პარკეტი

  ლაქი და ზეთი

  ციკლოვკა

  599 695964

მისი ბრწყინვალება მუხა

მუხა თავისი ბუნებით უნიკალური მცენარეა. ყველასგან მიღებული, აღიარებული და დაფასებული. საინტერესოა რას ემყარება მისი ასეთი პოპულარობა?

მუხა (Quercus) – წიფლისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარის წარმომადგენელია. გამოირჩევა სიმაღლით, სქელტანიანობით და არაჩვეულებრივი სილუეტით. მისი ასაკი 1000 წელზე მეტიც შეიძლება იყოს.

მსოფლიოში მისი 450–ზე მეტი, ხოლო საქართველოში  შვიდი სახეობაა გავრცელებული. ქართული მუხის ჯიშებია ჰართვისის, ჭალის, იმერული, პონტოური, ქართული, მაღალმთის, ანუ აღმოსავლური და ჭოროხის მუხა.

უძველეს საქართველოში მუხა, ვაზთან ერთად, საკულტო მცენარეს წარმოადგენდა და  „სიცოცხლის ხეს“ განასახიერებდა. ის მერქნის სიმტკიცის გამო ძლიერების, სიბრძნის, შეუდრეკლობის და უკვდავების სიმბოლო იყო. შემთხვევითი არ არის, რომ გელათის მონასტერში არსებულ დავით აღმაშენებლის ფრესკაზე სწორედ  მუხის რკოა გამოსახული მეფის სამოსზე.

მუხის რკო სამოსის ელემენტად

მუხა ქართველებისთვის ერის და ქვეყნის სიმბოლოდაც აღიქმებოდა, ამის დასტურად შეიძლება მოვიყვანოთ სიმღერა „მუმლი მუხასა“.

ეს მცენარე რამოდენიმეჯერ მოიხსენიება ბიბლიაშიც, 99 წლის აბრაამს ყოვლადწმინდა სამება მამრეს მუხასთან გაშლილ კარავში გამოეცხადა და შვილი აღუთქვა. ეს მუხა დასავლეთ იორდანიაში, ქალაქ ჰებრონში, რუსული წმინდა სამების ეკლესიის ეზოში დღესაც დგას. ჟამთა სვლას დაღი დაუსვამს, რკინის კორსეტისა და ყავარჯნების გარეშე თავს ვერ იმაგრებს, მაგრამ ძველი სიამაყე ისევ შერჩენია.

მემრის მუხა

მუხას დიდი ადგილი უჭირავს ასევე დასავლურ მითოლოგიაში. ის ზევსის საკულტო ხე იყო. მუხის ტოტებისგან დაწნული გვირგვინი კი რომაელ მმართველთა ერთ–ერთი განმასხვავებელი ნიშანი გახლდათ. რომაელები და ბერძნები მუხის ტოტით ამკობდნენ ყველაზე გაბედულ, მამაც და ძლიერ ადამიანებს. მუხის ფოთოლი  დღემდე გამოიყენება სამხედრო ემბლემატიკაში.

რუმინეთის სარაგბო გუნდს მუხის ფოთლები ჰქვია და ლოგოც ამის გათვალისწინებით აქვთ შექმნილი. რუმინეთის ნაკრები ბოლო დროს ძლიერებით არ ბრწყინავს და რუმინელი მორაგბეები ხშირად ფოთოლივით თრთიან ბორჯღალოსნების პირისპირ, თუმცა ეს ფაქტი მუხას, როგორც ძლიერების სიმბოლოს სრულიად არ აკნინებს.

rugby-ro

მუხას ბევრი დადებითი თვისება გააჩნია.

ამბობენ, რომ მუხის რკო ადამიანის თავდაპირველი საკვები ყოფილა და პირველი პურიც ადამიანს სწორედ რკოსგან დაუმზადებია, ხოლო მოგვიანებით, როცა ადამიანმა მარცვლეულის გამოყენება დაიწყო, მას თურმე ფქვილსაც უმატებდა.

მუხის ქერქი ოდითგანვე იყო აღიარებული  ხალხურ მედიცინაში, რადგან მას უამრავი სამკურნალო თვისება გააჩნია.

მუხის მერქნის გული, თავისებური უნიკალური ქიმიური შემადგენლობის გამო, შეუცვლელია ღვინის, კონიაკის და ვისკის წარმოებაში. მუხის კასრებში დაძველებული სპირტი დროთა განმავლობაში განსაკუთრებულ გემოს, ხარისხს და უნიკალურ თვისებებს იძენს.

გარდა ამისა, მუხას ოდითგანვე მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა ადამიანების ყოფაშიც  (მშენებლობა, დურგლობა, ავეჯის წარმოება და სხვა). ის იძლევა ძვირფას,  ლპობაგამძლე, უმაღლესი  ხარისხის სამშენებლო მასალას. ვენეცია თავის დროზე წყალში ჩადებულ მუხის მორებზეა აშენებული. მუხა დღესაც მყარ საყრდენს წარმოადგენენ ვენეციური პალაცოებისთვის.

მუხა ჩვენშიც ოდითგანვე გამოიყენებოდა მშენებლობაში. ჩვენი წინაპრები ხის სახლებს მუხისგანაც აშენებდნენ. ჯერ კიდევ შემორჩენილია ქართულ სოფლებში მუხისგან ნაშენი ხის სახლები. დღეს მასიური მუხისგან სახლებს აღარავინ გებს მუხის პოპულაციის შემცირების და მასალის ფასის გამო, მაგრამ მუხას ძალიან ხშირად იყენებენ იატაკის საფარად, მასიური ფიცრული მუხის, კლასიკური პარკეტის, ან სამშრიანი პარკეტი ფორმით.

მუხა პარკეტში განაგრძობს სიცოცხლეს

fabiabtf79KBixpsAm

 მუხის პარკეტის დადებით მხარეების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ რუბრიკაში "მუხის პარკეტი"

მუხის შესახებ ქართულ ლიტერატურაში შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი ბლოგი მუხა ქართულ ლიტერატურაში.

თუ მუხის დარგვას გადაწყვეტთ, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: მუხა სითბოსა და სინათლის მოყვარული მცენარეა. პირველ წლებში ძალიან ნელა იზრდება, 10 წლის მუხა სიმაღლით მხოლოდ 1 მ-მდეა. მუხის ნერგი ჩრდილს ვერ ეგუება, ზრდა-განვითარებისთვის მზის სხივი და სივრცე სჭირდება. ისეთი ადგილი უნდა შეარჩიოთ 15 მეტრის რადიუსში სხვა მაღალტანიანი მცენარეები არ ხარობდნენ ან რამე შენობამ არ მოაქციოს ჩრდილში. 

მადლობა რომ გვსტუმრობთ..

"მამლი მუხასა" ფოლკლორული ანსამბლი მესხეთი

გთხოვთ შეიყვანოთ სიმბოლოების კომბინაცია ველში

* მონიშნული ველების შევსება აუცილებელია. მადლობა რომ გვსტუმრობთ

დაკავშირებული პროდუქტი
ფაბია
რუსტიკი
14/3 x 190 x 1900 მმ
ბრაშირება
რელიეფური
გირჩევთ