პარკეტი - სახეობები და ტენდენციები
წამყვანი ევროპელი მწარმოებლები ბოლო პერიოდი ფოკუსირებულნი არიან, ექსკლუზიური, ინდივიდუალური ხასიათის მქონე პარკეტის წარმოებაზე. ისინი ცდილობენ მაქსიმალურად ხაზი გაუსვან ხის მასალის უნიკალურობას და ბუნებრივ ხაზწერას. ამ მიზნის მისაღწევად ხის მასალა სხვადასხვა ფორმებით იჭრება და ზედაპირი სხვადასხვა მეთოდით მუშავდება, ჩნდება კლასიკური წყობების ახალი ინტერპრეტაციები და ასევე სრულიად ახალი, ბუნებრივი გეომეტრიები. განსაკუთრებით პოპულარულია მუხის პარკეტი
მოკლედ მიმოვიხილოთ პარკეტის ყველაზე პოპულარული სახეობები:
მასიური ფიცარი
მასიური ფიცრული იატაკი ტრადიციული და ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. ფიცრები იატაკზე გამორჩეულად ლამაზია და ბუნებრივი. მათთან ერთად ადამიანი საკუთარ თავსაც ბუნების ნაწილად აღიქვამს.
როგორც წესი ფიცრები ქარხნულად მხოლოდ უხეშად არის დამუშავებული და დაგების შემდეგ საჭიროა ზედაპირის მოხვეწა და ლაქით ან ზეთით დაფარვა.
იატაკის ფიცრის ფასი მასალისა და ზომის მიხედვით განსხვავებულია.
ქართულ ბაზარზე ძირითადად გავრცელებულია ქართული და რუსეთიდან შემოტანილი ფიჭვის და ნაძვის საიატაკე ფიცრები, ასევე არის რუსული წარმოების ლირიქსი „ლისტვინიცა“. ერთ ერთი წარმატებული კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე დიდი ხანია ოპერირებს არის ევროვაგონკა www.evrovagonka.ge
მასიური მუხა და სხვა ეგზოტიკური ჯიშები ფიცრული სახით სიძვირის გამო ძირითადად შეკვეთით შემოდის. ჩვენი პარტნიორი ავსტრიული კომპანია ავსტრიავუდი, ამზადებს გაბარიტულ, 15 მეტრამდე სიგრძის მასიურ მუხის ფიცრებს. უზრუნველყოფს მუხის ფიცრების შემოტანას და საკუთარი მეთვალყურეობის ქვეშ დამონტაჟებას. ასე რომ, თუ რამე განსაკუთრებული პროექტი გაქვთ ჩაფიქრებული, სადაც დიდი ზომის მასიური ფიცრი უნდა იქნეს გამოყენებული, შეგიძლიათ ჩვენ მოგვმართოთ ან კომპანიას ავსტრიავუდი http://austriawood.com/
ავსტრიავუდი დაგიმზადებთ 15 მეტრამდე სიგრძის მასიურ მუხის ფიცრებს
ფიცრების დაგება ხდება პროფესიონალის მიერ ლურსმით, შურუპებით ან წებოზე.
სამშრიანი - ინჟინერული - ე.წ. სამშრიანი ლამინატი ან ლამინირებული პარკეტი
ძვირფასი ხის ჯიშები ფიცრული სახით ძვირი სიამოვნებაა და მხოლოდ მაღალი ფინანსური შესაძლებლობების ადამიანებს და ფირმებს მიუწვდებათ მათზე ხელი. თუმცა უბრალო მოკვდავებსაც აქვთ შანსი შეიტანონ ბუნება და ფიცრული იატაკის ხიბლი საკუთარ სახლებსა თუ ოფისებში. ამისთვის ერთზოლიანი სამშრიანი პარკეტის შეძენა და დაგება დაგჭირდებათ. ეს პარკეტი ფიცრული პარკეტის ღირსეულ ალტერნატივას წარმოადგენს
როგორც სახელი გვამცნობს სამშრიანი პარკეტი ერთმანეთთან შეწებებული ფენებით იქმნება. ზედა ფენა ძვირადღირებული ჯიშის ხისგან მზადდება, მისი სისქე ძირითადად 3 დან 4 მილიმეტრამდეა, ხოლო შუა და ქვედა ფენა ნაკლებად ძვირფასი ხის მასალაა.
სამშრიან პარკეტს რამოდენიმე სათვალავში მისაღები უპირატესობაც აქვთ. განვიხილოთ ისინი:
- ნაკლებად იკუმშება და ფართოვდება, ვიდრე მასიური ფიცარი და თითქმის არ იკეთებს ღარებს. (შრეები საპირისპირო მიმართულებით არის შეწებებული და შეკუმშვა-გაფართოებისას მათში არსებული ძალები ერთმანეთს აბალანსებს.)
- სამშრიან პარკეტს გააჩნია სპეციალური ჩამკეტი სისტემა, რის საშუალებითაც შესაძლებელია მისი წებოს გარეშე დაგება. ეს ხარჯებს ამცირებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მეთოდით დაგებული სამშრიანი პარკეტი უფრო ხმაურიანია სიარულის დროს, ვიდრე დაწებებული.
