იატაკის მოვლის და საწმენდი საშუალება
ხის იატაკი წამყვან ევროპულ ქვეყნებში დიდი ფუფუნებაა და მხოლოდ მდიდარი ადამიანების სახლებში გვხვდება. სასურველია ხის იატაკი ყოველთვის ფორმაში იყოს და ახარებდეს როგორც მასპინძლის, ასევე სტუმრის თვალს.
იმისთვის რომ იატაკმა დიდი ხნის გამმავლობაში შეინარჩუნოს გეომეტრია და ვიზუალი საჭიროა მისი მინიმალურად მოვლა.
ეცადეთ იატაკი გაწმინდოთ კარგად გაწურული და არა სველი ტილოთო. ტილო უნდა იყოს რბილი და არ უნდა ქონდეს აბრაზიული ეფექტი, სხვანაირად რომ ვთქვათ ტილო იატაკის საფარს მექანიკურ ზიანს არ უნდა აყენებდეს
ეცადეთ მოძრავ ავეჯს დაუყენოთ ქეჩები, რათა მაგიდის ან სკამების გადაადგილების დროს იატაკის საფარზე არ იყოს ბასრი აგრესიული ზემოქმედება.
საწმენდ წყალში დაამატეთ სპეციალური საწმენდი და მოვლის საშუალება. გაითვალისწინეთ, რომ დალაქული და დაზეთილი იატაკისთვის სხვადასხვა საწმენდი საშუალება გამოიყენება.
თუ ყველა რჩევას გაითვალისწინებთ და ხის იატაკს და პარკეტს სათანადოდ მოუვლით ის დიდხანს გემსახურებათ და მოგცემთ დამატებით საფუძველს სიამაყისთვის