პარკეტი

  ლაქი და ზეთი

  ციკლოვკა

  599 695964

დანის და მაკრატლის მლესავები ხელოვნებაში

მოხეტიალე ხელოსნები, როგორც მათ ხშირად უწოდებდნენ, ჩვეულებრივი მოვლენა იყო იმ დროს, როცა ავტოტრანსპორტი მიუწვდომელი იყო მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. სწორედ ქუჩაში ან სულაც სახლის წინ შემოგეგებებოდა მეშუშე ან დანისა და მაკრატლის მლესავი. მოხეტიალე ხელოსნები მხარზე გადებული სალესი დაზგით სახლიდან სახლამდე ფეხით დადიოდნენ და ყველას გასაგონად გაჰყვიროდნენ, რომ დანებსა და მაკრატლებს ლესავდნენ. ზოგიერთს პატარა სახელოსნოები ჰქონდა მოწყობილი და იქ ელოდა დამკვეთებს.  

csm_Starcke_Logo_cb05c6f5d4
 სტატიის სპონსორია შტარკე - პრემიუმ ხაზის ზუმფარები გერმანიიდან 

 

ზუსტად როდის გაჩნდნენ მლესავები, თავიანთი იარაღებითა თუ მერე უკვე - ჩარხა-დაზგებით, უცნობია. ალბათ, უხსოვარ დროს, როცა ლესავდნენ ცულებს, შუბებს, ისრებს და ა.შ. უკვე ანტიკური ხანიდან კი ცნობილია, როგორც ხელობა, რომლის წარმომადგენლები ძირითადად მოხეტიალე ცხოვრებით ცხოვრობდნენ.

სალესად იყენებდნენ ქვების მყარ სახეობებს, პირველ რიგში, ქვიშაქვას. ზუმფარებად ძირითადად ასევე გამოიყენებოდა სილიციუმიანი ფიქლები, იასპის სხვადასხვა სახეობა. როცა მოიფიქრეს, რომ პროცესის დაჩქარება შეიძლებოდა და სალესი ქვის ტრიალი, მერე უკვე სატრიალებლად ბორბალს და ფეხის მექანიზმებს იყენენდნენ.

გასაოცარია, მაგრამ მლესავებისა და სალესი ჩარხების მთელი ეპოქაა ასახული ნახატებში, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ ყველასთვის ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი მხატვრები. ეს ნაშრომები უძველესი ხელობისა და ხელოსნების ნამდვილ ვიზუალურ ისტორიას წერენ. როგორც ჩანს, მხატვრებისთვის ერთგვარ მუზად იქცეოდნენ ეს მშრომელი, დინჯი ადამიანები და მათი ცეცხლოვანი სამუშაო პროცესი - მბრუნავი სალესი ქვა და დანებისა და მაკრატლების პირებისგან გაფრქვეული ნაპერწკლები.

ფერწერული ტილოები და ქანდაკებები, რომლებზეც ასახული არიან მლესავები თავიანთი დაზგებით, ძალიან ძველი დროიდან არსებობს. სწორედ ამ მხატვრულ ნიმუშებზე დაკვირვებით შეგვიძლია აღვადგინოთ ეპოქის სურათი და მივყვეთ ამ ძველი ხელობის განვითარებას.

ძველად სალესი ქვები ძალიან დიდი ზომის იყო, ლამის ადამიანისხელა.  მაგალითად, XVII საუკუნის ჰოლანდიელი მხატვრის ჰერარდ ტერბორხის 1650 წლის  ნახატზე „მლესავის ოჯახი“ ჩანს უღარიბესი ეზო, რომლის შუაში ზის მლესავი და იქვე უდგას დამკვეთი, რომლისთვისაც დანას ლესავს, სავარაუდოდ - ყასაბი. 1650

ამავე საუკუნის ასევე ჰოლანდიელი მხატვრის იაკობ დუკის მიერ 1655 წელს შექმნილი ტილო „ქუჩის სცენა დანების მლესავითა და ელეგანტური წყვილით“ დაწვრილებით ასახავს მლესავსა და მის დაზგას, რომელიც ურიკაზე აქვს დამაგრებული: სატერფული, ქვა, ქილა წყლით, ბორბლის დასასველებლად, ფეტრის რგოლი დანის პირებისთვის.

