რატომ არის ერთი ლამინატის ფასი 20 ლარი და მეორის 100?
599 695964
რა უნდა გაითვალისწინოთ ლამინატის შერჩევისას? აქ იპოვი პასუხებს კითხვებზე.
ლამინატი ფართოდ გავრცელებული იატაკის საფარია. მას შევხვდებით ფეშენებელურ აგარაკებზეც და ღარიბულ საერთო საცხოვრებლებშიც.
რა განაპირობებს მის ასეთ პოპულარობას და რა უნდა გავითვალისწინოთ ლამინატის შერჩევისას?
ლამინატის აგებულება
ხარისხიანი ლამინატი შედგება მინიმუმ 4 ფენისგან: ზედა დამცავი ფენა, მის ქვეშ არის დეკორატიული ფენა, შუა ფენა და ქვედა საყრდენი ფენა
რა არის დეკორატიული ფენა?
დეკორატიული ფენა განსაზღვრავს ლამინიატის ვიზუალს. ის შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ფოტო შპალერი, რომელზედაც სხვადასხვა მოტივებია დაბეჭდილი. ეს შპალერი გარე ზემოქმედებისგან დაცულია ზედა დამცავი შრით.
ლამინატის მოტივებიდან ყველაზე გავრცელებულია ხის მოტივები
ზოგჯერ ხარისხიანი ლამინატი იმდენად არის მიახლოებული მასიურ ხესთან, რომ მისი გარჩევა ნამდვილისგან ერთი შეხედვით ძნელია.
მაქსიმალურად ბუნებრივი ეფექტის მისაღებად ძვირფას ლამინატს უკეთდა სხვადასხვა 3 D ეფექტები, მაგალითად ბრაშირება, კორძების, ბზარის და ნახერხი ეფექტები.
ბრაშირების და ხერხის კვალი ლამინატზე |
ლამინატის ხარისხი
როგორ განისაზღვრება ლამინატის ხარისხი?
არსებობს რამოდენიმე მდგენელი:
✔️ აგებულება და სისქე
✔️ ცვეთის კოეფიციენტი AC1, AC2, AC3, AC4, AC5
✔️ გამოყენების კლასი 21,22,23,31,32,33
✔️ არამონოტონური დეკორი.
➡️ ლამიანტის აგებულება და სისქე
ხშირად ამბობენ: რაც უფრო სქელია ლამინატი, მით მაღალია ხარისხი, თუმცა არც ისე მარტივადაა საქმე.
ერთი კი ფაქტია: თხელი ლამინატი მალე ფუჭდება და ჩამკეტი სისტემები მალე ტყდება.
ლამინატის სისქე 6 მმ დან იწყება და ძირითადად 12 მმ-მდეა. 6-7 მმ ლამინატი დაბალი კლასის ლამინატებია და მხოლოდ იმ ადგილებში გამოიყენება, რომლებსაც მცირე დატვირთვები აქვთ
❌ 6-7 მმ სისქის ლამინატის შეძენისგან ჯობს თავი შევიკავოთ
სქელ ლამინატს უფრო სტაბილური ჩამკეტი სისტემები აქვთ..
➡️ ცვეთის კოეფიციენტი AC1, AC2, AC3, AC4, AC5
ეს მაჩვენებელი გვაძლევს ინფორმაციას რამდენად ზიანდება დეკორატიული ფენა ლამინატზე გახახუნების შედეგად. ანუ რამდენად სწრაფად შეიძლება გაცვდეს გაიკაწროს ლამინატის ზედაპირი მასზე ხახუნით ანუ ფეხსაცმლით სიარულისას.
AC კოეფიციენტი ლამინატის გამძლეობის განმსაზღვრელი მაჩვენებელია. ის დატანილი უნდა იყოს ლამინატის შეფუთვაზე.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ყველა ძირითადი ევროპელი მწარმოებელი ჩართულია ლამინატის ხარისხის ქარტიაში და კეთილსინდისიერად უთითებს შეფუთვაზე AC კოეფიციენტს. ქარტიას არ შეერთებული მწამოებლების გაკონტროლება კი არ ხდება და შეიძლება ეს მაჩვენებელი გაყალბებული იყოს.
როგორ დგინდება AC ცვეთის კოეფიციენტი?
ლაბორატორიაში ლამინატის ზედაპირი მბრუნავი ზუმფარით იშკურკება. შემდეგ მოწმდება რამდენად დაზიანდა დეკორატიული ფენა. აქედან მიღებული მონაცემები განსაზღვრავენ ცვეთის კოეფიციენტს.
დაზიანებული დეკორატიული ფენა |
მაჩვენებელი AC1 მიანიშნებს რომ ლამინატის დეკორატიულმა ფენამ გაუძლო ზუმფარის 900 ბრუნს. ეს დაბალი მაჩვენებელია. AC6 კოეფიციენტის მინიჭება ნიშნავს, რომ დეკორატიული ფენა 8000 ბრუნის შემთხვევაშიც მწყობრში იყო.
ლამინატზე შეიძლება ვნახოთ წარწერა 33/AC5. სადაც AC5 ცვეთის მაჩვენებელია, ხოლო 33 გამოყენების კლასი.
➡️ ლამინატის გამოყენების კლასი
ლამინატი ასევე კლასიფიცირდება საერთაშორისო ნორმით DIN EN 13329, სადაც გაწერილია რა დანიშნულებით და რა შემთხვევაში არის რეკომენდირებული ამა თუ იმ სახეობის ლამინატის გამოყენება.
ლამინატის მწარმოებელი ვალდებულია ეტიკეტზე დაიტანოს ორნიშნა ციფრი, სადაც პირველი ციფრი უჩვენებს დანიშნულებას, მეორე ციფრი კი დატვირთვის ინტენსივობას. რას ნიშნავს ეს ციფრები?