- სამშრიანის დაგება შეიძლება იატაკის გათბობაზე. ამ შემთხვევაში სამშრიან პარკეტს მშრალად ვერ დავაგებთ. თბოგატარობის ასამაღლებლად პარკეტი უნდა დაწებდეს სპეციალური წებოთი.
- ქარხნულად არის დაზეთილი ან დალაქული და დაგების შემდეგ უკვე ექსპლოატირებადია. ანუ მას არ სჭირდება დამატებით ციკლოვკა და დალაქვა ან დაზეთვა. ამით დიდი დრო და ფინანსური რესურსი იზოგება.
- ერთზოლიანს აქვს ფიცრის ვიზუალი
დაათვალიერე ან გადმოწერე ავსტრიავუდის ბიუჯეტური ხაზის Patina Plank სამშრიანი პარკეტის კატალოგი. ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით ევროში.
რამდენი სახეობის სამშრიანი პარკეტი არსებობს?
არსებობს ერთზოლიანი და მრავალზოლიანი (გემბანური) სამშრიანი პარკეტი.
- ერთზოლიანი სამშრიანი პარკეტი განსაკუთრებით ეფექტურია და დაგების შემდეგ ვიზუალურად არაფრით განსხვავდება მასიური ფიცრული იატაკისგან. სიგრძე 2 მეტრის დიაპაზონში მერყეობს. ყოველი ფიცარი ცალკე ხასიათია. ეფექტი მძაფრდება, თუ პარკეტს დამატებითი ზედაპირული დამუშავება აქვს გაკეთებული. იგულისხმება ბრაშირება, 3 D მოხვეწა და ფასკები. ჩვენი მუხა ფაბია სწორედ ასეთია.
მუხის სამშრიანი პარკეტი (ერთზოლიანი) ფაბია ავსტრიავუდისგან
- მრავალზოლიანი სამშრიანი პარკეტი იმ დოზით სახისათო არ არის, როგორც ერთზოლიანი სამშრიანი პარკეტი, თუმცა მნიშვნელოვნად დაბალი ფასი აქვს. ის მცირე ზომის ნაჭრების შეწებებით მზადდება და ვიზუალურად გემბანური (პალუბნი) წყობით დაგებულ კლასიკურ პარკეტს ჰგავს.
ორშრიანი
მრავალშრიანი პარკეტის მეორე ნაირსახეობაა. ის არა სამი, არამედ ორი ერთმანეთში შეწებებული შრისგან შედგება. სამშრიანისგან განსხვავებით მისი მშრალად დაგება არ შეიძლება და აუცილებლად წებოზე უნდა დაისვას.
მოზაიკური
დასავლეთ ევროპაში ყველაზე გავრცელებული პარკეტის სახეობაა, რასაც პირველ რიგში მისი დაბალი ფასი და მრავალჯერადი განახლების შესაძლებლობა განაპირობებს. ის მცირე ზომის ჯოხებისგან იკვრება. ამ ჯოხების სისქე 8 მილიმეტრია, სიგრძე 12დან 16 სანტიმეტრამდე. ჯოხები ქარხნულად სხვადასხვა წყობების მიხედვით, დაფების სახით იკვრება და ბადეზე ეწებება.
მოზაიკური პარკეტის გავრცელებული წყობებია: ჭადრაკული, პარალელური, გემბანური, იოლკა, ძველგერმანული.
მცირე სისქის მიუხედავად ამ პარკეტს აქვს დიდი რესურსი, რადგან არ აქვს ქიმები და ღარები. მთელი სისქე მუშა სისქეა. შედარებისთვის კლასიკური პარკეტის მუშა სისქე (ფენის სისქე, რომელსაც შეიძლება გაუკეთდეს ციკლოვკა) 5-6 მილიმეტრია. ამ პარკეტის დაგება განსაკუთრებით ეფექტურია პატარა ფართის ოთახებში, რადგან ვიზუალური სივცითი გადიდების ეფექტი იქმნება.
კლასიკური
ამ სახეობას დიდი წარდგენა არ სჭირდება. მისი პლიუსი მდგრადობასთან ერთად ის არის, რომ მისგან სხვადასხვა სტილის და გემოვნების იატაკი შეიძლება აიწყოს, გემბანურით (პალუბნით) დაწყებული, ფრანგული ან უნგრული თევზის ძვლით (იოლკით) გაგრძელებული და ჭადრაკულით დამთავრებული.
საბჭოთა პერიოდში ქვეყანა იაფი ხის მასალის ნაკლებობას არ განიცდიდა და კლასიკური პარკეტი ძალიან ხშირად გვხვდება საბჭოთა დროს აშენებულ კორპუსებში. მათ შორის მრავლად იყო მუხის და წიფლის პარკეტი.
თუ უკვე გაქვთ პარკეტი ან ხის იატაკი გაუფრთხილდით მას. სანამ ლამინატს შეიძენთ, დაფიქრდით, ხომ არ აჯობებს პარკეტი დააგოთ, მით უმეტეს, რომ ბაზარზე პარკეტის შედარებით ბიუჯეტური სახეობებიც მოიპოვება. მაგალითად მუხის სამშრიანი პარკეტი აიხე ფაბია.