რა არის მოზაიკური პარკეტი?
მოზაიკური პარკეტი წარმოადგენს ხის იატაკის საფარს, რომელიც შედგება მცირე ზომის, 8,3 x 22,8 x 160მმ მასიური ხის ლამელებისგან, რომლებიც ქარხნულად შეკრულია სხვადასხვა წყობებად, როგორიცაა თევზის ძვალი (იოლკა), ჭადრაკული წყობა, პარალელური წყობა, პალუბნი წყობა და ა.შ.
მოზაიკური პარკეტის მთავარი უპირატესობები
1. ეკონომიურობა და ხარისხი
- მნიშვნელოვანი დანაზოგი: მოზაიკური პარკეტი უფრო იაფია ვიდრე დიდი ზომის კლასიკური პარკეტი და აქვს იგივე სასარგებლო სიმაღლე რაც სტანდარტულ პარკეტს. ანუ მისი მოხვეწა მრავალჯერადად არის შესაძლებელი.
2. დიზაინერული შესაძლებლობები
- კლასიკური და თანამედროვე სტილის შერწყმა: შესაფერისია როგორც ტრადიციული, ისე მოდერნული დიზაინისთვის
![]() |
ჭადრაკული წყობა |
![]() |
პარალელური წყობა |
![]() |
პალუბნი წყობა |
![]() |
3-იანი თევზის ძვალი (იოლკა) |
3. ტექნიკური თვისებები
- გამძლეობა: მოზაიკური იატაკი ძალიან გამძლეა და შეუძლია გაუძლოს მაღალ დატვირთვებს
- მოვლადობა: ადვილად იწმენდება
- აღდგენადობა: შეიძლება მრავალჯერად მოხვეწა.
- ეკოლოგიურობა: მზადდება მასიური ხისგან
მოზაიკური პარკეტის პოპულარული ნიმუშება თევზის ძვალი (იოლკა), ჭადრაკული წყობა, პარალელური წყობა, პალუბნი წყობა და ა.შ.
![]() |
3-იანი თევზის ძვალი (იოლკა) |
მოზაიკური პარკეტის დაგების პროცესი
მომზადების ეტაპი
პარკეტის დაგებამდე პარკეტი ორი კვირის განმავლობაში უნდა "შეეგუოს" ოთახის ტემპერატურას და ტენიანობას.
დაგების ტექნოლოგია
![]() |
მოზაიკური პარკეტი იგება წებოზე |
დაგება მოითხოვს სიზუსტეს, რადგან გეომეტრიული ნიმუშის გამო ერთი არასწორად დაგებული ელემენტი იწვევს საერთო პროპორციების მოშლას.
დაგების ძირითადი ეტაპები:
- საძირკვლის მომზადება: იატაკი უნდა იყოს სუფთა, მშრალი და კარგად გასწორებული
- განლაგების დაგეგმვა: ოთახის ცენტრიდან იწყება მუშაობა
- წებოს გამოყენება: პარკეტი იგება ნაწილ-ნაწილ სპეციალური წებოს საშუალებით
- ციკლოვკა და ლაქირება: დაგების შემდეგ საჭიროა ზეთით ან ლაქით დამუშავება.
მოზაიკური პარკეტის მოვლა
რეგულარული მოვლა
- ყოველდღიური დასუფთავება: იმის მიხედვით ლაქი წაესმევა თუ ზეთი საჭიროა შესაფერისი პროდუქტების გამოყენება.
განახლება
- ციკლოვკა: მრავალჯერადად არის შესაძლებელი
- ლოკალური შეკეთება: დაზიანებული ღერების ამოღება და ახლით ჩანაცვლება შესაძლებელია.
რატომ ირჩევენ მოზაიკური პარკეტს?
ფინანსური უპირატესობები
ევროპაში ხის იატაკის ზრდის უძრავი ქონების ღირებულებას, რაც ნიშნავს რომ მოზაიკური პარკეტი არამხოლოდ ლამაზია, არამედ ინვესტიციასაც წარმოადგენს.
ეკოლოგიური ასპექტი
მოზაიკური პარკეტი ბუნებრივი მასალისგან არის დამზადებული და არის ეკოლოგიურად სუფთა.
ფართო გამოყენების დიაპაზონი
მოზაიკური პარკეტი შესაფერისია:
- საცხოვრებელი სახლებისთვის
- ოფისებისთვის
- კომერციული სივრცეებისთვის
- საზოგადოებრივი შენობებისთვის
რა ღირს მოზაიკური პარკეტის დაგება?
ღირებულება დამოკიდებულია:
- ხის ჯიშზე და სორტირებაზე
- ნიმუშის სირთულეზე
- აქსესუარებზე (ლაქი, ზეთი, წებო)
მოზაიკური პარკეტი წარმოადგენს იდეალურ არჩევანს მათთვის, ვისაც სურს ელეგანტური, ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე იატაკის საფარი. იგი აერთიანებს ტრადიციულ სილამაზეს თანამედროვე ფუნქციონალთან, რაც მას ხდის შესანიშნავ ინვესტიციად ნებისმიერი ტიპის ინტერიერისთვის.
მოზაიკური პარკეტი ფართოდ გავრცელებულია ევროპის წამყვან ქვეყნებში და უკვე ჩვენთანაც ყავს თაყვანისმცემლები.