ხის საღებავები, ლაზური, ზეთი და ლაქი
დაიცავი შენი ხე !!!
როგორი არ ინდა იყოს ხის საღებავი? ასეთი
ღია ცის ქვეშ ხის მასალა განიცდის გარემოს მხრიდან აგრესიულ ზემოქმედებას.
ტემპერატურული რყევები, ტენიანობა, წვიმა თუ თოვლი, ქარი და მზის სხივები ფიტავს და შლის ხის მერქანს.
რა მოსდის ხეს ხის საღებავის გარეშე ღია ცის ქვეშ |
კლიმატურ პირობებს ემატება ჭია და ხოჭო. პარაზიტები ხრავენ ხის ზედაპირს.
Made by ხის ჭია |
საფრთხეები დიდია!
შესაბამისად ხეს სჭირდება ადეკვატური დაცვა. რა საშუალებებით?
კარგი იქნებოდა არსებობდეს უნივერსალური ხის საღებავი, რომელიც ხის მასალას ღია ცის ქვეშ საუკუნეები დაიცავდა, ხეს შეინახავდა და ჩვენ მოგვაკლებდა შრომა-სადარდებელს,მაგრამ
x ხის პანაცეა-საღებავი არ არსებობს ბუნებაში x
რაც კი არსებობს, თავს იყრის 4 ძირითად კატეგორიაში:
1. ხის საღებავი სრული დაფარვით
2. ხის ლაზური
3. ტერასის ზეთი
4. ხის ლაქი
5.კოსინუსი არ გეგონოს, ეს სინუსია !!!
როგორ ავარჩიოთ ხის საღებავები?
განვიხილოთ თითოეული კატეგორია:
ხის საღებავი
ხის საღებავი არის შედარებით ბლანტი კონსისტენციის, პიგმენტირებული მასალა.
საღებავით ხე სრულად იფარება. ის ღრმა შეღწევის გარეშე, ზედაპირულად ეჭიდება ზედაპირს და ახდენს მის ვიზუალურ და ჰერმეტულ იზოლაციას გარემოსგან.
ხის საღებავი ზღვის სანაპიროზე |
ხის საღებავის მინუსები
- ხე კარგავს ბუნებრივ ვიზუალს. ის უკვე აღარ ჰგავს საკუთარ თავს.
- ხის საღებავის დაზიანების შემთხვევაში წვიმის წყალს გზა ეხსნება ხისკენ და აზიანებს მას.
- მზისა და წვიმის ზემოქმედებით ხის საღებავი იფცქვნება და ტყდება.
დამსკდარი ხის საღებავი |
ხის საღებავის პლიუსები:
- თუ ხის საღებავი დაუზიანებელია წვიმა ვერ აღწევს ხეში. შესაბამისად, ხე არ სველდება და კარგად ინახება.
- მზის ულტრაიისფერი სხივები ვერ ახერხებენ ხესთან კონტაქტს და მის გახუნებას.
- ხანგრძლივად იცავს ხეს
- არჩევანი ფერმრავალია. პრინციპში შესაძლებელია ნებისმიერი ტონალობა.
გლიმტრექსის გარე ხის საღებავის ფერთა პალიტრა |
ხის ლაზური
ხის ლაზური ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხის დაცვის საშუალებაა.
საღებავისგან განსხვავებით ლაზური შეიძლება იყოს უფერული, ანუ სრულად გამჭვირვალე და პიგმენტირებული, ნახევრად გამჭვირვალე.
ლაზურით დამუშავების შემთხვევაში ხის ხაზწერა და ვიზუალი ნარჩუნდება.
ბიუჯეტური გერმანული ხის ლაზური - სინუსი პალეტზე |
საღებავთან შედარებით ლაზური უფრო თხელია და დატანისას ნაწილობრივ შეიწოვება ხეში. ამის გამო იცავს ხეს არა მხოლოდ ზედაპირიდან არამედ შინგინდანაც.
ლაზურის გამძლეობა ისეთი ხანგრძლივი არ არის, როგორც ხარისხიანი ხის საღებავის.
