რკინის კარი მონტაჟდება მთავარ შესასვლელ კარად ბინასა თუ კერძო სახლში, ოფისსა თუ საჯარო დაწესებულებაში. მისი მთავარი ფუნქციაა შიდა სივრცის იზოლირება გარე სამყაროდან. ეს არახალია, მაგრამ
როგორ შევარჩიოთ რკინის კარები?
მთავარი კრიტერიუმებია:
♦ საკეტები ♦ |
მეტალის კარი - დიზაინი
შემოსასვლელ კარს უნდა ქონდეს მიმზიდველი ვიზუალი, შეესაბამებოდეს შენობის საერთო სახეს ან თავად ქმნიდეს ხასიათს. უნდა გვახსოვდეს:
შემოსასვლელი კარი = ოჯახის სავიზიტო ბარათი
(ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი კარი მეზობლის კარისგან განსხვავდებოდეს)
რკინის კარი ლუნა. მუხა მუქი |
ჩვენგან მიიღებთ კარებს, რომლებიც აკმაყოფილებს გემოვნებიანი და ყველაზე კრიტიკული მომხმარებლების მოთხოვნილებებს..
ევროპული რკინის კარი თემიდა |
სამოდელო ხაზი შუშის ჩანართებით ნამდვილი მარგალიტია და მაგნიტივით იზიდავს მზერას. ნახეთ ვიდეო.
კარი თემიდა - ფერი მუხა ღია
ფერები
ჩვენს პროდუქტებზე გადაკრულია სპეციალური დეკორატიული ფირი სხვადასხვა სტრუქტურასა და ფერში. თქვენ მიიღებთ იმ ფერის კარებს, რომლებიც ყველაზე მეტად შეეფერება დიზაინერულ ჩანაფიქრს.
რკინის კარის ფერები ლუნას მაგალითზე |
რა განასხვავებს სახლის შესასვლელ კარს სხვა კარებისგან?
სახლის რკინის კარს შეხება აქვს ატმოსფერულ ჰაერთან, ტენიანობასა და მზის სხივებთან. სველდება.
ზამთარში ექსტრემალური ტემპერატურული დისბალანსის გამო სახლის კარი, რომელიც გარეთ გადის, უნდა აკმაყოფილებდეს დამატებით კრიტერიუმებს, ვიდრე კარი რომელიც სადარბაზოებში მონტაჟდება.(ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ქართული სადარბაზოების დიდ ნაწილში ისევე ყინავს, როგორც გარეთ)
მასალა და გამძლეობა
გამოყენებული მასალები მოქმედებს კარის გამძლეობაზე. თუ გვსურს კარი დიდხანს გვემსახუროს ის შესაბამისი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული. ჩვენი კარები ძირითადად ფოლადისგან მზადდება. რატომ ფოლადი?
- ფოლადი მდგრადია მექანიკური დაზიანების მიმართ.
- ფორმასტაბილურია. ტემპერატურისა თუ ტენიანობის ცვლილების, დასველების, მზის ულტრაიისფერი UV გამოსხივების მიუხედავად კარი ინარჩუნებს ზომებს.
კარის აგებულება
რკინის კარი შედგება ჩარჩოზე მიმაგრებული ორი ლითონის ფურცლისგან. შუაში არის საიზოლაციო მასალა, რომელიც ამცირებს სითბოს დანაკარგს.
rkinis karebi აგებულება |
უჟანგავი
ვიღაცას მოსწონს ჟანგი დიზაინში, მაგრამ შორს ჩვენგან. მადლობა. ჩვენს კარების ფრთები და ჩარჩოები დაცულია დაჟანგვისგან. ყველა მოდელს აქვს უჟანგავი მეტალის ზღურბლი (პაროგი). პრემიუმ ხაზის მოდელში ჩარჩო და ზღურბლი სრულად ალუმისგან მზადდება.
უჟანგავი ფოლადის ზღურბლი (პაროგი) |
უსაფრთხოება
პროფესიონალ მძარცველს ნებისმიერი კარის გახსნა შეუძლია. ეს მხოლოდ დროის, საჭირო ინსტრუმენტების და მძარცველის ინტელექტის საკითხია. ახალბედა მძარცველმა კი ვერ უნდა შეეძლოს კარის მოკლე დროში და მარტივად გახსნა.
ახალბედა მძარცველი და საკეტი |
ევროპაში მიღებულია უსაფრთხოების კოეფიციენტები. ამ ამბავს ბლოგში გავშლით.
რკინის კარების თბოიზოლაცია
სპეციალური დათბუნება საჭიროა, რათა შევინარჩუნოთ სითბო და ასე დავზოგოთ საკუთარი და ბუნების რესურსი..
