პარკეტი

  ლაქი და ზეთი

  ციკლოვკა

  +995 599695964

მუხის პარკეტი

მუხა იდეალური მასალაა იატაკის მოსაწყობად. მუხის პარკეტი ოთახში სითბოს, მყუდროებას და მეფურ ელეგანტურობას ასხივებს. ტყულიად არ უწოდებენ მუხას მცენარეთა სამყაროს მეფეს. 

მუხის პარკეტი ყველა ინტერიერის ცენტრალური ელემენტია. ის სხვა პარკეტის სახეობებთან შედარებით მრავალი დადებითი თვისებით გამოირჩევა.

მუხა იდეალური მასალაა იატაკის მოსაწყობად. მუხის პარკეტი ოთახში სითბოს, მყუდროებას და მეფურ ელეგანტურობას ასხივებს. ტყულიად არ უწოდებენ მუხას მცენარეთა სამყაროს მეფეს.  მუხის პარკეტი... სრულად »
დახურვა
მუხის პარკეტი

მუხა იდეალური მასალაა იატაკის მოსაწყობად. მუხის პარკეტი ოთახში სითბოს, მყუდროებას და მეფურ ელეგანტურობას ასხივებს. ტყულიად არ უწოდებენ მუხას მცენარეთა სამყაროს მეფეს. 

მუხის პარკეტი ყველა ინტერიერის ცენტრალური ელემენტია. ის სხვა პარკეტის სახეობებთან შედარებით მრავალი დადებითი თვისებით გამოირჩევა.

ფილტრის დახურვა
ამ სორტირებით არაფერი მოიძებნა
პარკეტი მუხის ზომა L  ხარისხი I
პარკეტი მუხის ზომა L ხარისხი I
ზომები 800 x 100 x 20 მმ. - 850 x 100 x 20 მმ. - 900 x 100 x 20 მმ.
165,00 GEL *
პარკეტი მუხის ზომა M ხარისხი I
პარკეტი მუხის ზომა M ხარისხი I
ზომები 500 x 75 x 20 მმ. - 550 x 75 x 20 მმ. - 600 x 75 x 20 მმ.
135,00 GEL *
პარკეტი მუხის ზომა L  ხარისხი II
პარკეტი მუხის ზომა L ხარისხი II
ზომები 800 x 100 x 20 მმ. - 850 x 100 x 20 მმ. - 900 x 100 x 20 მმ.
115,00 GEL *
პარკეტი მუხის ზომა M ხარისხი II
პარკეტი მუხის ზომა M ხარისხი II
ზომები 500 x 75 x 20 მმ. - 550 x 75 x 20 მმ. - 600 x 75 x 20 მმ.
96,00 GEL *
პარკეტი მუხის ზომა L  ხარისხი III რუსტიკი
პარკეტი მუხის ზომა L ხარისხი III რუსტიკი
ზომები 800 x 100 x 20 მმ. - 850 x 100 x 20 მმ.- 900 x 100 x 20 მმ.
90,00 GEL *
პარკეტი მუხის ზომა M ხარისხი III რუსტიკი
პარკეტი მუხის ზომა M ხარისხი III რუსტიკი
ზომები 500 x 75 x 20 მმ. - 550 x 75 x 20 მმ. - 600 x 75 x 20 მმ.
75,00 GEL *

მუხის პარკეტი: კლასიკა ვარიაციებით

ხის მასალის გამოყენება იატაკის საფარად არა მხოლოდ სითბოს და სიმშვიდეს განასახიერებს, არამედ გამძლეა და ცვეთის მიმართ მაღლი მდგრადობით გამოირჩევა. მსოფლიოში ხის იატაკის საფარად მრავალი ხის ჯიში გამოიყენება, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა მუხის პარკეტი. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში არა მუხა, არამედ წიფელია პირველ ადგილზე მისი დაბალი ფასის და ჩვენში წიფლის პოპულაციის ფართო გავრცელების გამო. გემოვნებაზე არ დავობენო ცნობილია, მაგრამ გერმანელ პარკეტის ხელოსნებში მოარულია ფრთიანი ფრაზა წიფელზე:

“წიფელი ძალიან კარგი მასალაა, მხოლოდ არა იატაკზე, არამედ ბუხარშიაო“.

პარკეტის ეს სახეობა დასავლეთ ევროპაში ბოლო ათწლეულებია  წარმატებით ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს.  

