ოთხშრიანი პარკეტი ლინდურა მაისტერისგან
4-შრიანი პარკეტი ლინდურა ითვლება რევოლუციურ პროდუქტად პარკეტის წარმოებაში. მზადდება გერმანიაში კომპანია MEISTER ის მიერ.
წარმოებისთვის 8 ჯერ ნაკლები ხის მასალაა საჭირო. ამის მიუხედავად ის ინარჩუნებს სამშრიანი პარკეტის ყველა დადებით თვისებას და რიგ შემთხვევებში ავლენს უკეთეს მახასიათებლებს.
რაშია მისი პლიუსები?
მარტივი დაგება და ნაკლები დანახარჯები
დაგება მშრალად, ლამინატის მსგავსად არის შესაძლებელი. ეს მომენტი მნიშვნელოვნად ამცირებს დანახარჯებს.
(მართალია ამ მეთოდით სამშრიანი პარკეტის დაგებაც შეიძლება, თუმცა მწარმოებლები მაინც წებოს გამოყენებას გვირჩევენ.)
ოპტიმალური სისქე ლამინატის ჩასანაცვლებლად
ლინდურას სისქე 11 მმ. თუ ჩვენი ლამინატი დაძველდა ან აღარ მოგვწონს დიდი სირთულის გარეშე ხდება მისი პარკეტით ჩანაცვლება.
მეტი თბოგამტარობა
სპეციალური კონსტრუქციის წყალობით ლინდურას აქვს უკეთესი თბოგამტარობა. იატაკის გათბობაზე ის უფრო სწრაფად თბება ვიდრე სამშრიანი პარკეტი, და მეტად ათბობს ჰაერს ოთახში. მაშინაც კი, როცა ის მშრალად არის დაგებული.
მეტი სიმყარე
სპეციალური ტექნოლოგიის წყალობით ლინდურას ზედა მასიური ხის ფენა მეტად უძლებს წერტილოვან სიმძიმეებს, ვიდრე სამშრიანი პარკეტი.
ეს მიიღწევა ქვედა ფენების დახმარებით:
მეორე ფენა ხის ფხვნილისგან მზადდება და ტემპერატურული და წნევითი ზემოქმედებით შელღობილია ზედა ფენასთან.
ამას ემატება მკვრივი მესამე ფენა, რომელიც არა წიწვოვანი ხის ჯიშისგან შემდგარი კონსტრუქციაა (როგორც სამშრიანი პარკეტის შემთხვევაში) არამედ HDF -მკვრივი ხის ბოჭკოვანი დაფა.
კიდევ უფრო მეტი სტაბულურობისთვის მეოთხე ფენად დამონტაჟებულია ასევე ხის ფხვნილიგან დამზადებული დაფა.
სტაბილური გეომერტია
ეს კომბინაცია ლინდურას აძლევს არა მარტო სიმკვრივეს, არამედ გეომეტრიის სტაბილურობას. არ არსებობს იმის საშიშროება, რომ პარკეტი ამოიბეროს, ან გაუჩნდეს ღარები.
ნესტის და წყლის მიმართ მდგრადობა
ლინდურას კიდეები დამუშავებულია AquaStop სისტემით. მას შეუძლია 24 საათის განმავლობაში იყოს წყალგაუმტარი. ამიტომ პროდუქტი შეიძლება დავაგოთ სივრცეებში მაღალი ტენიანობით, მაგალითად აბაზანაში.
! ! ! წყლითან პირდაპირი კონტაქტის არეალებში (საუნები, საშხაპე კაბინები, ორთქლის აბაზანები, იატაკის სანიაღვრე არხები) პროდუქტის გამოყებენა არ არის დაშვებული.
ლინდურას კოლექცია განკუთვნილია საცხოვრებელი ფართებისთვის ყველა ინტენსივობის დატვირთვაზე. ასევე კომერციული ფართებისთვის მცირე და საშუალო დატვირთვით, მაგალითად სასტუმროს ნომრები, ბუტიკები და ა.შ.
ზედაპირი დამუშავებულია ექსტრა კლასის ცვეთამედეგი ლაქით, რომელიც ძალიან დიდხანს ინარჩუნებს თავის დაცვით და ვიზუალურ თვისებებს.
გარანტია
ლინდურას აქვს ქარხნული გარანტია 25 წელიწადი საცხოვრებელი მოხმარებისთვის და 5 წელიწადი კომერციული მოხმარებისთვის.
ფორმატები და ხის ჯიშები:
წარმოდგენილია მუხა და კაკალი ფიცრული და თევზის ძვლის დიზაინით.
ლინდურა ფიცრული დიზაინით გვხვდება 2 ზომა: 11 x 270 x 2200 მმ.და 11 x 320 x 2600 მმ.
Herringbone - თევზის ძვალი - იოლკა იწარმოება 1 ზომით: 11 x 140 x 700 მმ.
დაგების ინსტრუქცია
გემბანური დიზაინით დაგება
ციკლოვკა? ლინდურას განახლება.
ლინდურა ქარხნულად ექსტრა მყარი ლაქის საფარით არის დაფინიშებული, რომელიც განაპირობებს პარკეტის გამძლეობას მრავალი წლის განმავლობაში. წლების შემდეგ მის ფორმაში მოსაყვანად კლასიკური ციკლოვკის დანადგარების გამოყენება საჭირო არ არის. გასაახლებლად ხდება მხოლოდ ლაქის ზედაპირის გადაშკურკვა და 2 კომპონენტიანი ლაქის ახალი ფენების დატანა.
ლინდურა ხელმისაწვდომია საქართველოში. ნიმუშები შესაძლებელია დაათვალიეროთ ჩვენს საწყობში მისამართზე: თბილისი, კედიას 15. (ყოფილი კახოვკა)
მოგვწერეთ აქვე მარჯვენა, დაბალ კუთხეში, ან დაგვირეკეთ 599 695964