თბოიზოლაცია გაზომვადია. ის იზომება თბოგამტარობის კოეფიციენტით. ევროკავშირის რეგულაციებით, ეს კოეფიციენტი შემოსასვლელ კარებზე არ უნდა აღემატებოდეს 1.3 W/(მ2*K). რაც უფრო ნაკლებია მაჩვენებელი, მით უფრო ნაკლებ სითბოს ვატანთ ჰაერს.
კოეფიციენტს ძირითადად განსაზღვრავს გამოყენებული საიზოლაციო მასალების რაოდენობა და ხარისხი. იგულისხმება არა მარტო კარის შეგთავსი, არამედ გარე მამჭიდროვებლებიც.
კონდენსატი
კინდენსატის წარმოშობა ფრთის შიგნით, კარის გულში დროთა განმავლობაში მეტალს აზიანებს.
დაზიანების პრევენციისთვის კარის ფრთა უნდა იყოს ჰერმეტული და ეყენოს დახურული, არაგამჭოლი საკეტი სისტემები. ასე მიიღწევა ის რომ, ჰაერი კარის ფრთაში არ ცირკულირებს.
კონდენსატი მეტალის კარებზე. ფოტო ხელოვნური ინტელექტი |
კარის საჭვრეტი "გლაზოკი"
იგივე მოსაზრებით სახლის რკინის კარებზე არ ყენდება ე.წ. გლაზოკი. რადგან გლაზოკის არსებობა კარის ჰერმეტულობას არღვევს.
ევროპული რკინის კარი ლუნა გლაზოკის გარეშე და ჰერმეტული საკეტებით |
ჭორიზოლაცია
მეტალის კარმა უნდა შეგვიქმნას მყუდროება შიგნით მყოფებს, რაც თავის თავში მოიაზრებს ჭორიკანა მეზობლების პირში ჩალაგამოვლებულებულად დატოვებას.
ხმაური გარედან ვერ უნდა გვირღვევდეს სიმშვიდეს და პირიქით. კარმა უნდა შეინახოს ჩვენი ამბები და არ გადასცეს ინფორმაცია ყურებ(დ)აცქვეტილ და ენა(წ)ალესილ მეზობელებს, ვისაც ერთი სული აქვთ გაგვჭორონ.
ყურებ(დ)აცქვეტილი და ენა(წ)ალესილი მეზობელი კარგმა რკინის კარმა პირში ჩალაგამოვლებული უნდა დატოვოს |
რკინის კარების ფასები
რკინის კარების ფასები ბაზარზე განსხვავებულია. იაფად ნაყიდი რკინის კარები შეიძლება არ გამოგადგეთ.
ფასი დამოკიდებულია მწარმოებელზე და კარის მახასიათებლებზე. ჩვენი რკინის კარები პოლონეთში იწარმოება.
ფასები 900 ლარიდან იწყება და 2600 ლარის ფარგლებში მერყეობს.
მარცხენა თუ მარჯვენა კარი?
ვდგებით იმ მხარეს, საიდანაც ჩანს საკიდები (პეტლები). თუ საკიდები მარჯვენა მხარეს არის დამონტაჟებული, მაშინ საქმე გვაქვს მარჯვენა კართან. თუ მარცხნივ არის საკიდები, მაშინ კარი არის მარცხენა.
ასევე სახელურის მიმართულება გვიჩვენებს კარი მარცხენაა თუ მარჯვენა. მნიშვნელოვანია ვიდგეთ პეტლების მხარეს
საით უნდა იღებოდეს შემოსასვლელი კარები?
შიგნით, თუ გარეთ? კარგი კითხვაა.
საჯარო ან ხალხმრავალ დაწესებულებაში შემოსასვლელი კარები უნდა იღებოდეს გარეთ. ამას მოითხოვს სახანძრო უსაფრთხოების წესები.
ბებია და შვილიშვილი პანიკაში გაურბიან ხანძარს.კარი გარეთ უნდა გაიღოს |
შიგნით მყოფებისთვის ადვილი უნდა იყოს გარეთ გასვლა კარებზე მიწოლით. ხანძრის შემთხვევაში შესაძლოა პანიკა ატყდეს და ხალხი კარებს ისე მიაწვეს, რომ შიგნით გაღება შეუძლებელი გახდება.
rkinis karebi Maia გარე გაღებით |
კერძო სახლის კარები შესაძლებელია შიგნით გაიღოს. პრაქტიკაში შიდა გაღებას უფრო მეტად ვხვდებით ვიდრე გარე გაღებას
ჩვენგან მიიღებთ ყველა თქვენს საჭიროებაზე მორგებულ, უმაღლესი ხარისხის ევროპული წარმოების რკინის კარებს, რომელთა გამოყენება შეიძლება როგორც სახლისა თუ აგარაკის შესასვლელ კარებად, ასევე ბინასა თუ ოფისში.
ჩვენი კარები ევროპაში გამოცდილია.
კარების ნახვა და შეძენა შესაძლებელია ჩვენთან: სპირიდონ კედიას 15.
დაგვირეკეთ წინასწარ 599695964