ასეთი პოპულარობის მიზეზი არის მუხის ფართო გავრცელება და მისი უცვლელი ელეგანტურობა. მუხის პარკეტი თანაბრად უხდება როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე დიზაინის საცხოვრებლებს. მაღალი ცვეთამედეგობის გამო ამ პარკეტის გამოყენება ხდება ასევე კომერციული დატვირთვის ობიექტებშიც.

ხის სიმაგრე განაპირობებს ხანგრძლივ ექსპლოატაციას

მუხის ხის გამოყენებას იატაკის საფარად ხანგრძლივი ისტორია აქვს, ადამიანები დიდი ხანია იცნობენ და აფასებენ მუხის ვიზუალს და მის სიმაგრეს.  ეს ხის ჯიში განსაკუთრებით ნელა იზრდება და სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს მის სიმაგრეს. შესაბამისად, მუხა იდეალურია, როგორც პარკეტი. თუ თქვენს იატაკზე ოდნავ მაინც იზრუნებთ და მოუვლით ის მრავალი ათეული წლის განმავლობაში ერთგულად მოგემსახურებათ და გადაეცემა შთამომავლობას. ასევე დასაფასებელია, რომ მუხის მასიური პარკეტი შესაძლებელია მრავალჯერადად მოიხვეწოს და ახლებური ბრწყინვალებით წარდგეს მნახველის წინაშე.

კლასიკურიდან მოდერნამდე

მუხის პარკეტი ხელმისაწვდომია მრავალ ტონალობაში, ფორმატსა და დიზაინში. დამატებითი სივრცითი და ტონალობითი ეფექტები მიიღწევა ზედაპირის მექანიკური და ფერობრივი დამუშავებით. მექანიკური დამუშავების შესახებ შეიგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს ბლოგში „ზედაპირის მექანიკური დამუშავება“. დამუშავებაში იგულისხმება გახეხვა (ბრაშირება), შებოლვა, შეთეთრება, და ფერადი დამუშავება.  შებოლილი მუხა უფრო მკვეთრ ფერს იღებს და იდალური ვარიანტია თბილი ტონალობების მოყვარულებისთვის. ამის საპირისპოროდ მუხის შეთეთრებით მიიღწევა ნათელი ტონალობები.  ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის მუხის სორტიმენტში თავის ფავორიტს.


მუხის ინდივიდუალური ხასიათი განსაკუთრებით ძლიერდება მისი ბრაშირებით, ანუ რკინის ჯაგრისით მოხეხვით. ამ პროცედურებით მუხის ხაზები და რგოლები მაღლა ამოიკვეთება, რითიც სახასიათო, ავთენტური იერსახე იქმნება.


მუხის პარკეტის უნიკალურობას ისიც განაპირობებს, რომ ის წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმატით და სორტირებით. კლასიკური მცირე ზომის პარკეტიდან დაწყებული, მოზაიკურით გაგრძელებული ფიცრული სახის სამშრიან პარკეტამდე. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ეფექტურია და ვიზუალურად მასიური ფიცრებისგან არ განსხვავდება, განსაკუთრებით თუ ოთხივე მხარეს აქვს ჩანათალები, ე.წ. ფასკები. დახარისხება რუსტიკი ცოცხალ სურათს იძლევა, სადაც ჩანს ბუნებრივი სტრუქტურა კოჟრებით.

ყველა ცხოვრების სტილისთვის

მუხის პარკეტის არჩევით, ირჩევთ გამძლე და მდიდრულ იატაკის საფარს, რომელც იგივეა მარად და მარად, არ სდევს ჟმთა ცვლას. ის მუდამ თანამედროვეა და ყველა დროის საუკეთესო საფარად ითვლება. მისი ყავისფერი, თბილი ტონალობა ჰარმონიულად ერწყმის კლასიკურ თუ თანამედროვე ავეჯს.

მასიური პარკეტი აუცილებელია პროფესიონალმა ხელოსანმა დააგოს, სამშრიანი პარკეტი შედარებით მარტივი დასაგებია და სამუშაო შესაძლებელია შეასრულოს მცირე უნარ-ჩვევების მქონე არაპროფესიონალმაც

შეიქმენით ბუნებრივი ატმოსფერო სახლსა თუ ოფისში.

გლიმტრექსი წარმოგიდგენთ მასიურ მუხის კლასიკურ პარკეტს და სამშრიან პარკეტს მუხა ფაბია.

ბოლოს ნანახი