პარკეტი

  ლაქი და ზეთი

  ციკლოვკა

  599 695964

ამ სორტირებით არაფერი მოიძებნა
ციკლონი
ციკლონი
ციკლონი - მტვრის ამკრეფი რეზერვუარი. მოცულობა 45 ლიტრი. მტვერსასრუტიდან გადმოქაჩული მტვრის 99 % ციკლონში იყრის თავს. შედეგად არ ხდება მტვერსასრუტის გადატვირთვა.
2.000,00 GEL *
სამშენებლო მტვერსასრუტი Roll 1250M
სამშენებლო მტვერსასრუტი Roll 1250M
ინდუსტრიული მტვერსასრუტი მშრალი და სველი წესით დასუფთავებისთვის. კურპუსზე ინტეგრირებული შტეფცელი დამატებითი ელექტრო ხელსაწყოების მისაერთებლად ფილტრის ნახევრადავტომატური წმენდა ჰაერის იმპულსებით ინტეგრირებული მანომეტრი ჰაერის მასის...
3.000,00 GEL *
ციკლოვკის აპარატი Roll Woody Junior
ციკლოვკის აპარატი Roll Woody Junior
ტექნიკური მონაცემები: ძრავის სიმძლავრე : 2200 Watt, 230 Volt დისკოები : 3 x 140 მმ. ნახვრეტით ბრუნვის მომენტი : 680 ბრუნი წუთში სამუშაო ფართი: 450 მმ. დანადგარის წონა : 52 კგ. სამუშაო წონა 85 კგ.
31.000,00 GEL *

ახალი გერმანული მოსახვეწი "ციკლოვკის"აპარატი

Woody Junior - წითელი ბარონი

 

 

logoneu_logoPtQNDohN2KIld

ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ გერმანული კომპანია Roll GmbH მიერ წარმოებულ ბეტონის და ხის იატაკის დასამუშავებელ დანადგარებს.

 

ხის იატაკის და პარკეტის დასამუშავებელი ხაზი წარმოდგენილია პროფესიონალური მოსახვეწი დანადგარით Woody Junior

2470101
მოსახვეწი დანადგარი Woody Junior

 

ვის სჭირდება ეს დანადგარი?

დანადგარი განკუთვნილია პროფესიონალი ხელოსნებისთვის, ასევე კომპანიებისთვის, ვისაც ხშირად იწევთ დიდი ფართის ხის იატაკის განახლება. მაგალითისთვის საშუალო და დიდი ზომის სასტუმროებს მისი გამოყენებით პერსპექტივაში შეუძლიათ მნიშვნელოვანი თანხების დაზოგვა.

რითია გამორჩეული ვუდი და რატომ ღირს მისი შეძენა?

დანადგარს აქვს ძლიერი ძრავი და მძიმე წონა 85 კგ, რომელიც აწვება 14 სმ დიამეტრის 3 დისკოს. დისკოების მცირე დიამეტრის გამო იზრდება წერტილოვანი დატვირთვის კოეფიციენტი პარკეტზე.

disc
 14 სმ დიამეტრის 3 დისკო

 

ექსტემალურად მაღალი ბრუნვის მომენტით (680 ბრუნი წუთში) დანადგარი ათანაბრებს სიმაღლეებში სხვაობებს ე.წ პერეპადებს, ანუ აკეთებს ლენტური დანადგარების შავ სამუშაოსაც.

შედეგად იატაკის იდეალურად მოსახვეწად არ გვჭირდება რამოდენიმე დანადგარის გამოყენება (ბარაბნულ/ლენტური, მრავალდისკოვანი და ერთდისკოვანი), არამედ მხოლოდ ერთის.

 ტექნიკური მონაცემები Woody Junior

ძრავის სიმძლავრე : 2200 Watt, 230 Volt

დისკოები : 3 x 140 მმ. ცენტრალური ნახვრეტით

ბრუნვის მომენტი :  680 ბრუნი წუთში

სამუშაო ფართი: 450 მმ.

კორპუსის წონა : 52 კგ.

სამუშაო წონა 85 კგ.

 

მაღალი ბრუნის მომენტის მიუხედავად მანქანის მართვა მარტივია და შეუძლია არაპროფესიონალსაც.

ზუმფარებს აქვს მომატებული წარმადობის კოეფიციენტი ცენრში არსებული ნახვრეტის გამო

zumfara
ნახვრეტიანი ზუმფარები ვუდისთვის

 

რა საჭიროა ნახვრეტი ზუმფარაზე?

ზუმფარის ტრიალისას მტვერი მიემართება ცენტრისკენ და ნახვრეტიდან შეისრუტება ციკლონში. ამის გამო ზუმფარას არ უწევს მტვრის ზედმეტად ტრიალი და ნაკლებად ცვდება.

რა არის ციკლონი?

ციკლონი არის მეტალის ვედრო კონუსური მოწყობილობით, სადაც ქარბორბალას ეფექტით იყრება მტვერსასრუტის მიერ გადმოქაჩული მტვერი. მუშაობის პრინციპიდან მომდინარეობს სახელწოდება ციკლონი. 

ციკლონი დგება მტვერსასრუტს და მოსახვეწ დანადგარს შორის. 

ციკლონში გროვდება მტვრის 99 პროცენტი და მისი დახმარებით ფილტრს არ აქვს მტვრისგან ზეწოლა, რაც ზრდის მტვერსასრუტის ექსპლოატაციის ვადას. ციკლონთან კომბინაციაში რეკომენდირებულია ინდუსტრიული მტვერსასრუტი.

absorber
ციკლონი

სპეციალური კონსტრუქციის წყალობით დანადგარი მიდის კიდეებთან მაქსიმალურად ახლოს. თუ იატაკის მოხვეწა მოხსნილ პლინტუსების პირობებში მოხდება, გვერდების დამუშავება საჭირო არ არის. რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სამუშაო დროს.

kutxe

ძლიერი მტვერსასრუტის და ციკლონის საშუალებით იატაკის მოხვეწას არ ახლავს მტვერი.

 

შეჯამების სახით ვუდის უპირატესობები სხვა დანადგარებთან შედარებით:

  • მოხვეწის მთლიანი ციკლი, უხეშიდან წმინდამდე მიმდინარეობს მხოლოდ ერთი დანადგარით
  • გამოყენება როგორც მასიურ, ასევე ორშრიან და სამშრიან პარკეტზე
  • დროის მნიშვნელოვანი დანაზოგი კიდეებთან მაქსიმალური მიახლოებით
  • მტვრის გარეშე, ხელოსნის და დამკვეთის ჯანმრთელობის დასაცავად
  • ითავსებს 3 დანადგარის ფუნქციებს, ლენტური დანადგარის, მრავალთეფშიანი დანადგარის და საპრიალო ერთდისკიანი მანქანის
  • ზუმფარების წარმადობა მაღალია შუაში ნახვრეტის გამო.
  • მარტივია სამართავად

 

პროდუქტის ბმული მწარმოებლის ვებ გვერდზე https://www.shop.roll-gmbh.de

თქვენ დაათვალიერეთ