როცა პარკეტი ლამაზი და მოვლილია ჩვენი ყოველდღიურობა განსხვავებული ხდება. უყურებ იატაკს და შენდაუნებურად ამაღლებულ განწყობაზე დგები. კარგი განწყობა განაპირობებს სხვა მიდგომას საქმისადმი, სხვა ქცევას კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში, რაც თავის მხრივ გარდაისახება წარმატებაში.
რატომ არ უნდა წავუსვათ იატაკს იაფი პარკეტის ლაქი?
იატაკის განახლება ყველგან მსოფლიოში ძვირი სიამოვნებაა და მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული. უდავოა იაფი ლაქის შეძენით შესაძლებელია მოკლევადიან პერსპექტივაში დავზოგოთ თანხა და ვიყოთ ბედნიერი, თუმცა ეს ბედნიერება დიდხანს არ გასტანს.
დაბალბიუჯეტიანი ლაქი როგორც წესი უხარისხო კომპონენტებით მზადდება, ნაკლებად მდგრადია და შესაძლებელია სულ ცოტა ხანში, ფეხსაცმლის, მზის სხივების და საწმენდი წყლის ზემოქმედებით დაკარგოს დამცავი ფუნქცია. ლაქი გარე პირობების ზემოქმედებით დროთა განმავლობაში გახდება მყიფე და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ აიფცქვნება იატაკიდან. იმ ადგილებში კი, სადაც ხშირად ვმოძრაობთ, გაჩნდება ნაცვეთი შარა-ბილიკები.
ამის შემდეგ ჩვენი ახალი იატაკი ვიზუალურად მიმზიდველი აღარ არის. პლიუს, აფცქვნილი ლაქის ნაწილაკები გარდაიქმნება მტვრის ნაწილაკებად, რომლებიც ჰაერში ცირკულირებს და ფილტვებში ხვდება. იატაკი მტვრიანია, გვიწევს დღენიადაგ წმენდა და მაინც არ გვაქვს სისუფთავის შეგრძნება.
ამ „სიკეთეებთან“ ერთად ლაქი ვერ იცავს ხეს წყლისგან. წყალი ეხება ხეს. შედეგად ხე შავდება. წყალი წმენდის პროცესში აღწევს პარკეტის ქვეშ წებომდე და შედის რეაქციაში. პარკეტი მოირყევა, ჯერ იწყებს ჭრიალს, უარეს ვარიანტში საერთოდ ამოვარდება.
და რატომ ფუჭდება პარკეტი?
პასუხი ხელის გულზეა. რადგან პარკეტის მეპატრონემ თავის დროზე მცირედი თანხა დაზოგა და იაფფასიანი პარკეტის ლაქი შეიძინა.
რომელი ლაქი ჯობია იატაკისთვის?
როგორ პარკეტის ლაქს გვთავაზობს გლიმტრექსი?
თუ გადაწვეტილება ლაქის სასარგებლოდ გაქვთ მიღებული, გლიმტრექსი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის გერმანულ ლაქს Glimtrex Signum წყლის, აკრილის და პოლიურეთანის ბაზაზე. ეს კომბინაცია თანამედროვე ლაქებში საუკეთესო ფორმულად ითვლება.
ჩვენი ლაქი სიგნუმი 100%ით მზადდება გერმანიაში ხარისხიანი კომპონენტების გამოყენებით და განეკუთვნება პრემიუმ ლაქების ხაზს. მოკლედ განვიხილოთ გლიმტრექსის ლაქი.
-
ფერი
ლაქი უფერულია, თუმცა ხეს მინიმალურად მაინც უცვლის ფერს. ფერის შეცვლის ინტენსივობა დამოკიდებულია ხეს ჯიშზე. ნათელი ჯიშის ხე მაგალითად, ფიჭვი-ნაძვი ლაქთან ურთიერთობით ტონალობაში უმნიშვნელოდ იცვლება თაფლისფერისკენ, ხოლო მუქი ჟიშები, მაგალითად მუხა მეტი ინტენსივობით.
თუ გსურთ თქვენმა პარკეტმა არ შეიცვალოს ფერი, უნდა გამოიყენოთ სპეციალური ფორმულის ლაქი ნატივუსი.
-
იატაკის შემზადება ლაქისთვის
იატაკის შესამზადებლად საუკეთესო ვარიანტია პროფესიონალმა ხელოსანმა გააკეთოს ციკლოვკა. თუ თავად გსურთ იატაკის შემზადება მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი:
ლაქის დატანამდე იატაკი უნდა იყოს სუფთა სხვა ლაქის ნარჩენებისგან, იყოს მშრალი, არ ქონდეს ცხიმები და არ ედოს მტვერი. სიჩქარე მიზანშეწონილი არ არის, უნდა დავრწმუნდეთ რომ იატაკი ბოლომდე მზად არის ლაქის დასატანად.
-
შრობა
გლიმტერქსის ლაქის შრობა სწრაფად მიმდინარეობს. საათნახევარში შეიძლება შემდეგი ფენა დავიტანოთ. პირველი ფენის დატანის შემდეგ ხდება იატაკის პოლირება, რათა იდეალური ზედაპირი მივიღოთ. მძიმე ავეჯის დადება შესაძლებელია 2-3 დღის შემდეგ.
