ამ ფილტრით არაფერი მოიძებნა
ფრანგული წყობა Chevron
ნატური
600 x 100 x 15/4 მმ
ბრაშირება
ზეთი
მრგვალი ფრანგული წყობა
ნატური
600 x 100 x 15/4 მმ
ბრაშირება
ზეთი

ფრანგული პარკეტი - შევრონ- ფრანგული თევზის ძვალი, ფრანგული იოლკა

ყველა ეს სახელი აერთიანებს პარკეტის წყობას, სადაც პარკეტის ღეროები იჭრება ზუსტი კუთხით და ქმნის V-ფორმას. კლასიკური ინგლისური წყობისგან განსხვავებით, (გავრცელებული სახელები ინგლისური ან რუსული იოლკა) სადაც ღეროები მართი კუთხით ერთდება, ფრანგულ პარკეტში ღეროები იჭრება 45 ან 60 გრადუსზე. ეს ქმნის განსაკუთრებით ჰარმონიულ  ზიგზაგისებურ ფორმებს.

შევრონის ნიმუში სივრცეს ანიჭებს ელეგანტურ და დახვეწილ ვიზუალს, ქმნის მკაფიო, ხაზოვან ოპტიკას, გეომეტრიული სიღრმესა და დინამიკას, რომელიც პოპულარულია როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე დიზაინებში.

ფრანგული წყობა იდეალური არჩევანია მაღალი მოთხოვნების ინტერიერისთვის და ხშირად გამოიყენება ფეშენებელურ ობიექტებზე.

რა უნდა გავითვალისწინოთ შევრონ-პარკეტის დაგებისას?

1. პარკეტის ზუსტი ჭრა: პარკეტი იდეალური სიზუსტით უნდა იყოს (ძირითადად 45 ან 60 გრადუსი) დაჭრილი. გადაცდომებით ირღვება საერთო სიმეტრია და პარკეტის ღერები არ ერგებიან ერთმანეთს.  მნიშვნელოვანია, რომ ჭრა ან წინასწარ იყოს შესრულებული მწარმოებლის მიერ, ან ზუსტად შესრულდეს გამოცდილი ხელოსნის მიერ.

2. ზუსტი დაგეგმვა და გაზომვა: დაწყობამდე ოთახი ზუსტად უნდა აიზომოს და დაიგეგმოს დაგება. გადამწყვეტია მომენტია ოთახის ცენტრის განსაზღვრა, რადგან დაგება იწყება ოთახის შუა ნაწილიდან.

3. საფუძვლის მომზადება: სტიაშკა უნდა იყოს აბსოლუტურად სწორი, მშრალი და სუფთა. უთანასწორო ზედაპირზე პარკეტი ვერ დაიგება. მიზანშეწონილია თვითსწორებადის დასხმა.

 

 

თუ პარკეტის შეძენა და დაგება გსურთ, დაგვიკავშირდით.

ჩვენ მოგაწვდით და დაგიგებთ ხარისხიან პარკეტს გარანტიით.

თქვენ დაათვალიერეთ