კარგი ხის საღებავის განახლების დრო საშუალოდ 5-7 წელია, ლაზური 2-3 წელიწადში უნდა განახლდეს.
ხის კოტეჯი ფიცრული გადახურვით კახეთში. დასაცავად დატანილია სინუსის ხის ლაზური. ფერი ებონის ხე |
ხის ლაზურის ფერების არჩევანი ძირითადად შემოიფარგლება ხის ბუნებრივი ფერებით. სახელები ხის ჯიშების მიხედვით ეწოდებათ.
ქვემოთ მოცემულია ბიუჯეტური გერმანული ლაზურის Sinus ფერთა პალიტრა.
გერმანული, ბიუჯეტური ხის ლაზური სინუსი. პალიტრა |
ხის ლაზურის მინუსები:
- ხარისხიან საღებავთან შედარებით უფრო მალე სჭირდება განახლება
ხის ლაზურის პლიუსები:
- ხე ინარჩუნებს ბუნებრივ ხაზოვანებას და ვიზუალურად ერთი შეხედვით ჩანს რომ ხეს ვუყურებთ და არა სხვა რამე მასალას.
- იცავს ხის მასალას შიგნიდანაც
- არ ტყდება და არ იქერცლება.
- 5 ლიტრი 2 ფენად აკეთებს 25 კვადრატს.
წაუსვი სინუსი. დაიცავი შენი ხე !!!
ხის ზეთი - ტერასის ზეთი
ხის ზეთი გარე გამოყენების, ლაზურზე უფრო თხელი კონსისტენციის მასალაა. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ეს ზეთი ბევრად ღრმად შედის ხეში და ჟღინთავს მას. ამის გამო აქვს დიდი ხარჯი.
ხის ზეთის გამოყენება ხდება ძირითადად ხის ტერასების დასამუშავებლად ამიტომ მას ტერასსის ზეთსაც უწოდებენ
არსებობს ტერასის ზეთის ფერადი და უფერული ვარიანტი. უფერული ტერასის ზეთი ვერ იცავს ხეს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
ანუ უფერული ზეთით დამუშავების შემთხვევაში ხე დაცულია წყლისგან მაგრამ არა მზისგან. არ სველდება და არ ლპება, მაგრამ მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ხუნდება.
გახუნების კვალი ლარიქსის ტერასის ფიცარზე. რეკომენდირებულიაფერადი ტერასის ზეთის წასმა |
თუ გახუნებული ხის ვიზუალი არ მოგვწონს მაშინ ტერასა პიგმენტირებული, ტერასის ზეთით უნდა დავამუშავოთ.
ფერის პიგმენტები ბლოკავენ მზის ულტრაიისფერ სხივებს, არ ატარებენ ხის ზედაპირამდე, ამიტომ პიგმენტებს ქვეშ მოქცეული ხე არ ხუნდება. იგივე ეხება საღებავსაც და ფერად ლაზურსაც.
გლიმტრექსის ტერასის ზეთის ფერთა პალიტრა + არის უფერულიც |
ლაქი
ლაქის გამოყენება გარე პირობებში არ არის გამართლებული. ის მალე ტყდება და იქერცლება.
აქერცლილი ლაქი კახეთში |
ეს სინუსია !!!
ჩვენ გთავაზობთ გერმანული წარმოების ბიუჯეტურ ხის ლაზურს Sinus Holzlasur.
სინუსი ფასისა და ხარისხის იდეალური თანაფარდობაა.
5 ლიტრი 2 ფენად აკეთებს 25 კვადრატს.
პროდუქტს მინიჭებული აქვს გერმანული ეკოლოგიური კლასი Blauer Engel - ლურჯი ანგელოზი და სრულიად უსაფრთხოა ადამიანისა და გარემოსთვის.
ეკოლოგიური კლასი - ლურჯი ანგელოზი |
სინუსის ლაზური გამოიყენება როგორც შიდა, ასევე გარე დანიშნულებით.
დატანა შესაძლებელია ფუნჯით ან ლილვაკით. ასევე შესაძლებელია დაფრქვევის მეთოდი.
წაუსვი სინუსი, დაიცავი შენი ხე !!!