1655

ადრიან ვან ოსტადემ კი 1674 წელს დახატა ტილო „სეირნობა ქალაქის ქუჩაში“ და ნახატის ერთ-ერთი მთავარი დეტალი სალესი ქვაა, თუმცა ის უკვე არც ისეთი დიდია, როგორიც ტერბორხთან. როგორც ჩანს, ლესვა და მლესავები უკვე ქალაქის ცხოვრების ჩვეულ, ყოფით ელემენტად იყო ქცეული.

163388_intext

1708 წელს იოჰან ჰენრიხ კელერმა შექმნა „მლესავი“ სპილოს ძვლისგან, ოქროსგან, ვერცხლისგან, ბრილიანტებისა და სხვა ძვირფასი ქვებისგან. სალესი დაზგა (უკვე არა ერთი ბორბალი, არამედ ექვსი ბორბლის ნაკრები) დამაგრებულია ურიკაზე და ბორბლები ფეხის სატერფულით მოდის მოქმედებაში.

Johann-Heinrich-K-hler-1708

1877 წელს გერმანელმა მხატვარმა ადოლფ ებერლემ შექმნა ტილო „სტუმრობა ბაბუასთან“ - დინამიკურ კომპოზიციაში სალესი მოწყობილობა ისეთ ჩვეულ ნივთად არის ჩასმული, როგორიც შეიძლება იყოს სკამი ან მაგიდა.

1877

საინტერესოა, რომ მლესავით დიდებული იტალიელი მხატვარი და მოქანდაკე მიქელანჯელოც (1475-1564) ყოფილა შთაგონებული. რამდენიმე წლის წინ დიდი ხნის წინ იტალიელმა არქეოლოგმა ფლავია ზისამ აღმოაჩინა ქვიშაქვის ქანდაკება, რომელიც სავარაუდოდ სწორედ მიქელანჯელოს ნახელავია. ქანდაკება 111 სანტიმეტრი სიმაღლისაა და გახლავთ ასლი მარმარილოს ცნობილი ქანდაკებისა Arrotino („დანების მლესავი“), რომელიც ფლორენციაში, უფიცის გალერეაშია გამოფენილი. მიქელანჯელომ „დანების მლესავის“ ასლი დაამზადა მაშინ, როცა პიზაში მუშაობდა და თანაც, ხელოვნების ექსპერტების თქმით, ეს არ არის მხოლოდ ასლი, ეს არის დამოუკიდებელი ქმნილება.

miqelanjelo

თავად „აროტინო“, ქანდაკება აპოლონის მსახური სკვითი მონისა, რომელმაც სატირა მარსიას გააძრო ტყავი და დანას ლესავს, დაკარგული ელინისტური ორიგინალის რომაული ასლია და უფიცაშია გამოფენილი. ქანდაკება მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს არქეოლოგიური გათხრების დროს.

III-II

არანაკლებ იყო აღტაცებული მლესავებით კიდევ ერთი გენიალური მხატვარი ფრანცისკო გოია (1746-1828). მისი ტილო „მლესავი“ სავარაუდოდ, მადრიდშია შექმნილი მხატვრის სახლისთვის. 1812 წელს ტილო ჯერ კიდევ მხატვრის კუთვნილებაში იყო, შემდეგ კი თავადვე მიჰყიდა ავსტრიელ პრინცს ალოის ვენცელ კაუნიცს.