პირველი ციფრი | მეორე ციფრი |
2 = საცხოვრებელი 3 = კომერციული 4 = ინდუსტრიული | 1 = მცირე ინტენსივობა 2 = საშუალო ინტენსივობა 3 = ძლიერი ინტენსივობა |
ცხრილის მიხედვით ლამინატი კლასიფიკაციით 21-დან 23-მდე გამოიყენება საყოფაცხოვრებო დატვირთვებისთვის, 31- დან 33- მდე კომერციული დატვირთვებისთვის.
შესაძლებელია კომერციული დატვირთვების ლამინატი 31, 32 და 33 სახლშიც დავაგოთ. ამით არაფერს დავაშავებთ.
➡️ არამონოტონური დეკორი
ძვირადღირებულ ლამინატებზე ნახატები არ მეორდება, ყველა მოტივი განსხვავებულია. ზედაპირს აქვს დამატებითი სტრუქტურა, მაგალითად, კორძები, ნახეთქები, ბზარები, ბრაშირების, ან ნახერხი ეფექტი.
ლამინატის ფასი
ლამინატი პარკეტთან შედარებით მნიშვნელოვნად იაფია. ამიტომ მასზე მყიდველთა ფართო წრეს მიუწვდება ხელი.
დაგება არ მოითხოვს დიდ ხარჯებს, რადგან ლამინატის დაგება მშრალად, წებოს გარეშე ხდება.
⚠️ ლამინატის ფასები ბაზარზე 20 ლარიდან იწყება და 100 ლარამდეც შეიძლება ღირდეს. მაღალი ფასი როგორც წესი ნიშნავს უკეთეს ხარისხს, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც.
მაგალითად როცა თქვენსა და ლამინატის იმპორტიორს შორის გაბმული კომერციული ჯაჭვი გრძელია და თქვენ მესამე ან მეოთხე ხელიდან ყიდულობთ, მაშინ შეიძლება უხარისხო ლამინატშიც ძვირი გადაიხადოთ.
დაგების სიმარტივე
ლამინატის დაგება დიდ ტექნიკურ კომპეტენციას არ მოითხოვს. საშუალო დონის ხელგარჯილობა მის დასაგებად საკმარისია.
თუ ლამინატის დაგებას ხელოსანს მივანდობთ, როგორც წესი დიდი თანხების გადახდა არ გვიწევს.
სისწრაფე
ლამინატი სწრაფად იგება და დაგების მომენტიდანვე მისი ექსპლოატაცია შესაძლებელია. რამოდენიმე დღე არ ველოდებით სანამ შევძლებთ ახალ საფარზე გავლას. ამას განსაკუთრებით პოზიტიური ეფექტი რემონტის დროს აქვს , რადგან ბინაში ვრჩებით და ნათესავებთან ან მეგობრებთან არ გვიწევს გადაბარგება.
დიზაინის ფართო არჩევანი
თანამედროვე ლამინატი ორგანულად შეიძლება შეერწყას ნებისმიერ ინტერიერს. დიზაინში არჩევანი ნამდვილად დიდია.
არსებობს განსხვავებული ზედაპირული სტრუქტურის და ფაქტურის ლამინატები. ყველაზე გავრცელებული ფაქტურებია:
ზედაპირის სტრუქტურა შეიძლება იყოს გლუვი ან რელიეფული, მქრქალი ან პრიალა.
ლამინატის მოვლა
ლამინატს ბევრი მოვლა არ სჭირდება. საკმარისია კარგად გაწურული ტილოთი მოწმენდა. მნიშვნელოვანია რომ ლამინატზე არ მოხვდეს ბევრი წყალი, რადგან წყლის ზემოქმედებით ის დაიბურცება და ამოიბერება. თუ წყალი დაგვექცა, სწრაფად უნდა ავამშრალოთ.
ასევე არსებობს სპეციალური საწმენდი საშუალებები ლამინატისთვის, რომლის შეძენაც ჩვენთან არის შესაძლებელი
ეტიმოლოგია
სიტყვა ლამინატი ლათინური lamina - დან მოდის და ნიშნავს ფენას. მასიური გავრცელების გამო სახელი ხშირად იატაკის საფართან არის გაიგივებული.
ისტორია
ტექნოლოგია შვედეთში 1977 წელს შეიმუშავეს და სამი წლის შემდეგ გამოჩნდა ბაზარზე. გამოგონება მცირე ხანში მთელს დასავლეთ ევროპაში გავრცელდა.
მას შემდეგ პროდუქტის წარმატების მატარებელი არ შეჩერებულა და აგებულება თითქმის არ შეცვლილა.
ალტერნატიული პროდუქტები
ლამინირებული იატაკის უშუალო ალტერნატივად აღიარებულია ვინილის იატაკი. ეს ტექნოლოგია ევროპაში ნელა ანაცვლებს ლამინატს.
მეორე ალტერნატივა - პარკეტი, 100 % ით ბუნებრივი პროდუქტია. პარკეტის შეძენა და დაგება ბევრად მეტ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. დაათვალეთ რას გთავაზობთ ჩვენ.
ძვირადღირებული ლამინატის პირდაპირი ალტერნატივაა ასევე ბიუჯეტური სამშრიანი პარკეტი. შესაძლებელია ლამშრიანი პარკეტის ლამინატის მსგავსად მშრალად დაგება. ნახეთ რა ფასად გვაქვს მუხის სამშრინი პარკეტი ზულცი.
ხის საღებავს ეძებ? ნახე რას გთავაზობთ ჩვენ. ხის საღებავი. ჩვენთან შესაძლებელია შეიძინოთ რკინის კარები.