პარკეტი

  ლაქი და ზეთი

  ციკლოვკა

  599 695964

რაზე დავაგოთ სამშრიანი პარკეტი?

მაქსიმუმ მაშინ, როცა სამშრიანი პარკეტი შევიძინეთ და სახლში დავილაგეთ უნდა დავინტერესდეთ მისი დაგების განსხვავებული შესაძლებლობებით. ამ სტატიაში ვისაუბრებთ მათ შესახებ.

სამშრიანი პარკეტის დაგება შესაძლებელია ორი მეთოდით. 1. წებოს გარეშე მშრალად და 2. წებოს გამოყენებით. განვიხილოთ ორივე მეთოდის პლიუს მინუსები -

რას ნიშნავს მშრალი დაგება?

მშრალი დაგება ნიშნავს, რომ პარკეტი ლამინატის მსგავსად ჩამკეტი სისტემის დახმარებით ერთიმეორეზეა გადაბმული. ანუ პარკეტის ელემენტებს აქვთ მჭიდრო ბმა ერთმანეთთან, მაგრამ არ აქვთ ფიქსაცია საფუძველთან. ამის გამო დაგების შემდეგ პარკეტი ასე ვთქვათ ზედაპირზე დევს „ტივტივებს“. ამის გამო გერმანიაში დაგების ასეთ სახეობას schwimmende Verlegung უწოდებენ, რაც ქართულად მცურავ დაგებად ითარგმნება.

მშრალი დაგების პლიუსები

+ პარკეტი მშრალად შეიძლება მაშინაც დავაგოთ როცა საფუძველი იდეალური არ არის. დასაშვებია სწიაშკას ჰქონდეს მცირე ბზარები.

+ შესაძლებელია სამშრიანი პარკეტის მცურავად დაგება ძველ საფარებზე, როგორიცაა მაგალითად მეტლახი, ან ძველი პარკეტი ასევე ხის იატაკი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ აუცილებელია ზედაპირი იყოს სწორი და მყარი.

+ დაგების სიმარტივე და დაბალი ხარჯი კიდევ ერთი მიზეზია მშრალად დასაგებად. დაგება შესაძლებელია საკუთარი ძალებითაც, რაც მნიშვნელოვნად იაფია. ქეჩა რომელიც უნდა დაეფინოს პარკეტის ქვეშ ბევრად ნაკლები ღირს ვიდრე სამშრიანი პარკეტის წებო

+ პარკეტი დაგებისთანავე დატვირთვადია

+ შესაძლებელია პარკეტის დემონტაჟი და სხვაგან დაგება.

მშრალი დაგების მინუსები

- თუ სამშრიან პარკეტს დიდ კვადრატულობაზე მშრალად ვაგებთ შესაძლებელია სიარულის დროს პარკეტს ჰქონდეს მსუბუქი ვიბრაცია და ხმა. ამის მიზეზია ის მცირე ჰაერის ფენა რომელიც პარკეტსა და ქეჩას შორის რჩება.     

- გათბობაზე მშრალი დაგების შემთხვევაში მეტი დრო და ენერგიაა საჭირო პარკეტის გასათბობად.

- ციკლოვკა რთულდება, რადგან პარკეტი ვიბრირებს

- ბუნებრივ გაფართოება შეკუმშვის პროცესში პარკეტზე არ მოქმედებს შემკავებელი ძალა, რამელიც შეერთების ადგილებში ღარების გაჩენას უშლის ხელს.

წებოზე დაგების უპირატესობები

+ იატაკი მეტად გამძლეა, მისი ექსპლოატაციის ვადა იზრდება

+ აკუსტიკა სიარულის დროს ბევრად გაუმჯობესებულია.

+ თბოგამტარობა გაუმჯობესებულია

+ გაფართოება-შეკუმშვა მინიმუმამდე დადის

+ დაზიანებული პარკეტის ამოჭრა და ჩანაცვლება შესაძლებელია

+ ციკლოვკა შესაძლებელია

წებოზე დაგების ნაკლოვანებები

- გაზრდილი ხარჯი (წებო + ხელოსნის მომსახურება უფრო მეტი ღირს ვიდრე მშრალი დაგების შემთხვევაში)

- თუ სტიაშკა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილებებს უნდა დაიგოს ფანერა და შემდეგ ფანერაზე დაწებდეს სამშრიანი პარკეტი.

- წებოზე დაგებას მეტი დრო სჭირდება.

- დაგების შემდეგ უნდა დაველოდოთ სანამ წებო გაშრება.

- გამოცდილი ხელოსნის დახმარება აუცილებელია.

 

სამშრიან პარკეტზე, პარკეტის დაგებაზე და ზოგადი კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 599 695964

გთხოვთ შეიყვანოთ სიმბოლოების კომბინაცია ველში

* მონიშნული ველების შევსება აუცილებელია. მადლობა რომ გვსტუმრობთ

დაკავშირებული პროდუქტი
ფაბია
რუსტიკი
14/3 x 190 x 1900 მმ
ბრაშირება
რელიეფური
გირჩევთ
იანკი
რუსტიკი
14/3 x 190 x 1900 მმ
ბრაშირება
ზეთი
ლიმა
რუსტიკი
14/3 x 180 x 1860 მმ
ლაქი
ციურიხი
რუსტიკი
14/3 x 190 x 1900 მმ
გლუვი
თეთრი ზეთი