 Francisco_de_Goya_y_Lucientes_-_Knife_Grinder_-_WGA10060

როდესაც დიდ მხატვრებსა და შედევრებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დიდი პოლონელი მხატვრის, წარმოშობით პოლონელ, უკრაინაში დაბადებული და რუსული სამხატვრო სკოლის დიდებული წარმომადგენლის, კაზიმირ მალევიჩის (1879-1935) ცნობილი ტილო, 1912 წელს შექმნილი „მლესავი (ციმციმის პრინციპი) - კუბოფუტურისტული შედევრი. კომპოზიციის საფუძველი არის ბორბალი, რომლის ვიზუალურად „დატრიალება“ სურდა ალბათ მხატვარს. ხელოვნებათმცოდნეები ნახატში ხედავენ იტალიური ფუტურიზმის მნიშვნელოვან გავლენას, ფუტურისტული ენერგია დეტალების ციმციმში რეალიზდება, ხოლო კუბისტური სტრუქტურულობა - ერთგვაროვან ელემენტებში, რომლებიც  შეიძლება ნებისმიერი კონსტრუქციის შემადგენელი ნაწილები იყვნენ, რომელიც ამ ეტაპზე რეალურ მოვლენას ასახავს, თუმცა ამავდროულად შეიძლება უსაგნოდაც იქცეს. „მლესავი“ მალევიჩის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კუბოფუტურისტულ ტილოდ და რუსული კუბოფუტურიზმის კლასიკურ ნამუშევრად მიიჩნევა.

 The_Knife_Grinder_Principle_of_Glittering_by_Kazimir_Malevich1

კიდევ გადავავლოთ თვალი რამდენიმე მხატვრის ძალიან საინტერესო და სანახაობრივ ნამუშევარს ამ თემაზე:

ჰოლანდიელი მხატვარი დევიდ დენირს უმცროსი (1610-1690) – „დანების მლესავი“.

 devid-ternis

შვეიცარიელი მხატვრის ჯოვანი ჯაკომეტის (1868-1933) ტილო „მლესავი“.

 jakometi

ფრანგი მხატვარი ჟან ბატისტ დისკარტი (1855-1940) – „მლესავი“.

Jean_Discart_-_LAiguiseur_Tanger_-_-MeisterDrucke-826482 

შოტლანდიელი მხატვრის რობერტ მაკგრეგორის (1847-1922) 1878 წლის ნამუშევარი „მლესავი“.

Robert-McGregor

ფრანგი მხატვარი პოლ გროლერონი (1848-1901) – „დანების მლესავი“.

 paul-Grolleron

ფრანგი მხატვარი ჟან ფრანსუა რაფაელი (1850-1924) – „დანების მლესავი გრენობლიდან“.

 Jean-Fran-ois-Raffaelli

პოლონელი მხატვრის ჰუგო ბუხვალდის (1836-1919) ნამუშევარი „დანების მლესავი“.

Hugo-Buchwald 

რუსი მხატვარი ალექსანდრ მოროზოვი (1835-1904) – „დანების მლესავი“.

 morozov

...მას მერე, რაც ცივილიზაცია განვითარდა, დადგა ტექნოლოგიური ეპოქა,  გამოჩნდა ელექტროძრავა და მას მოჰყვა ელექტროსალესებიც, მლესავები, თავიანთი სალესი დაზგებით თანდათან არასაჭირონი გახდნენ. შემდგომი წლების მხატვრების თუ მოქანდაკეების ნამუშევრებშიც უკვე ვეღარ ვხვდებით ამ ხელობის წარმომადგენლებს, რომლებიც უწინ ასე შთააგონებდნენ ხელოვანებს. რასაკვირველია, დღესაც ემსახურება ამ ხელობას თითო ოროლა ადამიანი, უკვე მოტოროლერზე ან მოტოციკლზე შემოდგმული დაზგით - პორტატიული ბენზინის ძრავით, და კვლავ დადიან კლიენტიდან კლიენტამდე, თუმცა დანებისა და მაკრატლების მლესავების დიდი ეპოქა, რომელმაც მისდაუნებურად გამომსახველობით ხელოვნებასაც ასე დაატყო ხელი, ნელ-ნელა დასრულდა.

ინფორმაციების მოძიების პროცესში საინტერესო მასალას გადავაწყდით ქართველ დანის მლესავზე.

 

csm_Starcke_Logo_cb05c6f5d4
გაეცანით შტარკე-ს აბრაზიულ მასალებს ჩვენს გვერდზე 
თეგები: ზუმფარა
გთხოვთ შეიყვანოთ სიმბოლოების კომბინაცია ველში

* მონიშნული ველების შევსება აუცილებელია. მადლობა რომ გვსტუმრობთ