პარკეტის დაგება მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამის ერთ ერთი მიზეზი (პარკეტის და ხელოსნის მომსახურების მაღალ ფასთან ერთად) პარკეტის წებოა. მისი წილი საერთო ღირებულებაში საკმაოდ მაღალია.
იმისათვის, რომ პარკეტი არ მოირყეს და ამოიყაროს საჭიროა ხარისხიანი პარკეტის წებოს გამოყენება.
დარგის მოწინავე კომპანიები ევროპაში რამოდენიმე სახეობის წებოს აწარმოებენ. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია 2 სახეობის პარკეტის წებო
- 2K PU, სადაც 2K - 2 კომპონენტს და PU პოლიურეთანს ნიშნავს
- MS პოლიმერული, სილანით მოდიფიცირებული წებო. სხვა გავრცელებული სახელია ელასტიური ან რეზინის წებო
განვიხილოთ თითოეული მათგანი
2K PU პარკეტის წებო
ორი კომპონენტისგან შედგება. უშუალო გამოყენებამდე ორივე კომპონენტის შერევაა საჭირო. ამ წებოს მოჭიდება სხვა წებოებთან შედარებით მაღალია.
პოლიურეთანის ორკომპონენტიანი წებოს ერთი მინუსი აქვს. ის მოკლე დროში მაგრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ პარკეტის დაგება სწრაფად უნდა მოხდეს და მასალის ის რაოდენობა უნდა შეზავდეს, რომლის დაგებაც მოსწრებადია. თუ დაგება დაგვიანდა წებო მაგრდება და გამოუსადეგარი ხდება. შესაბამისად ამ წებოსთან მუშაობა პროფესიონალიზმს მოითხოვს მხოლოდ გამოცდილ ხელოსნებს შეუძლიათ.
MS პოლიმერული წებო ელასტიური წებოა
რას ნიშნავს წებოს ელასტიურობა და რა საჭიროა წებო იყოს ელასტიური?
პარკეტი გარემო პირობების, ძირითადად ჰაერში ტენიანობის ცვლილების ზემოქმედებით ზომებს იცვლის, ფართოვდება და იკუმშება. ელასტიური წებო პარკეტს ამ მოძრაობაში დაჰყვება და თავადაც იწელება და იკუმშება, თუმცა ისე, რომ მოჭიდებას არ კარგავს და პარკეტი არ ვარდება. ამ წებოს გამოყენების დრო მეტია ვიდრე 2K წებოს და ხელოსანს უფრო კომფორტული მუშაობის საშუალებას იძლევა.
თუ "სტიაშკა" გამოუსადეგარია ფანერის დასაგებად ჯერ აგებენ ფანერას და შემდეგ აწებებენ პარკეტს. ფანერის დაწებება ხდება 2 კომპონენტიანი პარკეტის წებოთი.