აპარატი

ან იგივე შავი სამუშაო შეიძლება შეასრულოს გერმანულმა ბარაბნულმა დანადგარმა ჰუმელი. 

humeliFXdmbXrXxj6IJ
გერმანული აპარატი ჰუმელი აკეთებს შავ სამუშაოს

რუსული ციკლოვკის აპარატის, ან ჰუმელის მუშაობის შემდეგ იატაკზე შესაძლებელი დარჩეს მცირე ზომის ჩაღრმავებები და ზოლები. ძველი განადგურებული პარკეტის განახლებისას ეს მცირე ზოლები შეიძლება სათვალავში არ მივიღოთ და ჯობს იატაკს მხოლოდ რუსული ციკლოვკა გაუკეთდეს.

ჰუმელით გაკეთებული სამუშაოც რუსულ ციკლოვკად ითვლება. თუმცა ჰუმელს უფრო ძვირადღირებული ლენტური ზუმფარები სჭირდება და ჰუმელით რუსული ციკლოვკა როგორც წესი 2 ლარით მეტი ღირს კვადრატულზე.

ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ხელოსანი ეგრეთ წოდებულ „რუსულ ციკლოვკასაც“ გერმანული ჰუმელით აკეთებს

თუ ახალი ლამაზი პარკეტი გვაქვს და გვინდა იატაკი იდეალურად სწორი იყოს უნდა გაკეთდეს გერმანული ციკლოვკა.  

ციკლოვკა გერმანული აპარატით

შავი სამუშაოს რუსული აპარატით ან ჰუმელით გაკეთების შემდეგ იდეალური შედეგის მისაღებად საქმეში ერთვება გერმანული აპარატი ტრიო. მისი მუშაობის შედეგს ეძახიან გერმანულ ციკლოვკას.

p_trio
გერმანული ციკლოვკა ტრიოთი

ტრიო თეფშური სისტემით მომუშავე დანადგარია. 3 თეფში დიდი სისწრაფით ბრუნავს და იდეალურად ასწორებს ხის ზედაპირს. 

იატაკის სისწორიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე ხელოსანი ზოგჯერ იღებს გადაწყვეტილებას და მხოლოდ ტრიოთი ამუშავებს ზედაპირს. ამ შემთხვევაშიც გერმანულ ციკლოვკასთან გვაქვს საქმე. 

Glimtrex-Logo
გლიმტრექსი გერმანული პრემიუმ ხაზის ბრენდია

ციკლოვკის დანადგარები


მსოფლიო მასშტაბის ყველაზე ცნობილი ბრენდია გერმანული კომპანია ლეგლერი. ახალი დანადგარის ფასი ქარხანაში 4500 ევრომდეა.

  • ჰუმელი მძიმე მასიური მანქანაა და გამოიყენება პირველადი შავი სამუშაოსთვის სიმაღლეში განსხვავებების გასასწორებლად.
  • ტრიოს სახელი უკავშირდება სწრაფი სიჩქარით წრიულად მბრუნავ 3 დისკოს და გამოიყენება ბოლო პირზე იდეალურად სწორი ზედაპირის შესაქმნელად.
  • ელანი და ფლიპი მცირე ზომის მობილური დანადგარებია იმ ადგილებისთვის, რომლებიც დიდი მანქანებისთვის მიუვალია.

 ciklovkis-aparatebi

გერმანული ხარისხის და დახვეწილი ტექნოლოგიების მიუხედავად მათ სწორ მართვას მაღალი პროფესიონალიზმი და გამოცდილება სჭირდება. არასწორმა მოხმარებამ, განსაკუთრებით ჰუმელის შემთხვევაში შეიძლება პარკეტი სრულიად უვარგისი გახადოს. მაგალითად თუ დანადგარს მოჭიდების მდგომარეობაში ერთ ადგილას გავაჩერებთ პარკეტზე ორმო ამოითხრება და შიგ ჩავვარდებით.

მნიშვნელობა აქვს აგრეთვე როგორი ზუმფარებით ხდება იატაკის დამუშავება, რადგან სხვადასხვა სიმაგრის ხის მასალას განსხვავებული მიდგომა სჭირდება.

ციკლოვკა ფერწერაში


ciklovka-kaieboti

ეს ტილო თავის დროზე ფრანგმა იმპრეიონისტებმა შექმნეს. მასზე ვხედავ 2 ხელოსანს, რომლებიც იატაკის განახლებით არიან დაკავებული. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რამდენად შრომატევადი პროცესი უნდა ყოფილიყო ძველ დროს იატაკის მოხვეწა - ციკლოვკა.

დღეს ამ მეთოდით უკვე აღარავინ მუშაობს. ტექნოლოგიების განვითარებამ ციკლოვკის დანადგარების შექმნასაც მისცა ბიძგი. 

თქვენ დაათვალიერეთ