ზეთი უნიო კლასიკური - ურთიერთობა ხესთან
ზეთი უნიო ყველაზე ნატურალური ზეთია. მასში ცვილის და აქროლვადი ნივთიერებების შემცველობა თითქმის არ არის, რის გამოც არ წარმოიქმნება ზედაპირული დამცავი ფენა. თუ იატაკზე უნიო წავუსვით, უნდა ვიცოდეთ, რომ ურთიერთობა გვექნება უშუალოდ ხესთან, რაც ბევრი ხის მოტრფიალისთვის უდავოდ დიდი პლიუსია. ამის მიუხედავად ხის ფორები გაჟღენთილია ზეთით და დაცულია სითხეების ზემოქმედებისგან. დატანა ხდება შეზელის მეთოდით ერთჯერადად. ერთი ლიტრი საკმარისია 35 კვადრატამდე ხის იატაკის და პარკეტის დასამუშავებლად. მაღალი ფასის მიუხედავად უნიო კვადრატულზე დაანგარიშებით ბიუჯეტური ვარიანტია