-
ფენების რაოდენობა
გლიმტრექსის პარკეტის ლაქი უნდა წაესვას სამ ფენად. მაშინაც კი, თუ ორი ფენის წასმის შემდეგ ეფექტი გვაკმაყოფილებს, აუცილებელია მესამე ფენის დატანა. მეოთხე ფენა აუცილებელი არ არის, თუმცა ტექნიკურად შესაძლებელია მეოთხე ფენაც დავიტანოთ.
-
ხარჯი
ლაქის ხარჯი დამოკიდებულია ციკლოვკის ხარისხზე. თუ ციკლოვკა გერმანული დანადგარებით კეთდება ერთი 5 ლიტრიანი ქილა საკმარისია 25 კვადრატზე. თუ რუსულ ციკლოვკას ვაკეთებთ 5 ლიტრიანი ქილა ყოფნის 20 კვადრატს.
-
ბზინვარების გრადაცია
გლიმტრექსის ლაქი წარმოდგენილია 2 ბზინვარების გრადაციით მქრქალი - სახალხო ენაზე მატოვი და აბრეშუმოვან-მქრქალი, სხვანაირად პოლუმატოვი. რომელ ვარიანტს ირჩევთ თქვენს გემოვნებაზე დამოკიდებული.
ერთკომპონენტიანი თუ ორკომპონენტიანი ლაქი?
გლიმტრექსი მომხმარებელს სთავაზობს 2 ტექნოლოგიის ლაქს. ერთკომპონენტიან, ანუ უკვე წასასმელად გამზადებულს, რომელსაც აქტივატორი არ სჭირდება და ასევე ორკომპონენტიან ვარიანტს აქტივატორით. ორკომპონენტიანი ლაქი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ იატაკზე მოარულთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, იგულისხმება კომერციული დატვირთვები, მაღაზიები, რესტორნები, მუზეუმები და ასე შემდეგ. ორკომპონენტიანი ლაქი საშუალოდ 20-25% ით მეტი ღირს, ვიდრე ერთკომპონენტიანი.
სტანდარტული საოჯახო დატვირთვებისთვის ერთკომპონენტიანი ლაქი სრულიად საკმარისია, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პატარა ბინაში, სადაც ბევრი ოჯახის წევრი და სტუმარი მოძრაობს იატაკის საფარზე დატვირთვა მაღალია.
-
შეიძლება თუ არა იატაკს წავუსვათ ორივე ლაქის კომბინაცია?
დიახ, ხარჯის შემცირების მიზნის გავრცელებული პრაქტიკაა, რომ პარკეტს ჯერ ერთკომპონენტიანი ლაქით ამუშავებენ, ხოლო შემდეგ ბოლო ერთ ან ორ ფენას ორკომპონენტიანით. ასევე შეიძლება პირველ ფენად გლიმტრექსის გრუნტის წასმა და შემდეგ ორ ფენად ორკომპონენტიანი ლაქის.
-
შეიძლება თუ არა გახსნილი ლაქის გამოყენება?
ერთკომპონენტიანი ლაქის შემთხვევაში გახსნილი ქილის გამოყენება გარკვეული პერიოდის განმავლობაში უპრობლემოდ შესაძლებელია. ორკომპონენტიანი მალე უნდა გავიხმაროთ, რადგან აქტივირებული მეორე კომპონენტი აჩქარებს შრობას და ლაქი მალე ქვავდება.
უკვე წავუსვი გლიმტრექსი, სჭირდება თუ არა ლაქს დამატებითი მოვლა?
როგორს წესი გლიმტრექსით დალაქული იატაკისთვის საკმარისია კარგად გაწურული ტილოთი მოწმენდა. თუმცა იმისთვის რომ პარკეტის ლაქი უფრო დიდხანს გვემსახუროს რეკომენდირებულია მისი დროგამოშვებით მოვლა. ამისათვის გვაქვს სპეციალური ლაქის საწმენდი და მოვლის საშუალება Floor Care. მოვლის საშუალება პარალელურად ასრულებს წმენდის ფუნქციას და დამატებით იცავს ლაქის ფენას. მისი გამოიყენება შეიძლება ასევე ლამინატზე.
შეიძლება თუ არა ლამინატზე გამოვიყენოთ გლიმტრექსის ლაქი?
გლიმტრექსის ლაქების წასმა მხოლოდ ხეზეა შესაძლებელი. ლამინატისთვის გვაქვს ლაქის საწმენდი და მოვლის საშუალება
თუ იატაკის ციკლოვკას აპირებთ წაიკითხეთ ეს სტატია ციკლოვკა ან დაგვირეკეთ 599695964
თუ ზეთსა და ლაქს შორის გსურთ გააკეთოთ არჩევანი გაეცანით სტატიას ზეთი თუ ლაქი.
მადლობა, თუ ამ სიტყვებს კითხულობთ. წარმატებას გისურვებთ.
ერთად დავიცვათ ის, რაც ფეხქვეშ ითელება,