ახალი გერმანული მოსახვეწი "ციკლოვკის"აპარატი
Woody Junior - წითელი ბარონი
ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ გერმანული კომპანია Roll GmbH მიერ წარმოებულ ბეტონის და ხის იატაკის დასამუშავებელ დანადგარებს.
ხის იატაკის და პარკეტის დასამუშავებელი ხაზი წარმოდგენილია პროფესიონალური მოსახვეწი დანადგარით Woody Junior
მოსახვეწი დანადგარი Woody Junior |
ვის სჭირდება ეს დანადგარი?
დანადგარი განკუთვნილია პროფესიონალი ხელოსნებისთვის, ასევე კომპანიებისთვის, ვისაც ხშირად იწევთ დიდი ფართის ხის იატაკის განახლება. მაგალითისთვის საშუალო და დიდი ზომის სასტუმროებს მისი გამოყენებით პერსპექტივაში შეუძლიათ მნიშვნელოვანი თანხების დაზოგვა.
რითია გამორჩეული ვუდი და რატომ ღირს მისი შეძენა?
დანადგარს აქვს ძლიერი ძრავი და მძიმე წონა 85 კგ, რომელიც აწვება 14 სმ დიამეტრის 3 დისკოს. დისკოების მცირე დიამეტრის გამო იზრდება წერტილოვანი დატვირთვის კოეფიციენტი პარკეტზე.
14 სმ დიამეტრის 3 დისკო |
ექსტემალურად მაღალი ბრუნვის მომენტით (680 ბრუნი წუთში) დანადგარი ათანაბრებს სიმაღლეებში სხვაობებს ე.წ პერეპადებს, ანუ აკეთებს ლენტური დანადგარების შავ სამუშაოსაც.
შედეგად იატაკის იდეალურად მოსახვეწად არ გვჭირდება რამოდენიმე დანადგარის გამოყენება (ბარაბნულ/ლენტური, მრავალდისკოვანი და ერთდისკოვანი), არამედ მხოლოდ ერთის.
ტექნიკური მონაცემები Woody Junior |
ძრავის სიმძლავრე : 2200 Watt, 230 Volt დისკოები : 3 x 140 მმ. ცენტრალური ნახვრეტით ბრუნვის მომენტი : 680 ბრუნი წუთში სამუშაო ფართი: 450 მმ. კორპუსის წონა : 52 კგ. სამუშაო წონა 85 კგ. |
მაღალი ბრუნის მომენტის მიუხედავად მანქანის მართვა მარტივია და შეუძლია არაპროფესიონალსაც.
ზუმფარებს აქვს მომატებული წარმადობის კოეფიციენტი ცენრში არსებული ნახვრეტის გამო
ნახვრეტიანი ზუმფარები ვუდისთვის |
რა საჭიროა ნახვრეტი ზუმფარაზე?
ზუმფარის ტრიალისას მტვერი მიემართება ცენტრისკენ და ნახვრეტიდან შეისრუტება ციკლონში. ამის გამო ზუმფარას არ უწევს მტვრის ზედმეტად ტრიალი და ნაკლებად ცვდება.
რა არის ციკლონი?
ციკლონი არის მეტალის ვედრო კონუსური მოწყობილობით, სადაც ქარბორბალას ეფექტით იყრება მტვერსასრუტის მიერ გადმოქაჩული მტვერი. მუშაობის პრინციპიდან მომდინარეობს სახელწოდება ციკლონი.
ციკლონი დგება მტვერსასრუტს და მოსახვეწ დანადგარს შორის.
ციკლონში გროვდება მტვრის 99 პროცენტი და მისი დახმარებით ფილტრს არ აქვს მტვრისგან ზეწოლა, რაც ზრდის მტვერსასრუტის ექსპლოატაციის ვადას. ციკლონთან კომბინაციაში რეკომენდირებულია ინდუსტრიული მტვერსასრუტი.
ციკლონი |
სპეციალური კონსტრუქციის წყალობით დანადგარი მიდის კიდეებთან მაქსიმალურად ახლოს. თუ იატაკის მოხვეწა მოხსნილ პლინტუსების პირობებში მოხდება, გვერდების დამუშავება საჭირო არ არის. რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სამუშაო დროს.
ძლიერი მტვერსასრუტის და ციკლონის საშუალებით იატაკის მოხვეწას არ ახლავს მტვერი.
შეჯამების სახით ვუდის უპირატესობები სხვა დანადგარებთან შედარებით:
|
პროდუქტის ბმული მწარმოებლის ვებ გვერდზე https://www.shop.roll-gmbh.de